![]() |
| ნობელის პრემიის გადაცემა. 1972 |
პირველი იყო იმ ქვეყნებიდან, რომლის ლიტერატურასთანაც ადრეულ ასაკში მქონდა შეხება.
გერმანულს სკოლაში ვსწავლობდი და უნივერსიტეტშიც გერმანისტიკაზე ჩავაბარე. ჩემი ცხოვრების ადრეული პერიოდი გერმანიას უკავშირდება.
იმ შორეულ პერიოდში, ჩვენს ოჯახამდე მოაღწია ცნობამ, რომ გერმანიაში სწავლა უფასო იყო. ეს "უფასო" ძალიან მომხიბვლელი რამ იყო, ამიტომ დედამ გერმანულ სკოლაში მიმიყვანა, თუმცა მხოლოდ ეს არ ყოფილა მიზეზი. და მიზეზი ძალიან ბევრი იყო და იმხელა ისტორია აქვს, სხვა ამბავია სულ.
გერმანული ჩემი მეორე მშობლიური ენასავით უნდა გამხდარიყო. "უნდა", რადგან იმ შორეულ წარსულში სწავლა, სკოლა, განათლება - ცოტა რთული ცნებები იყო, მით უმეტეს ისეთ კლასში, როგორშიც მე ვსწავლობდი.
ყოველი წელი, ენის ახლიდან შესწავლასთან, გაუთავებელი წვალებასთან და ჯახირთან ასოცირდებოდა. დიდი იმედგაცრუება იყო, როდესაც მე-11 კლასში სხვა გერმანულ სკოლაში გადასულმა, მძიმე შეფასება მივიღე მასწავლებლისგან. თუ სწორად მახსოვს, კარნახი იყო...
ახლა რთულია, ყველა იმ გარემო ფაქტორების ზუსტად გახსენება და გადაბრალება, მაგრამ ბრალეულობის დადგენითაც ხომ პრობლემა არ გადაიჭრება?
ასე იყო, თუ ისე, უნივერსიტეტში სწავლა კვლავ გერმანიას დავუკავშირე. გერმანისტიკა - ეს კიდევ სხვა განსჯასა და ამბებს მოითხოვს, აქ ვერ შევყოვნდები, ახლა ვინც ვარ, ალბათ, ცნობილია უკვე.
დადებითი მხარე აქვს ყველაფერს. რომ არა ჩემი ცხოვრების ეს ეპიზოდი, არა მგონია ამდენი რამ მცოდნოდა ამ ქვეყნის კულტურაზე და ორიგინალში წამეკითხა გენიალური ზღაპრები, მოთხრობები თუ ლექსები.
უდიდეს მონაპოვრად მეთვლება გოეთეს "ახალგაზრდა ვერთერის ვნებანის" ორიგინალში წაკითხვა.
გერმანული ლიტერატურა მსოფლიოს ქვეყნების ლიტერატირაში ერთ-ერთი გამორჩეული, რთული და მრავალფეროვანია. ზოგადად, ხელოვნებისთვის გერმანია, ძალიან გულისმომწურავი და საფრთხილო თემაა. ქვეყნის წარსული ძალიან ბევრ რამეს ცვლის, უპირველესად ეს ცვლილებები კი ხელოვნებაზე მოდის. ლიტერატურა პირდაპირი გამტარია.
მეოცე საუკუნის კლასიკოსი მწერალია ჰაინრიხ ბიოლი, რომლის შემოქმედება მსოფლიო ომების პერიოდს უკავშირდება და მოიცავს ადამიანის არსებობის პრობლემას მიტოვებულ, ნაომარ სამყაროში. ალბათ, სწორედ ამიტომ გამიჭირდა "უკაცო სახლის" ბოლომდე წაკითხვა, ერთადერთი წიგნია, რომელიც ვერ დავამთავრე. ბიოლი პირველი მსოფლიო ომის წლებში დაიბადა, მეორე მსოფლიო ომის წლებმა კი მისი ცხოვრების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი შეიწირა.
საინტერესო ფაქტია, რომ ბიოლი ყველაზე პოპულარული დასავლეთგერმანელი მწერალი იყო ომის შემდგომი ახალგაზრდა თაობიდან საბჭოთა კავშირში. 1952 წლიდან 1973 წლამდე რუსულ ენაზე ითარგმნა და გამოქვეყნდა 80-ზე მეტი მოთხრობა, ნაწარმოები, რომანი და სხვადასხვა სტატიები მწერალზე. წიგნები გაცილებით დიდი ტირაჟით გამოდიოდა, ვიდრე საკუთარ სამშობლოში (გფრ.-ში). ჰაინრიხი საბჭოთა კავშირსაც სტუმრობდა, თუმცა საბჭოთა რეჟიმს აკრიტიკებდა. მან განდევნილ სოლჟენიცინსა და კოპელევს გაუწოდა დახმარების ხელი. საბოლოოდ, მისი ნაწერები აიკრძალა. აკრძალვა 80-იანი წლების შუა წლებში მოხსნეს, პერესტროიკის დაწყებამდე.
"კლოუნის თვალთახედვა" 1963 წელს დაიწერა და პროექტი "50 წიგნი" დღეიდან ორი კვირის განმავლობაში გაყიდის. წიგნი ასრულებს პირველ ოცდაათეულს.
წაკითხული არ მაქვს, ამიტომ მოუთმენლად ველი, როდის მომიტანენ, მერე იქნებ "უკაცო სახლსაც" მივუბრუნდე და გერმანიაზე ოცნებითა და ფიქრით კიდევ ერთხელ "შევიწუხებ" თავს.

ჩემი საყვარელი მწერალია, ერთ-ერთი :) ძალიან გამიხარდა დღეს რომ დავინახე, რომ წაიკითხავ აუცილებლად შთაბეჭდილება გაგვიზიარე
ReplyDeleteმეც ძალიან მაინტერესებს და ველი.
Deleteხომ იცი, თუ შთაბეჭდილება მოახდინა, აუცილებლად დავწერ ;):)
კარგია ისე მე დანტე მინდა :) ეს არ წამიკითხავს
ReplyDeleteდანტე შემდეგი იქნება და იმასაც ველი ;)
Deleteამ წიგნს ველოდები დიდი ხანია :)"უკაცო სახლმა" თავის დროზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და იმედია ბიოლი კიდევ "გამახარებს" :))
ReplyDeleteგისურვებ მოსალოდნელი ემოციის ახდენას! :)
Deleteუკაცო სახლი მგონი ერთადერთი წიგნია, რომელიც ძალიან მომეწონა, მაგრამ მერე აღარასოდეს გამჩენია მიბრუნების სურვილი
ReplyDeleteვერთერი ორიგინალში რამ წაგაკითხა, ქართულადაც მაზალოა :დდ ეგ რომ დავამთავრე, მივხვდი, რატომ გამოიწვია მასობრივი სუიციდი საზოგადოებაში :)))))))
უკაცო სახლი - აქ ენის პრობლემაც იდგა ჩემთვის, ძალიან მონოტონური მეჩვენა, თუმცა შეიძლება წიგნის საშინელმა ნაბეჭდობამაც იმოქმედა.
Deleteმე მაშინ რომ წავიკითხე, მახსოვს მომეწონა და თან მიხაროდა ;დ ახლა არაფერი მახსოვს. რატომ გამოიწვია?
არა, მე კარგად შემომეკითხა, თუმცა შინაარსი მეც ცუდად მახსოვს, იმიტომ რომ ასე 7-8 წლის წინ მექნება წაკითხული. რუსულად მართლა რთულად იკითხება, მაშინაც, როცა ენა კარგად იცი :|
Deleteარა, მეორე აბზაცი ვერთერზე გითხარი და გკითხე ;)
Deleteისე ბილიარდს ვერ ვკითხულობ. რუსულად მაქვს, ხუთ-ექვს ფურცელს ვერ გავცდი. საინტერესოა თარგმანია ცუდი თუ წიგნიც არ ვარგა
ReplyDeleteმოკლედ, ბიოლს რთული ენა აქვს, საკმაოდ მკაცრი ტექსტები.
Deleteბიოლს რთული ენა აქვს კი, მაგრამ კარგად იკითხება, ძალიან მომწონს
ReplyDeleteპ.ს. როგორც არ უნდა იყოს, მე გერმანულს ჩემით ვსწავლობ და ჩემზე მეტი ხომ გეცოდინება, ზნაჩიტ ჩემზე ბედნიერიც ხარ :) მაინც ვისწავლი გერმანულის! :დ
ეე შენ რატომ უნდა შეგეჯიბრო? :* მადლობა
Deleteთუ რამე დაგაინტერესებს, მკითხე, იქნებ გავიხსენო რამე, ტვინს ძალა დავატანო ;დ
მეც ძალიან გამიხარდა,"კლოუნის თვალთახედვა"რომ მოხვდა ამ პროექტში,ძალიან კარგია,ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი წიგნია,დარწმუნებული ვარ,მოგეწონება."უკაცო სახლიც" მომეწონა,მაგრამ თარგმანი ცუდია ჩემი აზრით,(ალბათ ამიტომაც არ მოგინდა დასრულება).
ReplyDeleteაი კიდევ ერთი მიზეზი :) შესაძლებელია ესეცაა.
Deleteკი, რიგს ელოდება.
"და თუ შენ ღმერთო არ მოგვიტევე ვინღა დარჩება ქვეყნად უბიწო."
ReplyDeleteუკაცო სახლი –ეს იყო წიგნი რომლისგანაც ყველაზე დიდი ინსპირაცია ავიღე.
სისხლი მაქვს შარდში :დ :დ :დ
დავასრულე ბიოლის ,, კლოუნის თვალთახედვა''..... დამიჯერეთ, ასე ჰერმან ჰესეს და თომას მანის წიგნების შემდეგ არცერთ მწერალს არ მოუხდენია ჩემზე შთაბეჭდილება. მიუხედავად იმისა,რომ ცალკე ჰემინგუეის და ცვაიგს ვაფანატებ. დამიჯერეთ წაკითხულიტ არ ინანებთ. თუ ბოილს სიწყნარესა და სიმყუდროვეში კითხულობ, ისეთი შთაბეჭდილება გრცება,რომ ჰანს შნირი გვერდით გიზის და ამ ყველაფერს გიყვება. ძლიერი მწერალია და ერთ–ერთი გამორჩეული მინდა ვთქვა, ბოილი....
ReplyDeleteმადლობა აზრის გაზიარებისთვის.
Deleteეჭვიც არ მეპარებოდა, რომ კარგი წიგნი იქნებოდა, მეც მალე ჩავუჯდები :)
გერმანული ლიტერატურა რომ ერთ–ერთი გამორჩეულია მსოფლიო ლიტერატურაში, ამაზე აღარავინ დაობს. მაგრამ, თავად გერმანულ ლიტერატურაში ასევე გამაოგნებულად გამორჩეულია მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის ლიტერატურა. ბიოლი, ფრიში, დიურენმატი, ბორხერტი, გრასი,ბრეხტი... არაფრით ჩამოუვარდებიან თავიანთ კლასიკოს თანამემამულეებსა. გარდა იმისა, რომ კარგ "ლიტერატურულ მიწაზე" განოყიერდნენ, ასევე, მარტივად არ ჩაუვლია იმ ქარტეხილებს,რაც ჰიტლერმა დაატეხათ თავს. ასე, რომ, მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის ლიტერატურა ორმაგი განცდაა ამ მწერლებისთვის– იყო დიდი ტრადიეციების გამგრძელებელი და ასევე აიღო პასუხისმგებლობა და ატარო ის "კომპლექსი" და დაანახო მსოფლიოს, რომ 20– საუკუნის გერმანია მხოლოდ ფაშიზმი არაა.:))
ReplyDeleteნამდვილად გამორჩეულია. და ზოგჯერ ლიტერატურის (ზოგადად ხელოვნების) გენიალობაში ამ ტრაგიკულ ეპიზოდს(ომს) რა დიდი მნიშვნელობა მიენიჭა. საოცარია სამყარო.
Delete