ჩემდაგვარი პერიოდი იწყება ბუნებაში: მშვიდი, საიდუმლო, სტატიკური... დღეები ისე ჩუმად იცვლიან საბურველს, ჰაერიც საიდუმლოდ ჩერდება და ყველაფერი ირგვლივ პირველი თეთრი ქალწულის ჩამოფრენას ელის.
ასეთ დღეებში, შინ ჯდომა და ათასი წვრილმანის გაგება მსურს. თუნდაც ასეთის: კივი, ჩინური ატამი ყოფილა. კივისთვის ხომ სულაც არ აქვს მნიშვნელობა რას დაუძახებენ და მით უმეტეს, ატმისთვის...
დანით ვათლი ფეიხოებს თავებს კუწუბოებს და პირში ვიდებ რბილობს. ამ სეზონის ფავორიტი ხილია, თავისი მომჟავო, მომწვანო, მოტკბო გემოთი. მერე ფიქრს ვიწყებ შორეულ ქვეყნებზე. რომელ მათგანს ექნებოდა ასეთი გემოს ხიბლი? აღმოსავლეთისკენ გამირბის ფიქრები, ხილს არ ვიცი, მაგრამ აი ლიტერატურას კი დაჰკრავს ასეთი არომატი. გემოებს, განცდებს მივყავარ ხოლმე ლიტერატურასთან.
მე მჯერა, რომ წიგნს გაუგებ კონკრეტულ მომენტში: მოცემულ ადგილას, მოცემულ რეალობაში, მოცემულ გარემოში, მოცემულ ასაკში, მოცემულ განწყობებზე. გავა დრო და შესაძლოა ზოგიერთი მათგანი განსხვავებულად დაგიბრუნდეს და შეცვალს შენი ცხოვრების ღერძი.
მოტკბო–მომწვანო არომატების აღმოჩნდა იაპონური ლიტერატურა, პირველი გატაცება და დაახლოება ამ ქვეყანასთან მქონდა. ჯერ კობო აბეს "ქალი ქვიშაში" იყო, ადამიანების გაუცხოება და მარტოსულობა. მერე კავაბატასთან ერთად ვსვამდი იაპუნური ტრადიიციით მომზადებულ ჩაის "ათასფრთიანი წეროდან". ფაიფურის ფინჯნების კოლექციაზე ვოცნებობდი და სინტოისტობაზე.
აკუტაგავას ნოველებმა ყელზე თოკი მომიჭირა და მაიძულა წამზომით ხელში დავკვირვებოდი, რამდენ ხანს შევძლებდი სიკვდილის გახანგრძლივებას... ათი წამის შემდეგ მისმა ცნობიერებამ დაბინდვა დაიწყო და შეაჩერა ექსპერიმენტი, ჩემი კი ახლაც მიმდინარეობს.
მერე კი ტაკუბოკუმ შეისვა დედა მხრებზე და პოეზიას უგრძნობი, განვიარაღდი... ჰაიკუ, ტანკა, გენდაისი დღემდე ტაეპობენ ჩემი სულის სიმებზე.
მესიჯმა შემაწყვეტინა იაპონელობა, ფეიხოაც გამთავებოდა. "გამო, ბიჯო, რას მყაყდები მაგ სახლში, ლიტერატურაზე ვილაპარაკოთ!" მწერდა ერეკლე. ერეკლე შავგვრემანი მეგობარია. მძიმედ ავიზლაზნე და ჩაცმა დავიწყე. მოსალოდნელ პუბლიკასთან შეხვედრაზე დავიწყე ფიქრი. ვინები იქნებიან კიდევ? ლაშა, საშუალო სიმაღლის, ქერა. ნინო, თავისი მკრივი მკერდითა და წითელი თმით. გიჟი, გიგაც! თავისი ტვლეპია თავითა და უფერობებით. გაგიკვირდებათ, მაგრამ ადამიანებს ფერებით ვიმახსოვრებ, შეიძლება ითქვას, ამ ნიშნითაც ვუამხანაგდები.
გარეთ გამოსულს, სახეში მეცა სუსხისფერი ჰაერი. ქუჩაში ლოყააწითლებული ხალხი მიმოდიოდა, ყველას სადღაცას მიექჩარებოდა, ყველა თავის წილ ბედნიერებას ეძებდა. მე კი ვუყურებდი მათ და ვფიქრობდი: როგორ უნდა მოსთხოვო მათ ემეგობრონ წიგნებს? როგორ უნდა ელაპარაკო ლიტერატურაზე და როგორ უნდა შემოაფხრუწო სნობიზმის მანტია მათ მხრებს, როდესაც სახლში მშიერი შვილი, ალკოჰოლი მამა, პლანაქეშა ბიძა, ინვალიდი დეიდა, შიზოფრენი მეუღლე ელოდებიან.
და ეს დედამიწაა! ეს – ევრაზიის კონტინენტი. ესეც რუსეთი, ეს კი მისი პატარა მეზობელი, საქართველოა...
ბატონებო, ეს მხოლოდ პატარა ერის სინდრომი არ არის, რომ ჩვენ ყველა გვჩაგრავს, ეს რეალობაა. და ასეთ რეალობას დამატებული საკუთარი უიმედობები, წუხილები, სევდები და მერე ყველაფერი ეს გადაზრდილი ზარმაცობებში, წონსვლისკენ ზარმაცობებში...
ლიტერატურული კაფე "რომის პაპის აგონია" შევაღე. გავიხადე პალტო, ჩამოვკიდე და მეგობრებით გარშემორტყმულ მაგიდას მივაშურე.
– წაიკითხე "გამხელილი სირობა"!? აბა, ახალი ავტორი გვყავს! – მომაძახა ერეკლემ, – მე მგონი, საკმაოდ ჩამოუყალიბებელია, ჯერ არ აქვს განსაზღვრული სამომავლო პრინციპები.
– მე კი სულაც მომეწონა. რა საჭიროა მაღალფარდოვანი სიტყვებით წერა, როდესაც არსებობენ "სირები" და "ბოზები" – ეშმაკურად ჩაიცინა ნინომ.
– კი, და მაგათ დავამატოთ "პედერასტები", "უნიფხვოები", "უტრაკოები"... აი, ეს ხდება დღევანდელ ქართულ ლიტერატურულ მოძრაობაში და ეს სიმარტივე მიგვიყვანს უფსკრულებამდეც. "ხელოვნება ხელოვნებისთვის"! არავითარი მასა, ბესტსელერი, საყოველთაობა! მხოლოდ "მინდა–წერით", მწერალი ვერ იქნები...და ვერც გავლენიან "კუტოკებში გაჩითვა" უშველის საქმეს. გავა დრო, და ისინიც ისევე ჩაიკარგებიან უდროობაში, როგორ მყვირალა ჟურნალების უსულო "აბლოჟკები"...
– და მაინც, გიგა, აღიარე, შენც წაგიკითხავს "ალქიმიკოსი"! – შეჰყვირა ლაშამ და ერთდროულად ახარხარდა მთელი მაგიდა.
უფერო გიგასაც, მხოლოდ ასეთ მომენტებში მოსდიოდნენ ფერები და ეს სიცილი, ერთადერთი გზა იყო ჩვენი წარსულის დავიწყების.
ლიმონიანი ჩაი მოვსვი, ახალმა გემომ დამიარა სხეულში, სკამს გადავეყრდნე და გავცურე სკანდინავიის ნისლისფერი ქვეყნებისკენ. სითბომ მომთენთა, სითბოსთან კი ჩემი ბავშვობა და სელმა ლაგერლოფი, ლინდგრენი, ანდერსენი მახსენდებიან. ყველაზე ცივი ქვეყნების შვილებს, ყველაზე თბილი ამბების წერა სცოდნიათ... ჩემი ბავშვობა მთლიანად სკანდინავიას ეკუთვნის!
წიგნი დეტალების ხელოვნებაცაა. აი, გადაშლი ათასჯერ წაკითხულ ფურცლებს და აღმოაჩენ, "რატომ ეს ფრაზა არ მახსოვდა?"... აუცილებელი არაა საყვარელი წიგნის დაზეპირება, პირიქით, უნდა დაივიწყო კიდეც! მოვა დრო და დეტალები იგივეს განგაცდევინებენ, რასაც უწინ. თუკი ხელმეორედ წაკითხვისას ასეთ დეტალებს ვერ აღმოაჩენ, ე.ი. საჭირო წიგნი ვერ მოგიძებნია...
და მაინც, რატომ კითხულობენ ადამიანები წიგნებს? რისი გაგება სურთ მათგან? რას მოელიან?
– მე ვკითხულობ, მხოლოდ იმიტომ რომ უნდა ვიკითხო...
– მე უღიმღამო ცხოვრების გასამრავალფეროვნებად...
– მე კი მხოლოდ სასიყვარულო რომანები მაინტერესებს, თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცებს დავეძებ, ქაღალდზე წერილებსაც ვთხზავ და შიგადაშიგ გულიც მიღონდება ხოლმე...
– სნობი ვარ, მაინტერესებს მხოლოდ ის, რაც სხვებსაც აინტერესებთ.
– მე განვითარებას, ახალ აზრებს, ახალ ამბებს დავეძებ მათში.
კარგი იქნებოდა ასე მარტივად რომ გვეპასუხა თითოეულ ჩვენგანს. არამგონია კირკეგორისნაირ ცხოვრებადატანჯულ მწერალს რამეში შვებას მოჰგვრიდეს ასეთი პასუხები... ან უნამუნოს გონების ცეცხლ–ტემპერამენტს გაეძლოს მათნაირი სურვილებისთვის.
– თქვენ არ ირჩევთ წიგნებს, ისინი გირჩევენ თქვენ!, – მე კი ასე შევძახებ ყველას. სწორედაც! განა ვერ ატყობთ? ისინი გვკითხულობენ ჩვენ, ისინი გვფურცვლავენ, ისინი ალაგებენ უჯრებს ჩვენს თავებში და ისინი გვამხედრებენ, საპირისპიროდ გვეწევიან, გვეამბოხებიან!...
თვალი მოვავლე მეგობრებს. მათ ასეთი არჩევანი გააკეთეს. მათ თქვეს, ჩვენ გვინდა წიგნებთან, რა მნიშვნელობა აქვს, სნობურად იქნება ეს, პოპულისტურად, გულით თუ კუჭით, პოზისთვის, მანერისთვის, ხასიათისთვის, ფასეულობებისთვის.
მთავარია, რომ ისინიც ირჩევენ მათ, და თუნდაც, დღეში ერთ გვერდს ჩაიკითხავენ.
რადგან ეს ერთი გვერდები საბოლოოდ ათასებად იქცევიან. და შენზე ვეღარ იტყვის ჰიუგო ბნელით მოცულს: "სინამდვილეში კაცობრიობა შედგება განათებულთა და ბნელით მოცული ადამიანებისაგან. შეამცირეთ რიცხვი ამ ბნელით მოცულებისა, გაამრავლეთ რიცხვი განათებულებისა – აი, სიცოცხლის მიზანი".
მოსაღამოვდა. კვლავ სტატიკურ მდგომარეობას დაუბრუნდა ბუნება და არემარე სქელმა ზეწრისფერმა მოგუდა. ნელ–ნელა აორთქლდნენ ასოებად ირგვლივ მსხდომი ადამიანები და ბგერების ფორმა მიიღეს. "რა კარგი იქნებოდა ასეთი პროფესიაც არსებულიყო – წიგნის მკითხველი..." ვფიქრობდი და აფორიაქებული შევყურებდი ასოებს: თითოეული ახალ, განსხვავებული ისტორიის, ამბის მოყოლას მპირდებოდა...
აღარ ვიცოდი, რომელი მათგანით დამეწყო...
მშვენიერია! :) ყველაფერი იყო ჩაღვრილი... :)
ReplyDelete"– თქვენ არ ირჩევთ წიგნებს, ისინი გირჩევენ თქვენ!, – მე კი ასე შევძახებ ყველას. სწორედაც! განა ვერ ატყობთ? ისინი გვკითხულობენ ჩვენ, ისინი გვფურცვლავენ, ისინი ალაგებენ უჯრებს ჩვენს თავებში და ისინი გვამხედრებენ, საპირისპიროდ გვეწევიან, გვეამბოხებიან!..." - ყველაზე დიდი +
ჰო და ისა, პატარა შენიშნვნა: ლიმონიანი. (ლიმონი საერთაშორისო სახელია და არ იკუმშება.)
წარმატებები! :*
კანარიო მადლობა!
ReplyDeleteმადლობა შენიშვნისთვის, ახლავე ჩავასწორებ ;))
შენც წარმატებები!
ძალიან მომეწონა... აბა წარმატებები :))
ReplyDeleteროდე, რა პათეტიკაა :))))
ReplyDeleteმაგარია იაპონური პოეზია :)))
რომის პაპის აგონია რა კაფეა? ხუმრობაა და ვერ ვიკაიფე ხო? :D
ბექა
ReplyDeleteმადლობა! შენც ასევე :))
ნინა
პათეტური ვარ? :))
პოსტში წიგნების გარდა ყველაფერი ხუმრობა და გამონაგონია :)
კარგია, გულიანად იკითხება ♥
ReplyDeleteundone
ReplyDeleteჰო, უგრძვნია კაცსო, რო იტყვიან :))))
მადლობ ჩურვენ!♥
ReplyDeleteაჰ ნინა! წიგნს უგრძნობი ადამიანი არ მინახავს მე :(
♥ ♥
აქაც გეტყვი რა რომ მართლა ძალიან მაგარი პოსტია <3 <3 აღფრთოვანებული ვარ :))
ReplyDeleteუბრალოდ, მესიჯი "გამო ლიტერატურაზე ვისაუბროთ" ცოტა ხელოვნური იყო ამ პოსტში. დანარცენი ერთი დიდი + ია :))
სიყვარული აქაც მადლობა და ასევე წარმატებები!
ReplyDeleteკი გეთანხმები და არც ბოლოდან მეორე აბზაცი მომეწონა ახლა ჰიუგოზე :( ცუდად გადავაბი...
კრიტიკას არ ვაპირებ
ReplyDeleteარც ქებას (სიყალბესთან ბრძოლის დღეები მაქვს გამოცხადებული ლოკალურად) :)
უბრალოდ, ვკითხულობდი და უცებ მეც ერთერთი პერსონაჟი გავხდი, დისკუსიაში ჩავები, შიგნით შევედი :) რამდენი ხანია ასეთი რამ არ დამმართნია.... რამდენი ხანია, სასიამოვნოზე მეტი იყო
ეკაუკა
ReplyDeleteდიდი მადლობა ჩემო კარგო!
მიხარია! :*
მე ყველაფერი მომეწონა, რომის პაპის აგონიის ჩათვლით.
ReplyDeleteჰაჰა, ფერებით ვიმახსოვრებ ყველაზე და ის წითელთმიანი გოგო მხოლოდ ფერით არ დაგიმახსოვრებია ;)
ჩემი სტუდენტობა გამახსენდა ამ პოსტმა, მე მოთხრობებს ვწერდი გამოგონილ და ზოგჯერ ნამდვილ მეგობრებზე, ჩვენს ურთიერთობებზე, წიგნებზე და სხვა ბევრ სიგიჟეზე.
გამახალისე, ლინტონ :)))
სოფი სარა! :*
ReplyDeleteჰო, ის წითელთმიანი გოგო ყველას მაგით ამახსოვრებინებს თავს :დ
ის ჩანაწერები კიდევ გექნება ალბათ და გაგახსენე ხო? :)
ლინტონი ვარ აწი! : :)))
ასე მგონია, ჩემი აზრები გაგიზიარე ზოგიერთ რამეზე :) ძალიან კარგი იყო!
ReplyDeleteუცნაურია, მეც ქვეყნებისკენ, კულტურებისკენ მიმიწევს ხოლმე გული. ამაზე დაწერაც მინდოდა.. აი, ზუსტად ვიცი, მიუხედავად დიდი სიყვარულისა, ახლა ესპანურენოვან მწერალს ვერ წავიკითხავ, ქართულ ტალღაზე ვარ. ცოტა ხნის წინ იაპონური ლიტერატურისკენ გამიწია გულმა, მანამდე რუსულისკენ. ამ გამოკვეთილი განწყობების მერე ვირჩევ ხოლმე უკვე მწერალს :)
ქეთ
ReplyDeleteრა მაგარია :) მადლობა!
ხო ჩემსკენაც ესე აეწყობა ხოლმე, ახლა სკანდინავიის ქვეყნებისკენ ვმოგზაურობ. ნეტა შემდეგი ქვეყანა რომელი იქნება? :)
აი ეს, ძალიან კარგი პოსტი იყო. თამამად შეგიძლია ნებისმიერ კონკურსში დურთო.
ReplyDeleteისე, მე სულ ეგეთი მესიჯები მომდის - გამო, ბიჭო ლუდი დავლიოთო... :)
მე ვკითხულობ იმიტომ, რატომაც ვსუნთქავ.
ანდან, მთავარია, რომ იქნება და შესაბამისად – ახალი წიგნებიც :)
ReplyDeleteმადლობ ლორდ :) უ ლუდიც მაგარია :)
ReplyDeleteაჰ სუნთქვა–კითხვაა , ზუსტად :*
ჰო ქეთ, ახალი კარგი, სურნელოვანი წიგნები :*
ისე მომეწონა ეს პოსტი, არ ვიცი, რა ვთქვა. მიყვარს , ადამიანები საყვარელ წიგნებზე რომ წერენ ან საუბრობენ
ReplyDeleteწარმატებას გისურვებ!
ReplyDelete:*
მარი, საბა :** მადლობა საყვარლებო :*
ReplyDeleteკარგია, ძალიან კარგი :) განსაკუთრებით იაპონური ლიტერატურის დახასიათება მომეწონა. რაც შეეხება „რატომ ეს ფრაზა არ მახსოვდა?“-ს, მეც ხშირად დავფიქრებულვარ ამაზე,როდესაც „ათასჯერ წაკითხული ფურცლები“ გადამიშლია :) წარმატებები
ReplyDeleteვანო
ReplyDeleteგმადლობთ!
ძალიან მიხარია :)))
ახალ პოსტზე კომენტარები გათიშული გაქვს და აქ გეტყვი, რომ ძალიან იმოქმედა ჩემზე :/ მეც მძულს სასაფლაოები და ვის რა ჯანდაბად უნდა, ჩვენ ადამიანები გვიყვარს და გვინდა, იქ კიდევ არაფერია :|
ReplyDeleteკარგი ხარ, ლინტონ, რამდენჯერაც არ უნდა შეიცვალო სახელი :) მაინც კარგი და საყვარელი, ჭკვიანი.
რა კარგად თქვი:)ისე,მახე კი არა მგონი სასუნთქი საშუალებაა,მით უფრო მაშინ,რაც მეტი საზიზღრობის შემყურე ხარ ადამიანი:( რა ბედნიერი ვარ,როცა რაღაცა ჩემეულს მოვისმენ ხოლმე იმ დროს,როცა ყველა ხელოვნურად იქცევა(და არა ხელოვანივით).ხელოვნებასაც,ლიტერატურასაც ჩემი აზრით ზუსტად ის ღუპავს,რომ მოდად იქცა და ყველა ცდილობს მწერლის იარლიყი აიწებოს.ვიხრჩობი ხოლმე:((
ReplyDeleteპ.ს რამდენი ვიბოდიალე
ხევსურეთი
ReplyDeleteდიიიდი მადლობა,
ბევრი პრობლემა გვაქვს ლიტ–ში :(
პ.ს.
სულაც არა :))
dzalian momewona . . beqa, modi, shen gamoigone wignebis mkitxvelis profesia, principshi ukve gamoigone : ))
ReplyDeletemere bavshvebs aswavlian, rom shen chauyare sapudzveli am profesias . . :))
da kidev wignebi unda gamosce, gixdeba wera, kargad gamogdis : )
xoda, warmatebebi shen : )
დიიიდი მადლობა!
ReplyDeleteწიგნის დაწერა? ალბათ, ყველაზე რთული და ყველაზე საინტერესო პროცესია დედამიწაზე. იქნება ვცადო კიდეც? ვინ იცის...
ასევე წარმატებები :)))
როდე შენ მართლა დიდოსტატი ხარ სიტყვის მახეების!ისე მომეწონა, აღარ ვიცი რა ვთქვა..საუკეთესო პოსტია!
ReplyDeletefacebook-ზე გავიზიარე და მინდა ყველა ჩემმა მეგობარმა წაიკითხოს..
რუსა
ReplyDeleteდიდი მადლობა! :))
სიამოვნებით :)