ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობები

ქართული ლიტერატურის ბოლო პერიოდის მწერლებიდან გამორჩეული და განსაკუთრებული მწერალია ჯემალ ქარჩხაძე. აქამდე წაკითხული არ მქონდა და "ქართული პროზის საგანძურის" სერიით გავიცანი. ხუთი მოთხრობაა შესული და ხუთივემ განსხვავებული ემოცია და საფიქრალი დამიტოვა.



იგი
მომეწონა ის იდეა, რომ მწერალმა გადაწყვიტა მხატვრულად აღეწერა პრეისტორიული ჰომოსაპიენსის პიროვნებად გადაქცევის მომენტი. "იგი" თვითოეული ჩვენგანია, რომელიც ნელ–ნელა იაზრებს, რომ იგია ბელადიც, მთანც, ზღვაც, ცაც, ის, მეც და შენც... იგი ფიქრს იწყებს კვალზე, რომელიც რჩება და ეს "დარჩენა" იწვევს ცვლილებებს. ამ კვალით დაიწყო აღმოჩენა ადამიანების: ლასკოს გამოქვაბულის მოხატულობები, პირამიდები და ა.შ.
"იგისგან სწორედ ის დარჩა, რაც იგიში იგი იყო"...

დრო
ამ მოთხრობაში დავინახე ქრისტიანობის მოძღვრებაზე კითხვის ნიშნის დასმა დროისა და სივრცის შესწავლით. ლოგიკურია და გონებისთვის საკმაოდ მისაღები, რომ თუკი მომავალში გამოიგონეს მექანიზმი დროში მოგზაურობის, ე.ი. არსებობს იმის ალბათობაც, რომ წარსულის შეცვლის გამო ჩვენ ვიმყოფებით სწორედ ახლა, ამ ყოფაში. ეს იდეა, ძალიან მომეწონა და ფინალში გახსნილი კვანძი – მოსეს პერიფრაზით, ძალიან კარგი იყო.
"მე ისა ვარ, ვინცა ვარ"...

გუბე
საუცხოოდ იყო კოსტას ფიქრები გადმოცემული. მომეწონა ჩვენი ცნობიერის გუბესთან შედარება. რა კარგად იყო გაშლილი შუახნის ასაკს მიტანებული მამაკაცის კრიზისის პერიოდი. თეიმურაზი გამახსენდა "ჯაყოს ხიზნებიდან". თითქოს შემხვედრია ასეთი ადამიანი და ახლა ჩემი ბავშვობის სოფლები მოვჩხრიკე გონებაში, აბა რომელიმე ბიძა ხომ არ მექცეოდა ასე? მაგარამ, სანამ ჩემი გუბე ამღვრეულა და წითელ–იისფერ– ცისფერ ფერებად დაშლილა, ჯობს შევეშვა ხვრელის პოვნას და შემდეგ მოთხრობაზე გადავიდე.

სოლომონიანი
მოთხრობა გაჯერებულია სევდანარევი იუმორითა და სატირით. შეგვიძლია "კაცია, ადამიანი?!"–ის გაგრძელებადაც მივიჩნიოთ, ოღონდ ამ შემთხვევაში საბჭოთა ეპოქაა და მთავარ გმირს, ლუარსაბის ნაცვლად, სოლომონი ჰქვია. თანაც ქართულის პედაგოგია, რომელიც ჭკუას კარგავს საქართველოს ისტორიაზე! ბევრი საბჭოური დეტალი იყო, ისე საინტერესოდ და ზუსტად გადმოცემული.
ერთი მოთხრობაღა მრჩება წასაკითხი და უკვე "ვჭედავ" ამ მწერალზე. დიდი ხანია, ქართველი ასე არ მომწონებია.

იუპიტერის სინანული
ორიგინალური აღმოჩნდა და ამ მოთხრობათაგან საუკეთესო. პიესისა და მოთხრობის სინთეზია. პერსონაჟთა ხასიათის საუკეთესო წვდომა, ნერონის ფსიქოპატური ქმედებები.
ყველაზე მაგარი რაც აღმოვაჩინე ჯემალთან იყო ის, რომ საოცარი უნარი აქვს წარმოსახვის სრულყოფილი შექმნისთვის. როდესაც სიუჟეტს მიჰყვები, ცხადად ხედავ პერსონაჟების სახის გამომეტყველებას, მათ აგებულებას, გარემოს, ყველაფერს!

ჯემალ ქარჩხაძე ჩემი საყვარელი ქართველი მწერალ გახდა, შესაბამისად მისი ყველა ნაწარმოების წაკითხვა მსურს.
ჩემი ტვინის გუბის ფერები, ამ მხრივ, მოქმედებას იწყებენ!

13 comments:

  1. "...როცა ცა დღის თვალს გაახელს და ქვეყნიერებას სიბნელეს გადააცლის, იგი ავა მაღალ ქარაფზე და დიდი დაძინების ხახაში ჩაეშვება." - მე მგონი სწორად მახსოვს.
    გენიოსი მწერალი გვყავს

    ReplyDelete
  2. ძალიან მომწონს ჯემალ ქარჩხაძის შემოქმედება. ძალიან ძალიან ძალიან ♥ მე სულ რაღაც ორი წლის წინ გავიგე მის შესახებ და ქარავანის წაკითხვის შემდეგ კი საერთდო შემსუნთქვაკვრაგამაკრადაგადამბუგა მოკლედ ამ ნაწარმოებმა რა : )

    ReplyDelete
  3. რა კარგია :)) ფბ-ზეც იმხელა გვერდი ჰქონია, მეკიდე არ ვიცოდი... :)

    ReplyDelete
  4. წასაკითხი მაქვს, რა :(

    ReplyDelete
  5. და წინ დიდი სიამოვნება ;))

    ReplyDelete
  6. მე მხოლოდ "გუბე" მაქვს წაკითხული ქარჩხაძის და იგივე შეგრძნება მქონდა ზუსტად. ხან ნერვებს მიშლიდა კოსტა და ხან – მეცოდებოდა. მერე ჩემი ერთი ნათესავი მომაგონა და ლამის შემიყვარდა კიდეც.

    მომწონს მოთხრობებზე რომ წერ, როდე, ძალიან ძალიან მაგარი პოსტები გამოგდის და ისე სასწაულად დაიხვეწე და გაიზარდე ამ წლის განმავლობაში, არ ვიცი, როგორ შეგაქო :*

    ReplyDelete
  7. დიდი მადლობა სოფი!
    შენი შეფასებები და აზრები ჩემთვის ორმაგად მნიშვნელოვანია, შენ ხომ დიდი ხანია მიცნობ უკვე!
    ახლა, ახალი ენერგიით ავივსე და ჩემს ირგვლივ სიყვარულს ვასხივებ :)

    ReplyDelete
  8. 20-ე საუკუნის მწერლებიდან ყოველთვის ძალიან მიყვარდა ჭილაძე, (მიყვარდა მსუბუქი ნათქვამია) რადგან ვფქირობდი რომ გენიალურად წერდა. აი ქარჩხაძე არა მარტო გენიალურად, არამედ მარტივადაც წერს. გენიალურ რამეებზე, მარტივად და გასაგებად საუბრობს. "იგი" ყველაზე მეტად მომეწონა... :))) "სოლომონიანში" კი სოლომონის სიბრძნეებს დავეთანხმე უკლებლივ ყველას :)))

    ReplyDelete
  9. მიხარია, რომ კიდევ ერთი დამფასებელი გამოუჩნა. ნამდვილი აღმოჩენა იყო ჩემთვის :))

    ReplyDelete
  10. sad sheidzleba el. versia vipovoo?

    ReplyDelete
  11. მე "ანტონიო და დავითი" წავიკითხე ამას წინათ მატარებელში...ისიც მეგობარმა წამაკითხა ძალით. ნეტა აქამდე რას ვერჩოდი..)))

    ReplyDelete
    Replies
    1. მე ჯერ რომანებამდე ვერ მივედი, თუმცა აუცილებლად ვაპირებ ყველაფრის წაკითხვას :)

      Delete

"ჰე, ჰე, გაებით მახეში? თქვენ გწვავთ მათი უხილავი და გამჭვირვალე მზერა, უფრო მწველი, ვიდრე ხსოვნა ამ მზერისა”- ეგისთე