თანამედროვე ცეკვა, პირველად არხ “mezzo”-ზე ვნახე. ნანახმა მომაჯადოა და ლოგიკის უნარი დამაკარგვინა. მოქმედება ხდებოდა ძალზედ დაძაბულად და სწრაფად. მოცეკვავეები განასახიერებდნენ გაუპატიურების სცენას. სცენაზე კუნძულების მაგვარ მატერიებზე ექვსამდე ნახევრადშიშველი ქალი აღწერდა ასევე ნახევრადშიშველი მამაკაცების თავდასხმას და ეს ყველაფერი ქორეოგრაფიულად ძალიან საინტერესოდ იყო წარმოჩენილი.ვწერდი 2010 წელს ჩემს შთაბეჭდილებებზე, როდესაც პირველად აღმოვაჩინე "თანამედროვე ცეკვა". მაშინ, ირჟი კილიანის დასიც იყო ჩამოსული და ბედნიერი ამ სიახლით, რომელიმე მსგავსი დასის წევრად გახდომაზე ვოცნებობდი. მერე მახსენდებოდა ჩვენი სტერეოტიპები, თუმცა გულამდე მათ არასოდეს ვუშვებდი და ისედაც, ჩვენთან ვერსად შევიდოდი მსგავსი დასის არარსებობის გამო...
![]() |
| Pina Bausch in 2008. Photograph Thomas Lohnes. AFPGetty Images |
თუმცა ცხოვრების ველის განვრცობა, აფერმკრთელბს განცდილ ემოციებს, გააჩნია რა შეგხვდება გზად... და მიუხედავად იმისა, რომ ვერაფრით წარმოვიდგენდი, თუკი ჩვენს კინოთეატრებში ჩამოვიდოდა პინას შემოქმედების მოტივებზე აგებული ფილმი "Pina", ის მიმალული, მიჩუმათებული ემოცია კვლავ გამოცოცხლდა. ახლა მე მჯერა, რომ ისინი ჩვენში ყოველთის დარჩებიან და ამაზე აღარ უნდა ვწუხდე.
ინფორმაციის გამოჩენისთანავე მზადყოფნა გამოვაცხადე, აუცილებლად უნდა მენახა დიდ ეკრანზე ეს ფილმი. სპეციალურად არ წავსულვარ პრემიერაზე, სიმშვიდეში მერჩივნა. ეს დღეები მხოლოდ სხვადასხვა ბლოგებსა თუ ჟურნალებში დაწერილ მის მიმოხილვებს ვეცნობოდი.
ალბათ, ფილმი რომ შეიგრძნო, სულ ცოტა ცეკვა მაინც უნდა გიყვარდეს. თუკი პინას შეგრძნებაც გსურს, სულ ცოტა იუთუბზე მაინც უნდა გქონდეს ნანახი კადრები მისი დადგმებიდან. არ ველოდი, რომ ოთხი დღის შემდეგ დარბაზი საკმაოდ შეივსო, თუმცა მოველოდი, პოპკორნიან-კოკაკოლიანი წყვილების დანახვას.
ყველზე მეტად, პინას დასის წევრების გაცნობა გამიხარდა, რომლებიც თავიანთი ცეკვით იხსენებენ მას, მასთან მუშაობას, მის შენიშვნებსა თუ მითითებებს. ახლა მათი სახეები, ჩემთვისაც ახლობელია. ალბათ, ისინი მოციქულებივით გაიფანტებიან დედამიწაზე და ადამიანებს აამეტყველებენ ჟესტების ენაზე. იქნებ, რომელიმე მათგანმა ჩვენსკენაც იმოღვაწევოს...
მერე შევისვამთ ზურგზე ხეებსა და ბუჩქებს და თუკი დასვენება მოგვესურვა შუაგულ მზეზე, ჩრდილი უკვე გარანტირებული გვექნება. შევისვამთ საკუთარ ცოლებსა და ქმრებს, შვილებს, ტკივილებსა და სევდებს...
შემდეგ კაცთა და ქალთა სევდა, ცხოველთა, მამაკაცთა, საგანთა, მცენარეთა, მიწათა სევდა, სულთა და ემოციათა, სქესთა და ვნებათა სევდა შეჯამდება აბსურდული სევდის სიიოლეში. ეს სვდათა სევდა იქნება. ეს პინა ბაუში იქნება.
ეს კი პინას სასაფლაო, ასე გამოიყურება მისი სამუდამო განსასვენებელი. როდესაც ამ ფოტოებს ვუყურებდი, ვფიქრობდი იმ სიმშვიდეზე, რასაც საფლავი უნდა აღძრავდეს. ასეთი წარმომედგინა, ბუნებასთან იდილიურ მყოფობაში და პატარა ტრაფარეტიანი წარწერით "Pina": აქ დარჩენილებსაც ხომ უნდა ვუჩვენოთ მიმართულება...
P.S.
სტატიები პინაზე:
1. ცხელი შოკოლადი - "PINA, რომელიც არ იწონება"
2. eva.ge - "პინა ბაუში (Pina Bausch)"
3. ჯორჯ პაიკის ბლოგი - "ცეკვა სკამთან"
4. demo.ge - "თქვენი პირადი ბაუში"
5. ლიბერალი - "პინა თბილისშია"
6. ლიბერალი - "ცეკვები სიზმარსა და ცხადში"



მშვენიერად გადმოეცი ყველაფერი. ძალიან დიდი მადლობა <3 :)
ReplyDeleteმადლობა თამო :* :))
ReplyDeleteძალიან მიხარია და მინდოდა კარგად გამომსვლოდა :)
შვებულების შემდეგ კინოში ვნახავ ამ ფილმს.. <3
ReplyDeletep.s. დავეჩვიე უკვე ფილმების ყურებას. მგონი, არაა ცუდი.. :)
ვასასო ნახე, ნახე ;)
ReplyDeleteფილმების ყურებას რას ჯობს! ;)
როგორ მიყვარს ცეკვა და პოსტი ისეთი იყო, ფილმის ნახვა სასწაულად მომინდა.
ReplyDeleteმართალს ამბობ, ფოტოს როგორც კი დავხედე, ვიგრძენი თითქოს პინა და წარმოვიდგინე, რომ მასთან საუბარი კარგად გამომივიდოდა.
მადლობა, ასეთ პოსტებს რომ წერ, როდე, ვერ წარმოიდგენ, როგორი სიამოვნებით ვკითხულობ. ზაფხულში ხალხი ისე ნაკლებად წერს, მაკლია საინტერესო ბლოგები.
მადლობა სოფი, მიხარია :)
ReplyDeleteალბათ, გერმანიაში უკვე იყო ფილმის პრემიერა.
ხვალ მივიდვარ, ხვაააააააალ :)
ReplyDeleteმე ვიყავი პირველ დღეს და ძალიან მომეწონა. აუდიტორიაც მიმღები იყო და ტაშიც დაუკრეს. მხოლოდ ერთი ბიჭი გავარდა დარბაზიდან, ბალერინას კაბაში ჩაცმული კაცი რომ დაინახა მიწისქვეშაში...
ReplyDeletepasumonok
ზურა
ReplyDeleteდაწერე მერე - კრიტიკა, სიყვარული, რაც იქნება ;)
პასუმონიოკ
ლოოლ ;დდ კი აქაც დაუკრეს ტაში და რამდენიმე წყვილიც გავიდა ;დ
უღრმესი მადლობა შენ. პოსტის კითხვისას ვისიამოვნე დიდად. დაგპირდი მალე ვნახავ პოსტს-თქო და ნახვით კი ვნახე, კომენტარი დაგიგვიანე :)
ReplyDeleteჩემ დროს დარბაზიდან არავინ გასულა, პირიქით ტაში დაუკრეს! (თუმცა უნდა აღინიშნოს, ნახევრადცარიელი დარბაზი იყო).
მე ძალიან მომეწონა თავად ფილმი. და ჯერ კიდევ იქ ვარ
გლეხისბიჭი
ReplyDeleteაჰა, ე.ი. მე ვიცი თქვენი ვინაობა :) ბლოგიც გქონია!
კი, პინას აურა დიდხანს გამყვება და ეს მიხარია :)
:)))) კი მაქვს და ვხლაფორთობ ცოტას ჩემებურად :)
ReplyDeleteიმედია მალე დაიდება ინტერნეტ სივრცეში. კიდევ მინდა :(((
გუშინ მე2დ ვნახე და ბევრად უფრო მომეწონა. პირველად ამდნემა შთაბეღდილებებმა დამღალა, ახლა უფრო relaxed ვუყურე.
ReplyDeletepasumonok
გლეხისბიჭი
ReplyDeleteიმედია დაიდება :)
პასუმონიოკ
რა კარგია, არც მე არ მაწყენდა მეორედ ნახვა ;)