კრიზისი, რომელიც იწყება ახლა

კრიზისი ყველა საწყის პროცესს სდევს თან.
და თუკი მეგონა, რომ ეს ჩემს ხლოგს არასოდეს შეეხებოდა, ალბათ, სწორედ ახლა გამართლებულია გამოვიყენო ეს სიტყვა.
ხლოგი კრიზისშია.
რა მნიშვნელობა აქვს მიზეზს, როდესაც ვეღარ ვახერხებ წერას.
დრო არ მყოფნის?
შეიძლება ითქვას.
ხარისხსა და რაოდენობას შორის არჩევანს, ყოველთვის პირველის სასარგებლოდ ვაკეთებდი და ნელ-ნელა უფრო ვმკაცრდები ამ მოთხოვნის მიმართ.

"დრაფტებში" სულ რაღაც 5 პოსტი ელოდება დამუშავებას. ხუთივე ისეთი საინტერესო და რთულია.
მიფუჩეჩება არ მინდა.
არტ-საღამოებს ვეღარ ვესწრები, ამიტომ ნიუსებიც შემომაკლდა.
სამაგიეროდ, სხვა საინტერესო პროცესები ხდება ჩემსკენ: ცხოვრებაში პირველად "მობეზრება" ინტერნეტ სამყაროს მიმართ, თავისი ფეისბუქით, ბლოგებითა და მთელი უგუუგლესი სამყაროთი.

თუ აქამდე ვირტუალურში ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი თავს, ახლა სადღაც შუაში ვარ გაჭედილი და რეალური ურთიერთობების მოთხოვნილება  მიმძაფრდება. ადამიანების ნდობა დამიბრუნდა? არა, რა სისულელეა.

მაგარია, როდესაც შვიდსაგნიანი სემესტრის დროს, ერთი კურსი ისეთ ლექტორიანი გამოერევა, რომ კიდევ სხვანაირ გავლენას მოახდენს და შეცვლის რაღაცებს.
ცვლილებები ყოველთის კარგია. კარგია და საინტერესო, საინტერესო და აუცილებელი, აუცილებელი და... და კრიზისულიც.

ზუსტად არ ვიცი ისევ რა მინდა, კვლავ დანაწევრებულად აღვიქვამ "მე"-სა და სხვა დანარჩენებს.


უკვე სხვანაირად აღვიქვამ თეატრს. გამორიცხულია სხვანაირად არ აღიქვამდე, როდესაც მთლიან განვითარებას სწავლობ ეტაპობრივად და საუკუნეობრივად ეცნობი მსოფლმხედველობრივ განვითარებას, ინტერესებს, სულის ინტერპრეტაციებს.

თავისუფალ დროს ბიბლიას, "ფსიქოლოგია და ცხოვრებას", ძმებ კარამაზოვებს ვკითხულობ.
პარალელურად პიესებს: "მედეა", "ოიდიპოსი", "ანტიგონე", "ჰამლეტი", "მაკბეტი", იონესკოს "მაკბეტი"... რთულადაა საქმე?
შექსპირი ადრე წავიკითხე. და მახსოვს, მაშინ მომწონდა. ახლა აღარ, თუმცა სხვანაირად გავიაზრე და დავინახე.
დღევანდელი თეატრი ჩემთვის უპულსო და მკვდარია -  ის ვერანაირ განცდას ტოვებს ჩემში, ვერც მაფიქრებს და ვერც მართობს.
ჩემი თაობა სწორედ ამიტომ ვერ ივლის თეატრში. იქ ძირითადად ყველაფერი მოძველებულია. განახლებაა საჭირო. მით უმეტეს ახლა, როდესაც თეორიულად დამიდასტურდა, თურმე რატომ ვიყავი იმედგაცრუებული.

აი, ახლა ვიხსენებ, რა სპექტაკლები მაქვს ნანახი და ჩემში არცერთი სიუჟეტი ამოტივტივდა. ცხოვრების თეატრი გაცილებით საინტერესო მეჩვენება? უკვე მოსაბეზრებელია ცხოვრების თამაშსა და ჭადრაკს შედარება, მაგრამ ეგრეა და რა ვქნათ...

მე შევეცდები კრიზისი ამ ჩანაწერს შევატოვო და ვიფიქრო რაიმე სხვა უსაზღვროებაზე ან ვუსმინო ამ სიმღერას და კიდევ ადამიანებზე დავიბოღმო, ჩემს თავს რომ  მახსენებენ...

I don't like you're human
You remind me of the things I hate in me
I don't like you're human
Cause you show me how imperfect I can be

Human
You're so lonely lonely lonely
Human
I guess you're only only only
Human mmmm Human
I guess you're only only only
Human Human mmmm

17 ჭუპრპოსტი:

  1. ყოველდღიური ალკოჰოლი და სიყვარული გჭირდება, როგორც მე :დ

    ReplyDelete
  2. Hell Is Round The Corner Dude

    ReplyDelete
  3. სიყვარული და კაი ცხოვრება სადაა ;დ

    ReplyDelete
  4. აბა მარტო კაი წიგნები ჩემმა მტერმა იკითხა :დ

    ReplyDelete
  5. ჰოოო, ეგეც მართალია ;დ

    ReplyDelete
  6. :))) ალკოჰოლი რამდენად გიშველის, არ ვიცი, აი სიყვარული კი კარგი რამეა.

    ჰოდა, როდე, მე მგონია, უბრალოდ გაიზარდე, თანაც ძალიან და დაბრძენდი. შექსპირი რომ არ მოგწონს, ეგეც გაზრდისა და გემოვნების დახვეწის მაჩვენებელია.
    მე ასე მყავს ადამიანები დაყოფილი:
    1. შექსპირისმოყვარული მოსაბეზრებელი შტერი სნობები და 2. შექსპირისმოძულე და ამერიკული ლიტერატურის მოყვარულები, როგორიც მე :)))

    კრიზისი კიდევ, ზოგჯერ კარგია, თუ კრიზისი არ გექნება და სიძნელეები, მაშინ სასწაულად მოსაწყენ პოსტებს დაწერ და შეგრძნებები სულ გაგიქრება.

    ReplyDelete
  7. პ.ს. რა სასწაული კომენტარი გამომივიდა, თავი ბრძენთაბრძენი მგონია ეტყობა :დ

    ReplyDelete
  8. სოფი
    როგორ მიხარია, რომ ამდენწლიანი ბლოგერული ცხოვრების მერეც, ჩვენ გვესმის ერთმანეთის და ვცდილობთ გავამხნევოთ ერთურთი.
    ჩვენ არ გვაინტერესებს სხვა რაღაც სისულელეები და გვესმის კომენტარების ძალა და ემოცია.
    მადლობა, რომ ასე ხდება და სულ ასე ვისურვებდი, სანამ ჩემი ბლოგი იარსებებდა :)

    ჯორჯ
    აი, შენ კი მეორე ადამიანი ხარ, ვისი კომენტარიც ძალიან მახარებს. და კიდე და კიდე მოგწერ, რომ მე მინდა (და არა მარტო მე) რომ პაიკმა იბრძოლოს დედოფლისთვის და განაგრძოს წერა.
    მადლობა გამხნევებისთვის :*

    ReplyDelete
  9. "ძმები კარამაზოვების" კითხვისას თითქოს სხვა სამყაროში აღმოვჩნდები ხოლმე. როცა კითხვას ვწყვეტ, მაშინღა ვხვდები რა მოსაწყენი და ერთფეროვანია ეს სამყარო... არ დამანახო შენი მოშვება! ამ პოსტებს რომ ვკითხულობ ხოლმე ცოტა ვხალისდები და შენც თუ აღარ წერე... არ შეგეცოდები????

    ReplyDelete
  10. ყინული
    შესაცოდი ნამდვილად არავინაა, მადლობა გამხნევებისთვის :)
    ძალიან შევეცდები, რომ ვწერო :)

    ReplyDelete
  11. შესაცოდი არც მე ვარ, უბრალოდ დავწერე. :) ისე, არ დაიძალო, თუ დასაწერია, თავისით მოვა მუზა. :) ჩემი პრაქტიკიდან გეუბნები. :)

    ReplyDelete
  12. ყინული
    რა თქმა უნდა, მუზას ველოდოთ უნდა მხოლოდ ;)

    ReplyDelete
  13. ადამიანო!!! თუ გადაწყვიტე ვირტუალური სამყარო რეალურით შეცვალო, გაბედავ და შესცურავ ადამიანებში, ტაშს დაგიკრავ!
    თუმცა, თუ სამუდამოდ გარეალურდები, ძალიან კი მომენატრება აქ შემობორიალება.
    ალბათ ერთხელ წამოწყებული და მერე მიგდებული ინიციატივა (სასფლაოს სურათების თვალიერება) უნდა გავიხსენო.
    პასუმიონოკი

    ReplyDelete
  14. პასუმიონოკ
    სამუდამოდ ალბათ, არასოდეს (თუ ვერ?) არ ვიცი, არ ვიცი. ორივეგან ვიყო აჯობებს ;დ
    სასაფლაო :*

    ReplyDelete
  15. კრიზისი მაქვს მეც:|
    და ამას ჰქვია არა იმედგაცრუება, არამედ
    ფრუსტრაცია

    ReplyDelete
  16. სალომეა
    დროის ფრუსტრაცია უფრო...
    გამოვალთ, გამოვალთ ;)

    ReplyDelete

"ჰე, ჰე, გაებით მახეში? თქვენ გწვავთ მათი უხილავი და გამჭვირვალე მზერა, უფრო მწველი, ვიდრე ხსოვნა ამ მზერისა”- ეგისთე