თანამედროვე ხელოვნებაში ბოლო წელია ძალიან გამიტაცა სისხლის, წამებისა და ტკივილის მოტივმა (აბრამოვიჩთან ერთ-ერთი ხაზი, რომლისგანაც გაიფურჩქნა ჩემში ეს მისწრაფება).
ამასწინათ ინტერნეტით წავაწყდი ერთ ბელორუსს ბიჭს, რომელიც საკუთარ თავს BioNihil-ს უწოდებს. ბიოლოგიური არსება ნიჰილისტური ქმედებებით - ასე განვმარტავდი მის არსტისტულ მდგომარეობას.
2011 წლის მარტში ფრანგულ ინსტიტუტში, ვალენსიაში (ესპანეთი) მან პერფორმანსი წარმოადგინა. შეკრებილი ხალხის წინ ტანზევით გაიხადა და მკერდზე ბრიტვით ამოიკაწრა წინადადაება - “every body is illegal” (ყოველი სხეული უკანონოა). შემდეგ კი შეკრებილი ადამიანებისკენ გაემართა, ჩაეხუტა თითოეულ მათგანს და თან თავისი "ბეჭდით" დადაღა ისინი. შედეგად სხვების ტანსაცმელზე ბუნდოვანი, სარკისებული წარწერები ჩნდებოდა. ეს ქმედება იყო ერთ-ერთი საშულება თავისი შეტყობინების ადრესატამდე გაგზავნისა.

.jpg)