ბესი და იანი...

10:30 ბე:
შენ იცი ლარსმა რა თქვა თავის შემოქმედებაზე?

10:30 როდე:
არა, რაო?

10:30 ბე:
რასაც ვქმნი ყველაფერი ტყუილია, მხოლოდ იმიტომ ვქმნი, რომ ხალხი ამაზე დაფიქრდეს, თორემ ეგ რეალურად არ ხდებაო...

10:30 როდე:
ჰმ, რა თქმა უნდა: “და მიაპობს ტალღებისნაირი” სიყვარული, არ არსებობს დედამიწაზე...

10:31 ბე:
ჰო, ეგ მართლა უცნაური სიყვარულია...

10:31 როდე:
მაგრამ საზოგადოება სულ ტყუილში არ ცხოვრობს?

10:31 ბე:
ეგ, ბესი გამაგიჟებს მე...

10:31 როდე:
მე ლარსისნაირ ტყუილში ცხოვრება მირჩევნია

10:32 ბე:
მეც, ბუნებრივია, მაგრამ გასაკეთილშობილებელ ტყუილში, ლარსიც ამას ამიტომ აკეთებს.

10:33 როდე:
...
10:33 ბე:
ბესი რატოა უკეთილშობილესი?

10:34 როდე:
იმიტომ, რომ სიყვარულის სწამს და ღმერთი უყვარს...

10:34 ბე:
ღმერთს უყვარს ბესი?

10:35 როდე:
ღმერთის გაგება ასე მარტივად... თუკი უყვარდა რატომ არგუნა ასეთი ბედი? მუდამ უნდა ეძიოს ჭეშმარიტება ადამიანმა. პასუხი კი მხოლოდ სიკვდილის მერე იქნება ცნობილი...

10:36 ბე:
ზარები? განა ეს ღვთის სიყვარულის დასტური არაა?

10:37 როდე:
კი ნამდვილად, მაგრამ ბესი ცოცხალი აღარაა... თუმცა თავისი სიცოცხლით გადაარჩინა იენი

10:37 ბე:
იენი შენი აზრით იმსახურებდა გადარჩენას? მგონი ის ამის გარდა ყველაფერს იმსახურებდა...

10:38 როდე:
იენი ჩვეულებრივი ადამიანია. ბესი კი ადამიანზე მეტი. არ ვიცი იმსახურებდა თუ არა...

10:39 ბე:
იენი ცუდი ადამიანია

10:39 როდე:
ალბათ, ყველა ადამიანი ეგეთია მაგ მდგომარეობაში. ცუდი ადამიანი ბესს ხომ არ შეუყვარდებოდა?

10:39 ბე:
ბესი გულუბრყვილოა. შეუყვარდებოდა. და ის სიბინძურეები რის კეთებასაც იენი აიძულებდა “დოგვილისეულ” წესებს არაფრით ჩემოუვარდება, მერწმუნე.

10:42 როდე:
ხო...

10:43 ბე:
ამიტომ ბესი ტყუილად ეწამა... ისევე როგორც ჩემი სელმა... როგორც ყველა იდიოტი ვისაც საზოგადოება დაუკითხავად განაგებს... და როგორც ყველა ოქროსგულიანი!

10:45 როდე:
ოქროგულიანები საზოგადოებას ეწირებიან, მათი გადარჩენისთვის, მაგრამ საბოლოოდ მაინც არაფერი იცვლება და ადამიანები იგივენი რჩებიან...

10:46 ბე:
ადამიანი არასდროს არ შეიცვლება, ის პოლიტიკური ცხოველია, მაგრამ ნუ იტყვი რომ ოქროსგულიანების მსხვერპლი სრულიად უსაფუძვლოა

10:47 როდე:
სრულიად არა, მაგრამ...

10:47 ბე:
მე და შენ ხომ მათზე ვსაუბრობთ.

10:47 როდე:
თუკი სამოთხე არსებობს, ისინი უცილობლად იქ იქნებიან...

10:47 ბე:
მე ვიგულისხმე მათი მსხვეპლი აქ, თორემ იქ, რა თქმა უნდა... არადა, ლარსმა და ბიორკმა სამოთხესაც გასცეს პასუხი!

10:49 როდე:
?

10:50 ბე:
რაც გინდა თქვი “სიბნელეში მოცეკვავე” კულმინაციაა, მისი ბოლო უნიკალურია, ბევრი იქ წყვეტს ყურებას როცა კამერა სახურავზე ადის და შავდება ყველაფერი. მაგრამ მაგის მერეა პასუხი ბიორკის სიმღერაში "New World"...

10:51 როდე:
გენიალური ტრეკი...

10:51 ბე:
მისი ტექსტი სამოთხის პასუხია. სელმა აქ მოკლეს და სრულ სიჩუმეში იხრჩობა აქაურობა, მაგრამ იქ ბიორკი მღერის:

“I'm softly walking on air
Halfway to heaven frontier


10:52 როდე:

“Sunlight unfolds in my hair
Ooooh I'm walking on air
Ooooh to heaven frontier
Ooooh

If living is seeing
I'm holding my breath
In wonder, I wonder
What happens next?
A new world
A new day to see
To see...”

9 ჭუპრპოსტი:

  1. ტრიერი ჩემი საყვარელი რეჟისორი არ არის, მაგრამ ის ფილმი და სელმას სიმღერები... ჩემი ფავორიტი ალბომია ბიორკის შემოქმედებაში

    ReplyDelete
  2. კარგია, რომ ჩვეულ პოსტებს დაუბრუნდი :) ვისიამოვნე :*
    love it :)

    ReplyDelete
  3. დამაჟრიალა კითხვისას 1-2გან... რაღაც კარგი ხო იცი ;)))

    ReplyDelete
  4. სიტყვები არ მყოფნის იმდენად მომეწონა...ცოტა უხერხულად ვიგრძენი ერთი-ორგან თავი, მეგონა უნებართვოდ ვუგდებდი ყურს საუბარს...

    კარგი იყო:)))

    ReplyDelete
  5. mecmikvarkhar

    მადლობბბბ ;))

    ReplyDelete
  6. ძალიან შთამბეჭდავი პოსტია,სიტყვები არ მყოფნის. თან ჩემს ერთ-ერთ უსაყვარლეს რეჟისორზე.

    ReplyDelete

"ჰე, ჰე, გაებით მახეში? თქვენ გწვავთ მათი უხილავი და გამჭვირვალე მზერა, უფრო მწველი, ვიდრე ხსოვნა ამ მზერისა”- ეგისთე