შობა–ახალი წელი გ. დოჩანას №13–ში

წიგნის თაროებსაც მოსწონთ, როდესაც მათაც ამჩნევენ სახლის ოთახების სხვადასხვა მსუქან თუ წვრილმან ნივთებს შორის. ხშირად უნდათ გადაწმენდა, დასუფთავება,  მტვერმა რომ არ შეუჭამოს ფურცლები.
კიდევ ამიტომაც: გაიხსენებ რეები მოგეპოვება საკუთარ ბიბლიოთეკაში და სამომავლოდ, რეების შეძენაც გსურს.
ზოგიერთი მათგანი ბავშვობასაც გაგახსენებს, ვერ მოითმენ, გადაშლი, რამდენიმე გვერდი შემოგეკითხება...
ზოგიერთიც, შენი დაუდევრობით ისეთი გაცვეთილი და დაფურცლულია, ფიქრობ, ახალი წიგნის შეძენაზეც, ოღონდ კი ძველი არაფრის დიდებით გაადააგდო! ეს მკვლელობის ტოლფასი იქნება! უბრალოდ, როდესაც ვინმე გთხოვს, ესა და ეს წიგნი მათხოვეო, იმ ახალს ათხოვებ, ძველი კი შენთან დარჩება.

წელს ჩემმა წიგნებმა ბინა გამოიცვალეს. ბობოხიძის №51–დან, ძველთაროებიანი, მინაჩალეწილი ქუჩიდან, გ. დოჩანას №13–ში გადასახლდნენ, ახალ, მაღალსართულიან, ფეშენებელურ კარადაში, ყავისფერი კარკასითა და უამრავი კომფორტული ლოჯიებით სავსეში, ოღონდ კი, თავიანთი სიძველეებიც წამოიყოლეს თან.
ახალმოსახლეობა შობა–ახალ წელს დაემთხვა და რაღა თქმა უნდა, მეც დამპატიჟეს. ხელცარიელი არ შემივლია მათთან. ნათურებითა და გირლიანდით მოვურთე სახლი. აი, ასე მხიარულად გამოიყურებიან ახლა:


სულ ზევითა მცხოვრებლები "ქართული პროზის საგანძურის" საერთო ოჯახიდან არიან, ქართველური ტომებია. სულ ახლახანს დაიბადა 44–ე ტომი, ოთარ ჭილაძის "გზაზე ერთი კაცი მიდიდოდა", პირველი ნაწილითურთ. მომდევნო კვირეებში, მის მეორე და მესამე ნაწილის დაბადებასაც გვპირდებიან.
მე–5 სართულზე რუსული ეროვნების ხალხს მოუყრია თავი. ზოგიერთი ვეღარ ჩატეულიყო მწკრივში და ხან იმ ღრიჭოში შეძვრა, ხან ამ აქეთა ნახვრეტში.
მე–4 სართულის მცხოვრებლებს ვერავინ იტანს. კი არ ეჯავრებათ, უბრალოდ ზედმეტად ცხვირაწეულები დადიან, მაგრამ რა მათი ბრალია არისტოკრატული სისხლი! მათ სადარბაზოსთან ავლა–ჩავლისას, ყოველთვის ჩუმად, ფეხაკრებით მიდიან და სწარფი ნაბიჯებით ეშვებიან ქვევით.
მათ სკეპტიკოსი ფსიქოლოგები მოჰყვებიან. უმეტესობა ფროიდისტია, თუმცა გეშტალტის მოყვარულებიც ცხოვრობენ. თითოეულ თანამცხოვრებს დაკვირვებით უყურებენ, ბლოკნოტებში რაღაცებს იწერენ თუ ინიშნავენ და ზოგჯერ, არტ–თერაპიულ სეანსებსაც ატარებენ, რაზეც მეზობლებიც არ ამბობენ უარს.

მე–2 სართულის რიგი "ბესტსელერების" ოჯახმა დაიკავა. თუმცა უკმაყოფილებას გამოთქცამენ "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" –ის მრავალშვილიანი ოჯახის დამეზობლებაზე. ჯერ მარტო, რა ძნელი წარმოსათქმელი გვარი აქვთ! მერეც, მხოლოდ ოთხნი არიან და უკვე რამდენ ყურადღებას იპყრობენ! თან როგორი ქურქები აცვიათ! ახლა, ელოდებიან მე–4 ტომის, მეორე ნაწილს, ვინმე ა. დიუმას "სამ მუშკეტერს", რომელიც ორშაბათს დაიდებს ბინას თაროზე. ამბობენ, ტყუპისცალები ამ მრავალშვილიან ოჯახში, საკმაოდ იქნებაო.
ჯერ–ჯერობით იაპონელები, ჩუმად არიან, მარჯვნივ მიკუნჭულად და მოთმენით ელოდებიან მეზობლების ჩასახლებას, მთავარია აქედან არ გადაასახლონ და დანარჩენს, ყველაფერს აიტანენ...

ბოლო სართულზე ათასი ჯურის და თაობის ადამიანი ცხოვრობს. ერთ კუთხეში სულ პატარები არიან, თავიანთი ჯადოსნური და ზღაპრული ოთახებით. ისინი, მთელ კორპუსს უყვარს და უფრთხილდებიან. მათ დასახლებას "ჩემი საყვარელი ზღაპრები" ჰქვია.

რომ დამინახეს, სანოვაგით ხელდამშვენებული, ყველა გამოეფინა ჩემთან შესაგებებლად. მეც ორივე ხელი ფართოდ გავშალე და ჩავიხუტე ისინი. შევპირდი, ხშირად მოვუყვები ადამინებს თქვენზე, გული ნუ დაგწყდებათ, მათთვის ერთადერთნი ხართ–მეთქი.

წიგნიერ მომავალ წელს გისურვებთ ყველას!

18 comments:

  1. მაგარია – დოჩანაშვილის ქუჩაზე :) პოსტი კი კაცის, რომელსაც ლიტერატურა უყვარს :)
    წიგნები აშკარად კარგად გრძნობენ თავს, მშვენიერი ახალი ბინა აქვთ! :)

    ბედნიერ წელს გისურვებ, წიგნიერს, ახალი ინტერესებით და სიხარულით სავსეს! მრავალს დაესწარი! :)

    ReplyDelete
  2. მმმმ მაგარი თაროა, კარგი წიგნები, წიგნიერ და საინტერესო წელს გისურვებ :***

    ReplyDelete
  3. კარგი ხარ, ბექ.. :*

    მრავალს დაესწარი, ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ..

    ReplyDelete
  4. ქეთ,თამო,ვასასო
    უგუნდაოესი მადლობა (საახალწლო სიტყვა გამოვიგონე, აღმატებითი ხარისხში თანაც :დ) !!!
    მეც ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ!!!

    ReplyDelete
  5. ახალი და კარგი მეგობრების შეძენას ვუსურვებ შენს წიგნებს! შენ კი ნაყოფიერ ახალ წელს :)

    ReplyDelete
  6. მართლაც რომ გავიმახე! :-)
    ასე გასულიერებული წიგნების სამეზობლო ჯერ არსად მინახავს!:)) მეც მინდა ერთი ასეთი ახალი "კორპუსი" თანამედროვე ლიტერატურული შედევრებისა და "ბესტსელერებისათვის", თორემ უკვე სამი კორპუსი მყავს მხატვრული ლიტერატურით, სამეცნიერო და პროფესიული წიგნებით დასახლებული :):):)

    შენი წიგნების სამეზობლოსავით საინტერესო, მრავალფეროვან და შინაარსიან ახალ წელს გისურვებ!

    ReplyDelete
  7. თამარა
    დიდი მადლობა, ასევე! :))

    თათათული
    ოო რა კაია, კიდევ ერთი ვინმე გავმახე :))გისურვებ ასეთი ახალი კორპუსის შეძენას!
    ასევე საინტერესო წელს გისურვებ! :))

    ReplyDelete
  8. მშვენიერი ქუჩაა!!! გისურვებ მალე ყველაზე დიდი და მყუდრო გამზირი გამხდარიყოს!!! :)

    ReplyDelete
  9. ჰაა როდე რა საყვარელი ხარ, ახალი წელიც წიგნებთან დააკავშირე :)))
    მრავალს დაესწარი, ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ :*

    ReplyDelete
  10. ჯორჯ მადლობა, აუ გამზირი რა მაგარი იქნებოდა! ;))

    ნინა მაშ, :)
    მადლობა! შენც ასევე ;))

    ReplyDelete
  11. რა კარგი თარო გაქვს, თითქოს ყველა წიგნი მართლაც მყუდროდ არის და თავს კარგად გრძნობენ.

    საინტერესო წელს გისურვებ, როდრიგო! [ჩემთვის მაინც როდრიგოდ რჩები, მიუხედავად შენი ნიკთა ცვლისა :D]

    ReplyDelete
  12. ჩემი წიგნები მომენატრა, თბილისში რომ დავტოვე და უცებ წარმოვიდგინე, რომ ვენატრები და უჩემოდ მოწყენილები არიან, იმიტომ, რომ ჩემსავით არავინ ეალერსებათ :ლოლ:
    მადლობა, ანდან–როდრიგო–ბექა! :) შენც წიგნიერი და საინტერესო, წიგნივით წელი გქონდეს!!!

    ReplyDelete
  13. ნატალია
    მადლობა, შენც ასევე! :)
    ოხ, ეს ნიკები :დ იყოს მასე ;)))):*

    სოფ
    რა საინტერესოა, რო ჩამოხავ, როგორები დაგხვდებიან :)
    მადლობა და შენც იგივეს გისურვებ :)):*

    ReplyDelete
  14. მეც ახალმოსახლეობა მაქვს. ახალი წიგნის კარადა და ახლი წიგნები. ოღონდ ჯერ მისამართი ვერ მოვუფიქრე:)

    ReplyDelete
  15. ასეთი სიყვარულით აღსავსე პოსტი წიგნებზე ჯერ არ წამიკითხავს!
    ბევრი წიგნები და წარმატებები!

    ReplyDelete
  16. სალომეაა :)) გილოცავ ახალმოსახლეობას :)

    მაიკლ
    დიიიდი მადლობა :))
    შენც ასევე ;))

    ReplyDelete
  17. რა მაგარი პოსტი იყო ეე <3
    მე ჩემი წიგნები მინდა, რომ სულ ჩემს ოთახში მქონდეს და ვეღარ ვატევ, ემი დაც სულ ჩხუბობს ამდენი თარო ერთ ოთახში არ გამიგიაო ^_^


    წარმატებები და ბედნიერი 2011

    ReplyDelete
  18. მადლობა სიყვარულოვნა!
    შენც ასევე ;)))

    ReplyDelete

საკითხავი ის არის, ვინ არის აქ გამკითხავი, - მოუჭრა ალთა-ბალთამ, - მე ჩემი სიტყვის პატრონი ვარ, ჰოდა, როგორც მომეპრიანება, ისე დავტვირთავ!