დღეს გამოცდა მქონდა, ამიტომ ენერგია მხოლოდ მეცადინეობას დავახარჯე და არც ძილი გავიტეხე.
მნიშვნელობა არ აქვს, ვგულშემატკივრობ თუ არა რაიმე ფილმს, ოსკარის ცერემონიალს მაინც ვუყურებ - ამდენ "სთარს" ერთდროულად სადღა ვნახავ. მცირე დაძაბულობა და ნერვების მოშლაც სასიამოვნოა.
კიდევ რაღაცნაირი უსახელო განწყობა ახლავს თავს, ესეც მიხარია ხოლმე.
კიდევ კარგი, გამოცდა მქონდა, თორემ დღეს დილით რომ გამარჯვებულთა სიას გადავხედე, მივხვდი, მაგრად გავფსიხდებოდი და შესაძლოა კომპიუტერი ან მიმდებარე ნივთები სავალალო მდგომარეობაში აღმოჩენელიყვნენ.
2011 წელი კინოისტროიაში გამორჩეული იყო, რომელზეც პოსტს ცალკე მოვამზადებ. იმდენად კარგი და საინტერესო, განსხვავებული ფილმები გადაიღეს, რომ წარმოუდგენელი იყო, რომელიმე დაჯილდოების ფორმატში სრულად ჩატეულიყო.
ასეც მოხდა. ვერც კანის ფესტივალმა, ვერც ბერლინის ფესტივალმა და ვერც "ოსკარებმა" სრულად ვერ დაგვანახეს კინომოყვარულებს და კინოთი დაინტერებულ ადამიანებს წლის მთავარი ხიბლი. პრინციპში მათ ფორმატი ამის საშუალებასაც არ აძლევს, ყველაფერი ხომ ხუთ პირობით ნომინაციაში ჯდება.
![]() |
| მთავარი ტრიუმფატორები |
მივუბრუნდეთ ოსკარს.
თუკი დავივიწყებთ იმ განსაკუთრებულ ამბავს და მხოლოდ წარდგენილი ფილმებით ვიმსჯელებთ, ასე გამოვა: საუკეთესო ფილმში "არტისტი" ნამდვილად, კაციც დუჟარდენი და რეჟისორიც ჰაზანავიჩუსი. ქალი მერილ სტიპი (თუმცა დევისი იმსახურებდა). უბრალოდ აკადემიამ იმდენჯერ წარადგინა ბოლო წლებში, რომ კომიკურ სიტუაციას ემსგავსებოდა, მერილს კვალვ ნომინაცია რომ შერჩენოდა.
მეორეხარისხოვანი როლებიც დამსახურებულად გადანაწილდა. ოქტავია სპენსერს, მთელი გულით ვგულშემატკივრობდი.
![]() |
| სამი ქალი ფილმიდან "დამხმარე" |
აკადემიას ახასიათებს გადაჭარბებული გაფეტიშება. ასე მოხდა "არტისტის" 5 ოსკარის მიღების შემთხვევაში, თუმცა ამ ფილმს არც სხვა ფესტივალებმა თუ კრიტიკოსთა ასოციაციებმა დააკლეს გაფეტიშებაში: 7 "ბაფტა", 9 ფენიქსის ფილმის კრიტიკოსთა ჯილდო, 3 "ოქროს გლობუსი", 4 "Independent Spirit Awards", 6 "სეზარი" და სხვა. საბოლოო ჯამში, აიღო 80-ზე მეტი ჯილდო.
დამერწმუნეთ, ფილმი ნამდვილად არაა 2011 წლის საუკეთესო. უბრალოდ, მხცოვან კრიტიკოსებს ნოსტალგია მოაწვათ, ან სულაც იქნებ ეს ნოსტალგია მთლიანად კინოსაზოგადოებაში იყო, ამიტომ შედეგი ასეთია.
რამდენიმე სიტყვა წითელ ხალიჩაზეც. ჩემი ფავორიტი კაბა ჯესიკა ჩესტეინისაა. საერთოდ, ჯესიკაზე მეორე პოსტში, კინოზე რომ დავწერ, იმდენი უნდა ვილაპარაკო, იმდენი, იმდენიი, ამიტომ ახლა თავს შევიკავებ.
მომეწონა იოვოვიჩის, სტრიპის, სპენსერის კაბები.
ცუდი კაბა ეცვა ბულოკს (რომელმაც წელს თავი შეიკავა ლესბოსური გამოხტომებისგან), მაკარტნის, ემა სტოუნს, ვიოლა დევის საშინელი ფერის კაბა ეცვა.
გამოცდა კარგად დავწერე, ამიტომ გახარებული ვარ.
დაელოდეთ 2011 წლის საუკეთესო ფილმების ჩემეულ მიმოხილვას.




აი ესეთ პოსტს ვეძებდი და ვერ ვიპოვე :დ უფრო სწორად ეხლა ვიპოვე :დ
ReplyDeleteსასიამოვნოა თუკი ეძებდი, მერე იპოვე და + მერე თუკი რამეში გამოგადგა :)
Deleteპ.ს.
კეთილი იყოს შენი მაუსი სახლოგეთში ;)
გმადლობთ :) გამომადგა, კი თან ძალიან ;) გადასარევი ბლოგია
Deleteდიდი მადლობა :))
Deleteჯერ ყველა ფილმი არ მინახავს (ისევ და ისევ "დიდი" გამოცდების დამსახურებით), მაგრამ ზოგადად ძირითადი ნომინაციებით კმაყოფილი ვარ :)...ოსკარის ხათრით ძილს ვერასდროს ვივიწყებ :(
ReplyDeleteმე დღეს ბოლო მქონდა, გისურვებ მალე მორჩენილიყავი და თან წარმატებით :) მერე დაჯექი და უყურე ფილმებს :)
Deleteუი ძილი მეც მაგრად მიყვარს და ერთდერთხელ ვათევ ღამეს წელიწადში, თან იმდენ ყავას ვსვაამ ;დ
momewonaaa dzaliaaaan:*
ReplyDeletechemi mausic ketili iyoos pirvelad var:D
ReplyDeleteმადლობა მაკა, რა თქმა უნდა, კეთილად იყოს! :))
Deleteძალიან მომეწონა ბოლოში გადასვლა : "გამოცდა კარგად დავწერე, ამიტომ გახარებული ვარ." :))
ReplyDeleteგილოცავ:)
გუშინ ვფიქრობდი ამ მუნჯ ფილმზე (გუშინწინ ვნახე) და დავასკვენი: ნამდვილად ძველი კინოს ნოსტალგიამ იმოქმედა ჩემზე + იდეამ – გადაიღო 21-ე საუკუნეში ასეთი ფილმი.
უმეტესი ფილმები ჯერ არ მინახავს და ვერაფერს ვიტყვი. ისე მართლა, რამდენი კარგი ფილმი გადაიღეს და იყო კი ნომინაციებში? მაგალითად, ალმოდოვარი და "მელანქოლია" იყო? არაფერი ვიცი. მარტო წითელი ხალიჩის ფოტოები ვნახე და გამარჯვებულების სია:))
მადლობა ქეთ :))
Deleteხო, არც პედრო, არც ლარსი, არც ტერსემი არც სხვები კიდე იმედნი ვინმე...
არადა, მართლა გამორჩეული წელი იყო.
კი, არტისტზე მართლაც მაგან იმოქმედა, თორე ჩარლის ვერცერთ მუნჯ ფილმს შეედრება.
რა უცნაურია, ასე ყველა კარგი ფილმი რომ გამოტოვეს. თითქოს ევროპული კინოთი შეშინდნენ :)
ReplyDeleteრა თქმა უნდა, სად ჩარლი და და ეს...
ხო :))
Deleteავატარი გამოჩნდა, რა კარგია!
ავტორიზაცია მეზარება ხოლმე და აქვე ვკრეფ ბლოგის მისამართს, ამიტომ ვარ ხშირად უავატარო :)
ReplyDeleteაა მეკიდე მეგონა, ჩემი ბრალი იყო, ბლოგერის ექაუნთი რომ წავშალე ;დ :)
Deleteგეთანხმები სრულიად,"ოსკარს"ახასითებს გაფეტიშება,თუმცა the artist-ი მომეწონა,გამიხარდა კიდევაც დუჟარდენმა რომ აიღო ჯილდო(ეს მსახიობი 99fancs-ში მომეწონა ჯერ კიდევ)გამოცდაზე წარმატებას გილოცავ! (p.s. ჩემს ელ.ფოსტას რატომ ვერ ვიყენებ კომენტარის გამოსაგზავნად? lana
ReplyDeleteუი, დუჟარდანი ეგ როჟაა, 99 ფრანკში? ;დ ახლა მივხვდი. კი იმსახურებდა ნამდვილად.
ReplyDeleteმადლობა.
არ ვიცი, ანუ გამოწერას გულისხმობ? Subscribe by email - ამაზე ამბობ?
გამოწერას არ ვგულისხმობდი!ამ ველში select profile კომენტარის დასატოვებლად ელ.ფოსტას ვერ ვიყენებ.არაუშავს! anonymous-ით ვისარგებლებ!
ReplyDeleteაა "Name/Url" -თი, რომ ისარგებლო?
Deleteმეილი მანდ არსად იწერება, ან ბლოგზე უნდა იყო დარეგისტრირებული, ან ურლ უნდა სცადო :)
ველოდები!!!! :)
ReplyDelete