Hetero Hero: არცერთი ქორწილი და უამრავი დაკრძალვა

"ლივ შტაინზე" ვიყავი. ვერაფერი განვიცადე შვილმკვდარი დედის მიმართ. არც სპექტაკლის ტრაგიზმი. თანაგრძნობა დავკარგე? ჩემი განვლილი სიმძაფრეების ბრალია ალბათ.

ძალიან შემიყვარდა სიმშვიდე.
არადა, მთელი ცხოვრება ვერიდები ზედმეტ ხმაურს. წესით პირიქით უნდა იყოს.
როგორც კი რამდენიმე წევრიან კოლექტივში ვხვდები:
1. ვიბნევი 2. ვხდები ნეიტრალური 3. მიქრება პიროვნულობა და ისეთი განცდა მეუფლება თითქოს წყალწყალა ვიყო.
ჯგუფში წევრების რაოდენობის მატებასთან ერთად პირდაპირპროპორციულად მემატება კიდევ სხვა რაღაც–რაღაცები. ბოლოს მირჩევნია, რომ ზედმეტად არავინ შემამჩნიოს და ვიყო ასე.
ორ, სამ კაციან ამბავს არაფერი სჯობს.
და საერთოდ, მარტო ყოფნა, ხომ სუპერია.
მეგონა უხვობა სანათესაო–სანაცნობო წრეში უფრო ადვილად იქნებოდა, მაგრამ როდესაც საქმე დღესასწაულებს, ქორწილებს, გასვენებებს და სხვა შლეგურ ტრადიციებს ეხება, ვითარება მძიმდება.
ქორწილში არასოდეს ვყოფილვარ, დაკრძალვაზე უამრავჯერ.

სახლიდან იშვიათად გავდივარ. ადრე ვგიჟდებოდი ბოდიალობებზე, უაზრო სიარულებზე, ლაშქრობებზე. ახლა საჭიროების გარეშე მესიკვდილება. მთელი არდადეგები არსად გამიდგამს ფეხი. კარვებზე, სპალნიკებზე და სიარულებზე ხომ წინასწარ გული დამიმძიმდა. ნამდვილ გამოთაყვანებულ მუდოს ვემსგავსები. სათვალეები და გალსტუკი მაკლა [ესეც ერთვარი სტერეოტიპები]. 

ამ დროს, პროფესიულ დონეზე აქტიურობა მსიამოვნებს. სწავლა, პრესკონფერენციები,  გალერეები, ლიტ. საღამოები, დაჯილდოებები. სხვა სტიქიაა.
თუმცა, რომელ პროფესიაზეა საუბარი, სემესტრ[ებ]ი მემატება, მეინორი გავაუქმე და სკანდინავისტიკას გამოვემშვიდობე. მძულს თსუ, ჩემი ცხოვრება და მთელი ქვეყნიერებაც კი!..

ქუჩაში რომ გავდივარ ჩემს სახეზე გაკვირვებული, ცნობისმოყვარე, გულწრფელი ემოციები იხატება. იმდენად იშვიათად ვმოძრაობ, რომ გარე სამყარო საოცრად სხვანაირი და საინტერესო მეჩვენება: როგორ დგანან ადამაინები ტროტუარზე; როგორ კიდია ფოთოლი ჭადარს; როგორ აწყვია პერაშკი საცხობში; რა ფერი ცაა რუსთაველზე; რანაირი შენობები დგას აბაშიძეზე; რას აკეთებენ მწერები ბუჩქებში; რა ფორმის ნათურებია ვიტრინებში; როგორი ნომრები აქვს მანქანებზე; კონტროლიორს პირადობა გულის ჯიბეში უდევს თუ უბრალოდ ჰკიდია; მოხუცი ქალი თუ დგას შუქნიშანთან; მესემიჩკე ქალის მზესუმზირებს მტვერი ადევს თუ არა... შეგიმჩნევიათ?

საინტერესოა. მე საინტერესოდ ვარ: გარე სამყარო და მე. მე და გარე სამყარო. გარე მე. მე გარე.

მე არ მაქვს კონკრეტულ საკითხზე ინფორმაცია, მხოლოდ ჩემთვის მნიშვნელოვანზე უზომო.
მე არ წავალ არცერთ ქორწილში და წავალ უამრავ დაკრძალვაზე. მე ასოციალური ვარ. ერთი ნამდვილი მეგობარიც კი [ნამდვილი არ ვიცი რას ნიშნავს], ანუ ერთი ყველაზე მეტად ვისთანაც ვიყავი ახლოს, დავკარგე. კიარ დავკარგე, უბრალოდ არ ვეურთიერთები და ეს არ მაწუხებს. წუხილი რა შუაშია. არაფერს ვგრძნობ. მე არაფერი ვარ. ეს არა ადამიანობაა. შეიძლება ასპერგიის სინდრომი მჭირს.
მე არ მყავს მეგობრები და მშობლებს კიდე უკვირთ. მერე რა? რა ვქნა, მხოლოდ იმიტომ უნდა მეჩხუბნენ, რომ დაბადების დღეზე ვერავინ მოდის ჩემთან და ქეიფებს არ ვაწყობ? მე ესეთი ვარ. კჩორტუ ტრადიციები და სუფრები.

მე ასოციალური ვარ და ყველა სოციოლოგიურ კვლევას თავდაყირა ვაყენებ. ჩემზე კვლევას ატარებენ და ძალიან საინტერესო რესპოდენტი ვარ. გულახდილი ვარ. ვფიქრობ რასაც ვამბობ. ხშირად ვფიქრობ მოსაუბრესთან სექსზე, მის მკერდზე, კლიტორზე, ასოზე, ტრაკოზე. ნეტა ლოგინში როგორები არიან.

მე დაკრძალვების სამშობლოში დავიბადე. მიყვარს მიცვალებული. ახლა უცებ რომ მკითხო, რა წესებია გასაპატიოსნებლადო, ვერაფერს გავიხსენებ. მხოლოდ იმას, აი წრე რომ უნდა დაარტყა. დიადი ჩანაფიქრია: წრე ხომ მარადიულობის სიმბოლოა. წრის შემორტყმით შენ ბოლოჯერ უყოფ შენს მარადიულობას მიცვალებულს, ამყარებ კავშირს და ემშვიდობები. ნეტა მხოლოდ ქართველებს გვაქვს ეს გამონაგონი? ძალიან მომწონს. საუკეთესოა.
ქორწილში არ ვიცი რა ხდება, მხოლოდ მონაყოლით და ვიდეოებით. 23 წლის ვარ და მაინტერესებს სადამდე გავქაჩავ. უბრალოდ არ მინდა.

ასექსუალ ადამიანს ვეძებ, მაგრამ ვხვდები, რომ სექსი წარმართავს ქართულ ტრადიციებსაც და გული მწყდება. მე არ გავბოროტდები. მე დაკიდული ვიქნები. ვივლი დაკრძალვებზე და ჩემს წილ მარადიულობას გავუყობ მიცვალებულებს.

ავტობუსში ვიღაც მაშტედება. ვგიჟდები როდესაც ყურადღების ცენტრში ვარ და ცუდს ფიქრობენ ჩემზე ან ვებრალები. მე მათი იმწამინდელი განცდები ფეხებზე მკიდია, მსიამოვნებს რომ ობიქტი მე ვარ და ისინი სუბიექტები არიან.
ასეთ შემთხვევებში ხშირად ჩემი მზერა სიარაფრისკენაა. ზოგჯერ ვნებიანად ვუყურებ სახეში და სახეზე მაწერია ყველა გახრწნილი ქმედება, რის გამოც ზიზღს ვიწვევ. თუმცა ჯერ არავის ვუცემივარ. ეს იშვიათია, წეღანაც ხომ აღვნიშნე – გარეთ იშვიათად გავდივარ, მხოლოდ დაკრძალვებზე.

მე ქართველი უელბეკი ვარ. მე მარაზმი ვარ და მახარებს ცის ფოტოების შეგროვება. სადაც არ უნდა მივიდე ცას ვუღებ ფოტოებს. ღრუბლები ყველგან სხვანაირები არიან. ყველაზე გაუგებარია, თუ როგორ იცვლიან ღრუბლები ფორმებს. ადამაინებს დაგვცინიან?

ახლა ბრიტნი სპირსის მუსიკას ვრთავ. მერე არნოლდ შვარცნეგერის მონაწილეობით ვუყურებ ბოევიკს და ისეთი ბედნიერი ვარ! გავარტყი ინტელექტუალებს. მე შემიძლია ბრიტნის შემოქმედებაზე ულევი და უმტკიცესი საუბარი.

გუშინ "ბიბლიის" კითხვა დავიწყე. გაგიჟდები პირდაპირ: სულ ყველაფერი ინტერპრეტაციებია. სულ ყველაფერი ბლეფია. ცხოვრება ბლეფი და უსასოობა. სიცრუეა. უსაგნო იმედების კასკადია.
როგორ უნდა გჯეროდეს. არ აჯობებს დაიკიდო სიკვდილი? მე დავიკიდებ სიკვდილს და ამიტომ არასოდეს ვივლი ქორწილებში.
გამუდმებით, შლეგივით ვივლი დაკრძალვებზე და ჩემს წილ მარადისობას გავუყობ უცხო, დანაოჭებულ, განაცრისფრებულ მიცვალებულებს...

15 ჭუპრპოსტი:

  1. ძალიან ნაცნობი სიტუაცია – ქუჩაში რომ გავდივარ ჩემს სახეზე გაკვირვებული, ცნობისმოყვარე, გულწრფელი ემოციები იხატება. იმდენად იშვიათად ვმოძრაობ, რომ გარე სამყარო საოცრად სხვანაირი და საინტერესო მეჩვენება: როგორ დგანან ადამაინები ტროტუარზე; როგორ კიდია ფოთოლი ჭადარს; როგორ აწყვია პერაშკი საცხობში; რა ფერი ცაა რუსთაველზე; რანაირი შენობები დგას აბაშიძეზე; რას აკეთებენ მწერები ბუჩქებში; რა ფორმის ნათურებია ვიტრინებში; როგორი ნომრები აქვს მანქანებზე; კონტროლიორს პირადობა გულის ჯიბეში უდევს თუ უბრალოდ ჰკიდია; მოხუცი ქალი თუ დგას შუქნიშანთან; მესემიჩკე ქალის მზესუმზირებს მტვერი ადევს თუ არა... შეგიმჩნევიათ?

    საინტერესოდ გიწერია ბექა, თუმცა დასასრულმა სხვაგან წამიყვანა. მთავარია, გაფიქრებს ...

    ReplyDelete
  2. vicodi raaa ^_^
    ra kargad gadmoeci yvealferi.
    boloshi es kalda

    FUCK ALL!!!!!!!!
    FUCK! FUCK! FUCK! FUCK! FUCK! FUCK! FUCK! FUCK! FUCK! FUCK! FUCK! FUCK! FUCK! FUCK! FUCK! FUCK! FUCK! FUCK! FUCK! FUCK! FUCK!

    ReplyDelete
  3. მადლობა მაკა :)

    სიჯი საბა:*
    სწორედაც რომ FUCK ALL!!

    ReplyDelete
  4. "მე არ წავალ არცერთ ქორწილში და წავალ უამრავ დაკრძალვაზე. მე ასოციალური ვარ." – :/ ჩემს ქორწილში რომ ყოფილიყავი, ასე აღარ იტყოდი :პ არცერთი ასოციალური არ ამბობს, ასოციალური ვარო ;)

    პოსტი კარგი იყო და დიდხანს ვფიქრობდი, მოთხრობა იყო თუ პოსტი, ან ვინ დაწერა და მერე გამახენდა, ნიჭიერი რომ ხარ, წყალი არ გაუვა.

    აი, საქართველოს სექსი მართავსო, ამაზე ჭეშმარიტება არავის უთქვამს. ოღონდ ისეთი უცნაურია, ქვეყანას ის მართავდეს, რაც თითქმის არა აქვს და სულ სხვის საწოლ ოთახებში იყურება :(

    ყოველ აბზაცზე მინდა პასუხი გაგცე, მაგრამ მერე მახსენდება, რომ ამაში შენი სულის (თუ ამისიც არ გჯერა და ბლეფია?) ნაწილი ჩადე და სისულელეა გითხრა, რომ ცდები.
    23 წლის ხარ და სხვანაირად რომ ფიქრობდე, ავად იქნებოდი. Keep walking! :)

    ReplyDelete
  5. miyvars sheni blogi da vcdilob axali posti ar gamomrches da sul wavikitxo (rasac metnakelebad vaxerxeb:) yoveltvis gulaxdili da pirdapiri xar!!! magram erti daimaxsovre, shen ar xar wyalwyala!!! :)

    ReplyDelete
  6. ბოლო დროს დამემართა _ სახლიდნა აღარ მინდა გამოსვლა, რაც დრო გადის მით უფრო მეტად ვეღარ ვიტან ადამიანებს, უფრო და უფრო რთული ხდება მათთან ურთიერთობა ჩემთვის... დღეს სწავლა დამეწყო და ისე ძალიან არ მინდოდა უნივერსიტეტში წასვლა... სპეციალურად მივედი პირველ კორპუსში და გავერია მასაში, მინდოდა დამევიწყებინა ჩემი განცდები, მინდოდა მეგრძნო, რომ სოციუმის ნაწილი ვარ და არ შეიძლება ისეთი ინდეფერენტული ვიყო მათ მიმართ, როგორც ახლა ვარ... არაფერი გამოვიდა...

    ქორწილები არ მიყვარს, მარაზმია :| მაგრამ არც დაკრძალვა მიყვარს, იქაც ხომ ხალხია, ბოლო 4 წელია არც ქორწილში ვყოფილვარ და არც დაკრძალვაზე, არც მინდა წასვლა, საერთოდაც, სასაფლაოზე სიარული ჯობია ყველაფერს, ვიდრე დაკრძალვაზე წასვლა...

    ReplyDelete
  7. "ზოგჯერ ვნებიანად ვუყურებ სახეში და სახეზე მაწერია ყველა გახრწნილი ქმედება"-სუბიექტობა მომინდა!

    ReplyDelete
  8. სოფი
    გულახდილად ვამბობ, შენს ქორწილს დიდი სიამოვნებით დავესწრებოდი :)

    კი, თან მოთხრობაცაა...

    აბაა. საწყალი :(

    არ ვიცი გე ჯერ.

    Anonymous
    მადლობა. :)

    ნათია
    როგორ უნდა შევიმსუბუქოთ ყოფიერების აუტანლობა, ჯერ არ ვიცი. ან ვიცი ის, რომ კვლავ ვაკეთებ დებილურ რაღაცებს და დაკიდულად ვიქცევი...

    Anonymous
    :))

    ReplyDelete
  9. მე მოგცემდი ჩემს ,,მცირე პროზას"
    ,,წეროს"
    ,,პენ–მარათონს"
    ,,ერთი მოთხრობის კონკურსს"
    well done

    ReplyDelete
  10. სალომეა
    ეს ჩემთვის ძალიან დიდი შეფასებაა...
    ძალიან ავღელდი.

    ReplyDelete
  11. როდე, გუშინ წავიკითხე და ვერაფერი დავწერე. გავედი და მთელი დღე მახსენდებოდა. პრინციპში, ახლაც ასე გავალ ალბათ, მხოლოდ ვიტყვი, გულწრფელი ადამიანი ხარ და მომწონს ეს ჩანაწერი! :)

    ReplyDelete
  12. ქეთ
    მადლობა!


    ზოგჯერ ძალიან ვუცხოვდები. ზოგჯერ დაკავშირების პრობლემა მაქვს...
    არ ვიცი, სწორად ვაკეთებ თუარაა რამეს.

    ReplyDelete
  13. :-(
    me kvelaperi kargad mesmis, zustad ase var -xolme, ogond...rodesac marto var da aravin mkavs irgvliv. xalxis gareshe kopmna chemtvis sasjelia.

    ReplyDelete
  14. როდე, ზოგჯერ ეს მეც მაქვს. მგონი ნორმალურია თანამედროვე რეალობაში. ადამიანები მაინც მარტოები არიან, როგორი გარემოცვაც არ უნდა ჰქონდეთ. უბრალოდ, ზოგი მეტად უღრმავდება ამ მდგომარეობას და გრძნობს, ზოგი ნაკლებად...

    რამის სწორად გაკეთებაზე გამახსენდა – დღეს სტივ ჯობსის სიტყვას ვკითხულობდი და ძალიან დავეთანხმე – რასაც გული გვეუბნება, იმას მივყვეთ და რაც გვიყვარს, ის ვაკეთოთ. საერთოდაც, ჩემი თანამოაზრე აღმოჩნდა (თუ პირიქით).
    ჩემი სათქმელიც ეს არის.
    მე მგონი შენ აკეთებ იმას, რაც ძალიან მოგწონს და კარგადაც გამოგდის...

    ReplyDelete
  15. პასუმონიოკ
    :)) ხალხი, ხალხი, ადამიანები...

    ქეთი
    ხო, არ ვიცით რეალურად რა აჯობებს და რა არა...

    მეც გავეცანი რამდენიმე სტატიას. საინტერესო ადამიანი ყოფილა...
    ბლოგი მართლაც ბევრ რამეში მეშველება.

    ყოველი დღე იმდენად განსხვავებულია!

    ReplyDelete

"ჰე, ჰე, გაებით მახეში? თქვენ გწვავთ მათი უხილავი და გამჭვირვალე მზერა, უფრო მწველი, ვიდრე ხსოვნა ამ მზერისა”- ეგისთე