დახარჯული ეპითეტები

არ მეგულება ადამიანი, ვისაც არა თუ წაკითხული, არამედ გაგონოლიც კი არ ჰქონდეს უილიამ შექსპირისა და მისი ყველაზე ცნობილი პიესის "ჰამლეტის" შესახებ. მიეკუთვნება იმ იშვიათი ლიტერატურული სამყაროს პიროვნებათა გილდიას, რომელთა მისამართითაც გამოთქმული ხოტბისთვის ეპითეტები გამოჰლევიათ, სიტყვა გაუფასურებულა, გული დაკნინებულა, ენა დადუმებულა...

ზოგჯერ რამდენი რამის თქმა ძალუძს ერთ სიტყვას, ზოგჯერ კი საერთოდ, არავითარი ძალა შესწევს... სიტყვები "უდიდესი", "გენიალური", "უპირველესი", "საუკეთესო" "უკვდავი გვირგვინით შემკობილი" ვეღარ გამოხატავენ თავიანთ პირვანდელ არსს გაუფასურებისა და ხშირად ხმარების გამო. შემცვლელის პოვნა კი ძალიან რთულია, პრაქტიკულად შეუძლებელიც კი.

21–ე საუკუნეში ყველაფერი პირად ემოციებს, განცდებს ემყარება. ზემორე სიტყვები ჩვენთვის აღარაფერზე მეტყველებს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც განვლილი საუკუნეების განმავლობაში დაბადებულან, თუნდაც, მხოლოდ ხელოვნებაში და დაუმსახურებით ის "უპირველესობა". ახლა, მხოლოდ "რჩევასა" და "არჩევანს" აქვთ ბურთი და მოედანი. ეს კარგია. თუმცა, შესაძლებელია ისეთი რამ გამოგაპაროს შენმა არჩევანმა, რომლის წაკითხვის გარეშე შენი გონების გოდოლს, ერთი უმნიშვნელოვანესი აგური დააკლდება.

კაცობრიობა შეთანხმა, რომ არიან ვიღაცები, რომლებიც არჩევანის გარეშე უნდა წაიკითხო. სწორედ ასეთ უკამათო მწერლებს მიეკუთვნება შექსპირი. და ორშაბათს მოგეცემათ შესაძლებლობა პროეტქ "50 წიგნის" ფარგლებში, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად შეიძინოთ კიდევ ერთი, მაღალხარისხიანი ეგზემპლარი ამ ნაწარმოებისა.


შექსპირის ბიოგრაფიის შესახებ ისევე ცოტაა ცნობილი, როგორც რუსთაველსა და ჰომეროსზე. თუმცა, მათზე ცოტა მეტიც კი ვიცით უილიამზე.
ჰამლეტური პრობლემა მწერლის შემოქმედების ცენტრალური პრობლემაა. "ჰამლეტში" ყველაზე ნათლად, ყველაზე ღრმად აისახა დრამატურგის ჰუმანისტური მსოფლაღქმა, ადამიანის ძალისა და ინტელექტუალური შესაძლებლობისადმი რწმენა და ამასთანავე, გარკვეული შეზღუდულობის, მისი მაღალი, ღვთიური ნიჭის ჩაკვლის ტრაგიკული შეგრძნება.

შექსპირის ამ ყველაზე ცნობილი ნაწარმოების ლიტერატურული წყაროა კიდის "ჰამლეტი", რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია. მისი ყველაზე გრძელი პიესაა და შედგება 4 042 ტაეპისა და 29 551 სიტყვისგან. პიესის დაწერისა და სპექტაკლის დადგმის თარიღები ერთამენთს ემთხვევა და ორივე არაზუსტია. დაახლოებით 1600–01 წლები. ჰამლეტის როლის პირველ თეატრალურ შემსულებლად აღიარებულია რიჩარდ ბიორბეჟი, ხოლო აჩრდილის მამის როლს, თავად შექსპირი ასრულებდა.

ერთ–ერთი პირველი აფიშა
პირველი კინოვერსია შექმნა 1900 წელს, მორის კლემანის მიერ. ჰამლეტის როლს სარა ბერნარი თამაშობდა და ის ითვლება ამ როლის პირველ შემსრულებლად. ერთ–ერთი საუკეთესო კინოვერსია ეკუთვნის ლოურენს ოლივიეს ("Hamlet" 1948 წ. ).

"ჰამლეტმა" ასევე დიდი გავლენა მოახდინა მთელს მსოფლიო ლიტერატურაზე: ჩეხოვის "ივანოვზე" (1887); ბლოკის "მე –ჰამლეტი. იყინება სისხლი..." (1914); ასევე ახმატოვაზე, ცვეტაევაზე,  ვისოცკიზე...

გავლენა მოახდინა ხელოვნების, აზროვნების ყველა სფეროზე. საუბარიც დაუსრულებლადაა შესაძლებელი. მანამ კი, სანამ ბეჭდური ვერსიით დაკმაყოფილდებოდეთ, შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ ინტერნეტშიც, ივანე მაჩაბლის მიერ ნათარგმნს, (წიგნიც, მისი ვერსიით გამოდის) ლიბ.ჯიზე.

5 comments:

  1. შექსპირი არ მიყვარს და ამიტომ სკეპტიკურად ვუყურებ ამ მასთ-ების ამბავს, თუმცა ჰომეროსს იყიდდა ადამიანი, ჩემი უკვე შესაბრალისად გამოიყურება :დ თან წიგნების ხარისხი მომეწონა.

    ReplyDelete
  2. nina
    პიესებს ვერასოდეს ვკითხულობდი, მაგრამ შექსპირის ყოველთვის მიტაცებდა.
    კი, მართლა კარგი ხარისხისაა :)

    ReplyDelete
  3. პიესებს არ ვკითხულობ... გამონაკლისია ეჟენ იონესკო. ასვე (ნაწილობრივ) ბექეთიც, თუმცა იონესკო უფრო მიყვარს.

    ReplyDelete
  4. შექსპირი მგონი ერთადერთი გამონაკლისია, როცა პიესების კითხვა არ მიჭირს. გენიალურია. ზოგადად კი მეც ვერ ვკითხულობ ხოლმე. მახსოვს ჩემი პირველი შთაბეჭდილებები. ჰოდა, კარგია, რომ გამოსცემენ. უნდა მეკითხა, მაჩაბლის თარგმანია–მეთქი და პოსტის ბოლოში კი დამხვდა პასუხი :) შეუდარებელია ეს თარგმანიც, ასე მგონია.

    ReplyDelete
  5. ვადერ
    პიესის წაკითხვას, ყურება სჯობს :)

    ქეთ
    ნამდვილად გამონაკლისია, მსუბუქი, ლაღი, თანაც აზრიანი...
    ჩემი აზრით, მაჩაბელის თარგმანი საუკეთესოა.

    ReplyDelete

"ჰე, ჰე, გაებით მახეში? თქვენ გწვავთ მათი უხილავი და გამჭვირვალე მზერა, უფრო მწველი, ვიდრე ხსოვნა ამ მზერისა”- ეგისთე