სკანდალი ეროვნული გმირია - ხშირ შემთხვევაში დამატებული ექსკლუზივი - განუსაზღვრელ სიყვარულსა თუ რეიტინგულ მასშტაბებს მოუტანს კონკრეტულ პირსა თუ პირების ჯგუფს.
ვაკუუმის ამოვსება მე ვიტვირთე: თავიდან მცირე ექსკურსი ეტიმოლოგიურ-ისტორიული კუთხით, შემდეგ მორალურ-შინაარსობრივ მხარეებზეც გავამახვილოთ ყურადღება, ბოლოს კი, ჩვენი ქვეყნის გაგებასაც მივადგეთ.
სკანდალი - ფართო საზოგადოებაში გაკეთებული განცხადებაა, რომელიც ზიანს აყენებს რომელიმე დაწესებულების ან კონკრეტული პიროვნების რეპუტაციას. სკანდალი შესაძლებელია დამყარებული იყოს სიმართლეზე, ყალბ ინფორმაციაზე ან ორივეს ნაზავზე (ტყუილ-მართალი).
სიტყვა მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან σκάνδαλον (skandalon), რომელიც აღნიშნავდა მახეს, ცდუნებას, დაბრკოლებას. ეს იყო არასწორი საქციელის მეტაფორა, რომელიც ხელს უშლიდა ადამიანების ნდობასა და რწმენას.
სკანდალი შეიძლება იყოს პოლიტიკური, აკადემიური (გამოიყოფა პლაგიატიზმი, ფაბრიკაცია, სიცრუე, თაღლითობა, მექრთამეობა, საბოტაჟი), კორპორაციული, სპორტული, ჟურნალისტური, რელიგიური და სექსუალური ხასიათის.
ბოლო წლების უდიდესი რელიგიური სკანდალი (90-იანი, 00-იანი წლები) იყო კათოლიკურ ეკლესიაში, როდესაც სხვადასხვა ქვეყნებში გაცხადდა ბავშვებზე სექსუალური ძალადობის (პედოფილიის) ფაქტები სასულიერო პირების მხრიდან. გამოძიებისას დადასტურდა, რომ კათოლიკური სამღვდელოების 0,2 პროცენტი ამ საქმით იყო დაკავებული.
ხოლო 1972-1974 წლების უოტერგეიტის სკანდალი, ერთ-ერთ მასშტაბური პოლიტიკური სკანდალი იყო არა მხოლოდ ამერიკისთვის, არამედ მთელს მსოფლიოში, რომელიც პრეზიდენტ ნიქსონის გადადგომით დასრულდა.
ეგზისტენციალიზმის ფუძემდებლის, სიორენ კირკეგორის თქმით "სკანდალი - ესაა შოკი, რომელიც გზას ხსნის რწმენისკენ".
1999 წელს ფილოსოფოსმა ი.პ. სმირნოვმა გამოიკვლია სკანდალი. დაწერა ნაშრომი, სადაც შეეხო გენეზისსა და სხვა საკითხებს. მისი აზრით, მითოლოგიური გმირები სკანდალურ ქმედებას ეფუძნებიან. პრომეთეს მიერ ცეცხლის მოპარვა სკანდალია. მისი აზრით, ებრაულ-ქრისტიანულმა რელიგიამ თავისი განვითარების პირველ ეტაპად ადამისა და ევას სკანდალური ქცევა გამოიყენა.
დღესდღეობით სიტყვა ევროპასა თუ ამერიკაში ასოცირდება და უკავშირდება უფრო პოლიტიკურ მოვლენებსა და რელიგიურ თემატიკას.
განვითარებად ქვეყნებში, ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ნაწილში, განუვითარებელ სახელმწიფოებში სკანდალი ეს არის:
- გამართლებული რისხვა, სამართლიანი აღშფოთება.
- ბოროტად გამოყენებული ჟესტი, რომელიც ერთი მხარის განადგურებას ისახავს მიზნად.
- გადაუჭრელი პრობლემების ილუზორული გადაჭრა.
- დამცირებისა და შეურაცხყოფის უკანასკნელი და უკიდურესი მეთოდი.
- საყოველთაო ყურადღების გარანტია.
დღევანდელ ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში სკანდალი უმნიშვნელოვანესი ასპექტია, რომელიც ასე ვთქვათ, არეგულირებს ქართული ყვითელი და ცისფერი სამყაროს ბაზარს და მთავარ საარსებო წყაროს წარმოადგენს.
ქართულ ჟურნალ-გაზეთებსა თუ ტელევიზიაში, ზოგიერთ შემთხვევაში, სიტყვა "სკანდალს" ცალკე გვერდი ან სიუჟეტი ეთმობა პრესის გვერდებსა თუ ტელესიუჟეტების აწყობა-დალაგების პროცესში.
სკანდალების ისტორია 90-იანი წლების ბოლოდან იწყებს აღმავლობას ჩვენს ქვეყანაში და ჯერ-ჯერობით, ამ დრომდეც (2012 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემები), აღმავლობის მდგომარეობაშია (პიკის პროგნოზირება შეუძლებელია).
მოცემული მომენტისთვის ქართულ საზოგადოებაში გამოიყოფიან შემდეგი ტიპის სკანდალთან ასოცირებული სუბიექტები: ნაღდათ სკანდალური, მოსკანდალო, ნასკანდალარი, სასკანდალე, უზესკანდალურესი.
თითოეული მათგანის მიმოხილვა შორს წაგვიყვანს, ამიტომ პირდაპირ ყველაზე ცხელ-ცხელ პუნქტს გადავწვდები. ბოლო პერიოდის უზესკანდალურესი არაპოლიტიკური ფიგურები არიან: ლალი მოროშკინა, რატი წითელაძე და მარკუს მეტრეველი.
სამივე ამ ადამიანისადმი ბოლო პერიოდში არაადეკვატური ყურადღებაა გამახვილებული, პრესა პირდაპირ ტრანსში ვარდება და თითოეული მწიკვი დეტალით სურს მაყურებლის გაოცება.
მწერალი ლალი მოროშკინა, რომ ამ დარგის სპეციალისტია, ამაში ვერავინ შემედავება. ის შესანიშნავად ფლობს პიარ-კულტურას, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება მის ლიტერატურულ შემოქმედებაზე, შეგახსენებთ, ის ქართულ ლიტერატურაში ახალი ჟანრის ჩამომყალიბებელია.
რატი წითელაძემ, რომელიც საკმაოდ წარმატებული სპორტსმენია, კარიერის შეწყვეტა და საქართველოში მოღვაწეობა გადაწყვიტა. ამჯერად მოდელისა და მსახიობის მიმართულებით. რატის სხეული შოკში აგდებს ქართულ საზოგადოებას, მან სკანდალური განცხადება გააკეთა გადაცემაში "100 გრადუსი ცელსიუსით" (ქართველი მამაკაცები სექსში ფულს მთავაზობენო), ასევე "ბიზნეს კურიერის" პირდაპირ ეთერში გაიხადა და დაამტკიცა, რომ ნამდვილი კუნთები აქვს.
საინტერესოა, ასევე მომღერალი მარკუს მეტრეველიც, რომელმაც წარმატებული კარიერა მიატოვა საბერძნეთში და საქართველოში მოღვაწეობა ამჯობინა. ქართული ზესკანდალური წამყვანის ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემაში 21 თებერვალს გასულმა სიუჟეტმა სრული ეიფორია გამოიწვია. ის ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლისთანავე პრესისთვის ასოცირდება სიტყვებთან: გეი, ბისექსუალი, ტრანსექსუალი, სექსუალური და რაღა თქმა უნდა - სკანდალური.
სამივე პიროვნების სკანდალი, მათი სექსუალური იმიჯიდან გამომდინარეობს. სექსუალობა კარგად გაყიდვადი პროდუქტია. მაშასადამე, ქართველები სექსუალობის ნაკლებობას განვიცდით ან ...
ახლა ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის შემდეგი: რატომ ირჩევენ წარმატებული ადამიანები საქართველოში საკუთარი კეთილდღეობის გაუმჯობესებას და აქ დამკვიდრებას?
ამის მიზეზი შემდეგი შეიძლება იყოს: აქ არის სწორედ ის ნიადაგი, რაც ხელს უწყობს პირადი კეთილდღეობის გამყარებას.
თუკი მსოფლიოს ფართო მასებში აღარ აინტერესებთ ისეთი ფაქტები, თუ ვის რა სექსუალური ორიენტაცია აქვს, ვინ ვისთან იწვა, ვინ როდის თხოვდება, ვინ ვის რა მომსახურებას სთავაზოობს და ა.შ. ჩვენთან ეს ყველაფერი ჯერ კიდევ ახალი ხილია და შესაბამისად, "სკანდალები გორდება". ტრაგედია მდგომარეობს იმაში, რომ უმეტეს შემთხვევაში ეს "ვითომ სკანდალები" საზოგადოების დაბოლებას ემსახურება, თუმცა რეალურად საზოგადოება მართლაც დაბოლილ მდგომარეობაში იმყოფება. აქ კიდევ სხვა უამრავი ფაქტორი ერთვება.
ზემოხსენებული ხუთპუნქტიანი მოდელი, სრული დატვირთვით მუშაობს ჩვენთან.
ახლა კი, ჩემი მხრივ მცირე სკანდალური განცხადება: მე დასახელებულ სამივე პიროვნენას ვცემ პატივს და ასევე ქართულ საზოგადოებაში ყველა სკანდალთან ასოცირებულ სუბიექტს (მიუხედავად იმისი, თუ რომელ კატეგორიაში იმყოფება), ვინაიდან ჩვენ ვიმსახურებთ დაბოლებას, იმიტომ რომ, ვარსებობთ მსგავს მედია-სივრცეში, ვარსებობთ მსგავს პოლიტიკურ-სივრცეში, ვარსებობთ მსგავს სოციალურ-სივრცეში.
აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოში სექსუალური რევოლუცია დაწყებულია, ამიტომ სანამ დროა, რაც შეიძლება მეტი და მეტი სექსუალური ტიპის სკანდალი გვჭირდება, ასევე, ჩემო საყვარელო ბლოგერებო, რაც შეიძლებმა ბევრმა ჩვენგანმა უნდა ვწეროთ სექსზე, ქალიშვილობაზე, გეებზე, ლეზბიანკებზე, სხვადასხვა უსჯულოებებსა და კოცნაობებზე.
სანამ დროა, სანამ დასავლეთს დავემსგავსებით, თორემ მერე გვიანღა იქნება!
[დავეყრდენი ამ, ამ და ამ, გვერდებს.]

fap fap fap)))
ReplyDeletefap ;)
Delete