პიტერ ოტულის "დონ კიხოტი"

სერვანტესის ‘’დონ კიხოტ ლამანჩელი’’ უცხო ენებზე თარგმანების რაოდენობის მიხედვით მხოლოდ ბიბლიამ თუ შეძლება გაუწიოს კონკურენცია
გვეუბნება "ლიბრა.ჯი". და საკმაოდ, რეალურადაც მიმაჩნია.
"დონ კიხოტის" პირველი ნაწილი გამოქვეყნდა 1605 წელს და ძალიან სწრაფად დაიმსახურა საზოგადოების არნახული ყურადღება როგორც ესპანეთში, ისე მთელს ცივილიზებულ მსოფლიოში. ნაწარმოები მალევე ითარგმნა თითქმის ყველა ევროპულ ენაზე და დღემდე ინარჩუნებს ყველა დროის ერთ ერთი საუკეთესო რომანის სტატუსს. რაც შეეხება სერვანტესის მიერ შექმნილ ლიტერატურულ სახეებს, მათი პოპულარობა ხანდახან თვით ავტორისასაც კი აჭარბებს: დედამიწაზე არ არსებობს მეტ ნაკლებად განათლებული ადამიანი, რომელმაც არ იცოდეს თავქარიანი კეთილი იდალგოსა და მისი ერთგული საჭურველმტვირთველის ფათერაკებით სავსე მოგზაურობების შესახებ. სერვანტესის პერსონაჟები საყოველთაო ეპითეტებადაც კი იქცნენ: ადამიანს, რომელსაც ახასიათებს დადებითი, მაგრამ ხშირად უტოპიური იდეალებისკენ სწრაფვა დღემდე "დონ კიხოტად" მოიხსენიებენ. ასევე არსებობს ტერმინი დონკიხოტიზმი, რომელიც ზეიდეალურობის სინონიმად ითვლება. "დონ კიხოტმა", როგორც ნაწარმოებმა გააჩინა მრავალი იდიომატური გამოთქმაც, მათ შორის ქართულ ენაშიც, მაგ.: "ქარის წისწვილებთან ბრძოლა", რაც არარეალურ, გამოგონილ მოწინააღმდეგეებთან ბრძოლას ან ამის სურვილს ნიშნავს.
ვიგებთ ვიკიპედიიდან. სხვა საინტერესო რამეებსაც გაიგებთ ზვიად გურულის სტატიიდან.

სერვანტესი წაკითხული არ მაქვს და ამ სერიის გამოსვლას ველი. თუმცა ეს ისეთი წიგნია, რომლის ირგვლივაც მუდამ გესმის საუბარი, აფორიზმები თუ შედარებები და ისეთი შთაბეჭდილება გექმნება, თითქოს დიდი ხნის წინ გქონდეს წაკითხული წიგნი და ყველაფერი იცოდე მის პერსონაჟებზე.

დონ კიხოტზე დახატულა უამრავი ტილო, გადაუღიათ ფილმები, არ ვიცი, შეიძლება სიმღერებიც მიუძღვნიათ. ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი სახე, კი მიმაჩნია, რომ პიტერ ოტულიმ შექმნა, როდესაც განასახიერა ლიტერატურული სამყაროს უკვდავი პერსონაჟი - დონ კიხოტი:


ეს არის ის უიშვიათესი შემთხვევა, როდესაც ჩემს წარმოსახვას უფლებას ვაძლევ, გარედან შემოსული წიგნის პერსონაჟი ჩანაცვლდეს. მე ვერ წარმომიდგენია, ამაზე სრულყოფილი დონ კიხოტი. და დულსინიას როლის შემსრულებელზე რაღას იტყვით? პირდაპირ შოკში ვარდები და მბურძგლავს, ელეთ-მელეთი მომდის:


მაპატიეთ, თუკი თქვენს წარმოსახვას რაიმე ზიანი მივაყენე, მაგრამ ისეთი მაგრები არიან!..
ასე რომ, 8 აგვისტოდან მიაკითხეთ წიგნის მაღაზიებს და შეიძინეთ მიგელ დე სერვანტესის "დონ კიხოტის" პირველი ნაწილი. ასევე არ დაივიწყოთ, ხმის მიცემა კვლავ გრძელდება.

5 comments:

  1. აუ, არ მაქვს ეგ ფილმი ნანახი და ძააან დამაინტერესა.

    ReplyDelete
  2. ზურიუს, აი იმდბს ლინკი:
    http://www.imdb.com/title/tt0068909/

    იქნებ ტორენტებზე იყოს. მეც ვნახავ აბა, სადმე თუ დევს ქართულ საიტზე :)

    ReplyDelete
  3. ვაა, ვნახე ლინკი. აი, აქედან შესაძლებელია გადმოწერა:
    http://www.bade.ge/index.php?id=6020

    ReplyDelete

საკითხავი ის არის, ვინ არის აქ გამკითხავი, - მოუჭრა ალთა-ბალთამ, - მე ჩემი სიტყვის პატრონი ვარ, ჰოდა, როგორც მომეპრიანება, ისე დავტვირთავ!