გახსნაზე მისვლას დიდი პლიუსი აქვს იმ შემთხვევაში, თუკი ფოტოების გადაღება ან ვიდეოს გადაღება გსურთ, რადგან ვინაიდან იმ დიდი მინუსის გამო არ წავსულვარ გახსნაზე და მეორე დღეს მივადექი "ახალ გალერეას", დაცვამ მორიდებულად გამაფრთხილა, რომ გადაღება არ შეიძლებოდა.
სხვა დროს ასეთი ფაქტი არ მახსენდება, მაგრამ ეს ხომ ოლეგ ტიმჩეკოა. თუკი ლუვრში, ვან გოგის ან პიკასოს გადაღება ნებადართულია, ხოლო დემიან ჰირსტის ახალი ექსპოზიცია მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშაა (ყველანაირი სახის გადაღება აკრძალულია), რატომ არ უნდა ეხმიანებოდეს ამ ფაქტს ოლეგ ტიმჩენკოც?
დიდი მინუსები და პლიუსები იქით იყოს და დღეს, რამდენიმე გალერიის ფეისბუქის გვერდზე ყველა ნახატი დაიდო, ასე რომ (უფლებათა დაცვით), მეც ვისარგებლებ ამ შემთხვევით და საშუალება გექნებათ თვალი შეავლოთ ნამუშევრებს ბლოგზე (ვინიცობაა და ფეისბუქზე არ ხართ დარეგისტრირებული).
ტიმჩენკო ჩემთვის 90-იანი წლების საქართველოსთან ასოცირდება, ეს ასოციაციაც, მხოლოდ წაკითხულ-განაგონიდან და ვიდეო ნაწყვეტებიდან შევიქმენი, თავად იმ დროისთვის პატარა ვიყავი. უშუალო მომსწრე ვერ ვიქნებოდი ოლეგის შემოქმედების. ოლეგთან პირველი უშუალობა წლევანდელმა არტისტერიუმმა დამამყარებინა, როდესაც "გალა გალერეაში" წარმოდგენილი იყო მისი "ვოუგ" ნამუშევრები.
აქ სწორედ იმ ზემოხსენებულ პრობლემას შევეჩეხე და გალერეის უცნაური სივრცეც მთლად გამოსივრცებული ვერ აღმოჩნდა ჩემი შთაბეჭდილებების ჩამოსაყალიბებლად. არა უშავს, ისევ რაღაცები წავიკითხე და მომეწონა იდეა.
თანამედროვე ხელოვნება ძალიან საინტერესო რამეა, მართლა ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ, ახლა მხატვარს, შესაძლებლობა აქვს იყოს აბსოლუტურად განუსაზღვრელი და თავისუფალი, ერთადერთი რაც მას ევალება, ესაა იდეის ორიგინალობა, კრეატიულობა და "პირველაღმომჩენობა".
ჩვენს ქვეყანაში კი ორმაგად საინტერესო პროცესია, რადგან ოლეგის "აქციების თუ პერფორმანსების ადრესატები ხშირად რიგითი მოქალაქეები არიან. ადამიანები, რომელთა ინტერესების სფეროში თანამედროვე ხელოვნება, როგორც წესი, არ შედის" (ნაწყვეტი ზამთრის "ტაბულა არტიდან").
რადგან ინტერესების სფეროში არ შედის და დიდად, ვერც ვერკვევით (ჩემი ცოდნაც საწყისს ეტაპზეა, ამიტომ ჩვეულებრივი მოქალაქეების მესმის) გაუგებრობა მეტ ინტერესს იწვევს, თან გამოიხატება მხოლოდ დადებითი სიტყვების წარმოთქმაში და ქებაში, რა იცი, იქნებ მართლა მაგარი რამეა და სულელი რომ გამოვჩნდე?
გაურკვევლობა და ინფორმაციის არ ქონა, ბევრ რამეს აფერხებს, ეს ზოგადი პრობლემაა ყველა სფეროში ჩვენთან, ამიტომ ამაზე აღარ შევჩერდები.
საინტერესოა ის მოქალაქეები, რომელთა ინტერესის სფეროშიც შედის თანამედროვე ხელოვნება. ერთ-ერთი მათგანი ვარ მეც.
სტრატეგია მაქვს შემუშავებული. მინდა არავის გავლენის ქვეშ მოვექცე და ჩემი ცოდნის და მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე შევიქმნა აზრი, სწორედ ამიტომ ვცდილობ ნაკლებად გავიცნო მხატვრები და ის ადამიანები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან დღევანდელი სახელოვნებო პროცესებით. ეს თან, უცნაურიცაა, თან ძალიან აზარტულიც და საინტერესოც.
ოლეგის ახალი გამოფენის სათაურია "ჰოპ გალერისტები", თუმცა აფიშაზე ჩანდა წინ წამძღვარებული სიტყვა "Top", რომელიც წითლად იყო გადახაზული. სიტყვა ჩარტების ლიდერების გამოსავლენად აღინიშნება. ამ შემთხვევაში ხაზი გაესვა, იმ ქართველ გალერისტებს, რომლებიც პოსტსაბჭოთა პერიოდის შემდეგ, დღემდე მუშაობენ და ურთიერთობა ჰქონდათ და აქვთ მხატვართან. გადახაზული ხაზები, პირობითობაზე მიგვანიშნებს, რადგან საკითხი ხელოვნებას ეხება და არა ჩარტერულ-რეისებსა თუ ჯართის ქარხნის საუკეთესო მუშების სიას (თუმცა ახლა, ესეც დასაშვებია).
ტიმჩენკოს ბოლო გამოფენებში ფერწერული მხარე უმნიშვნელოა. ეს კლასიკური გაგებით ფერწერა არ არის, საქმე თანამედროვე ხელოვნებასთან გვაქვს, ამიტომ "ბრწყინვალე ნამუშევრებია!", "რა საოცარი ფერებია!" და სხვა მსგავსი განსაზღვრებები უადგილოა.
ამ გამოფენაზეც იდეა პირველ ადგილას იდგა, თუმცა ეს იდე არ ეხებოდა რთულ ეგზისტენციალურ საკითხებს. აქვე, ამ გამოფენის ამსახველი წიგნის პრეზენტაციაც შედგა, რომლის საწყის გვერდზეც მხატვრის სამოქმედო გეგმა რამდენიმე სტრიქონში იყო გაშიფრული: "წარმომეჩინა გალერისტები გალერეაში, ოღონდ ჩვეულებრივ ამპლუაში კი არა – როგორც გამოფენათა ორგანიზატორები, არამედ უბრალოდ, როგორც ლამაზი ქალები, საინტერესო პიროვნებები ინტიმურ გარემოში. "

გალერეაში შესვლისთანავე მნახველის პარალელურად იდგა სტენდი, რომელზეც ნიუ იყო გამოსახული. სხეული არცერთ გალერისტს ეკუთვნოდა, ეს რომაული მითოლოგიის ქალღმერთი "დიანა" იყო. ფიგურის ნახევარპროტოტიპებად შეგვიძლია მივიჩნიოთ, წარმოდგენილი ცხრა გალერისტიც (ნახევარი იმიტომ, რომ სანახევროდ გაშიშვლებულნი იყვნენ).
ყველა ქალში ცოცხლობს სილამაზე, ყველა ქალი თავისებური დიანაა. ერთადერთი, გალერისტ არჩილ დარჩიას ფიგურა, არღვევდა ამ ზოგად ჰარმონიას, მაგრამ მისდამი კეთილგანწყობაც ხომ უნდა წარმოჩენილიყო რამენაირად. "შავი ყვავი" ამდენ მანდილოსანში, ნამდვილად გულმოსაწური იყო, მაგრამ კეთილ ნებას ვერსად გავექცევით.
გამოფენა მხოლოდ ამ "კეთილი ნების" გამოხატვას ემსახურებდა და რა თქმა უნდა, მხატვრის არც ერთ წინამორბედ ექსპოზიციას გავუტოლებდი. მით უმეტეს, რომ ეს ნება, მაინც ფერწერული ხერხებით იყო გადმოცემული და ზოგიერთი ტილო, არასასიამოვნო გრძნობებს ბადებდა.
თუმცა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ცნობილი გალერისტების პიკანტური დეტალების ხილვა ნესბისმიერ წრეში ნამდვილად დიდ ინტერესს გამოიწვევდა და არა მგონია, განხორციელებული აღმოჩენილიყო, რომელიმე სხვა მხატვარს რომ მოსვლოდა თავში მსგავსი რამ.
სექსუალობა ხომ ერთ-ერთი მამოძრავებელი და დამაინტრიგებელი ძალაა და გზა ადამიანების გულსა და გონებაზე.
ასე რომ, თუკი გადაწყვეტთ ჩემს პლიუს-მინუსობანას გზა აუაროთ და უშუალოდ შეიქმნათ შთაბეჭდილება (ფოტო/ვიდეოს გადაღების გარეშე!), 12 მარტამდე გაქვთ შესაძლებლობა ეწვიოთ "ახალ გალერეას".

![]() |
| ზაირა ბერელიძე– "გალერეა ვერნისაჟი" ტილო, ზეთი Zaira Berelidze- "Vernissage Gallery" Oil on canvas 150X200cm. 2008 |
![]() |
| არჩილ დარჩია– "ძველი გალერეა" ტილო, ზეთი Archil Darchia- "Old Gallery" Oil on canvas 210X124.5cm. 2009 |
![]() |
| ბაია წიქორიძე– "ბაია გალერეა"; "ახალი გალერეა" ტილო, ზეთი Baia Tsikoridze- "Baia Gallery"; "New Gallery" Oil on canvas 150X200cm.2008 |

"სექსუალობა ხომ ერთ-ერთი მამოძრავებელი და დამაინტრიგებელი ძალაა და გზა ადამიანების გულსა და გონებაზე."
ReplyDeleteძალიან მომეწონა <3 ეგ ფრაზა და ნახატები ზუსტად ჯდება აზრობრივად ერთმანეთში
მადლობა :))
Delete