ვიქტორ ჰიუგო - ამრავლეთ განათებული ადამიანები

ვიქტორ ჰიუგო - ადამიანების უფლებები, ადამიანებზე წუხილი და სვებედი.
კაცი, რომელიც ლიტერატურის საშუალებით ცდილობდა ადამიანების დაცვასა და მხარდაჭერას.

ადამიანი, რომელსაც ღრმად სწამდა ადამიანების სათნოების, სიკეთისა და გულისხმიერების. მუდამ პოზიტივს ეძებდა და დადებითი შტრიხების ძიებას ესწრაფვოდა.
თუკი მისი რომელიმე რომანი წაგიკითხავთ, ამაში უნდა დამეთანხმოთ.

მას სჯეროდა კაცობრიობის და ინდივიდის. მისთვის ჩვენ არცერთ კატეგორიად არ ვიყოვოდით. მნიშვნელობა არ ჰქონდა რომელი პოლიტიკური შეხედულებების ვიქნეოდით ან რა მრწამსის. მხოლოდ ორ ნაწილად იყოფოდნენ ადამიანები: განათებულებისგან და ბნელით მოცულებისგან.
"შეამცირეთ რიცხვი ამ ბნელით მოცულებისა, გაამრავლეთ რიცხვი განათებულებისა - აი, სიცოხლის მიზანი", - ამბობდა ის და ცხოვრების მთავარი კრედოც ეს იყო.

ხაზგასმით შევჩერდეთ "გ  ა  ნ  ა  თ  ე  ბ  უ  ლ  ე  ბ  ზ  ე". ის სპეციალურად არ ხმარობს სიტყვებს "განათებულობასა" და "გაუნათებლობას" და იდეალურად წარმოაჩენს ნათქვამის არსს, ყოველგვარი დამაკნინებელი ქვეაზრების გარეშე, რადგან იცის - ეს ყველაფერი ძალიან შეფარდებითი ცნებებია.

განათლება ნათელია, სინათლე კი სიკეთისა და ჭეშმარიტების წყარო.

რეალურად უმნიშვნელოვანესი დეტალია, რომელიც ასევე რეალურად დღესაც აწუხებს კაცობრიობას. ამ ყველაფერს ინფორმაციის ნაკლებობასაც ეძახიან და კიდევ სხვა რამეებიც ემატება.

ვიქტორ ჰიუგოს მისწრაფებებს სრულად იზიარებდა ილია ჭავჭავაძე. ამ მხრივ მათ ბევრი საერთო აქვთ. ასევე აკაკი წერეთლის "რაც არ იწვის, არ ანათებს" პრინციპი და ა.შ.

ვფიქრობ, სამართლიანად მოხვდა პროექტ "50 წიგნში" მისი რომანი "კაცი, რომელიც იცინის", რომლის პირველი ტომიც ორშაბათიდან გამოვა.
ჰიუგოს საფრანგეთში როგორც პოეტს, უფრო მეტად აფასებენ, ამიტომ ურიგო არ იქნებოდა მისი ლექსები გვეთარგმნა.

მახსოვს "საბრალონის" კითხვისას სულ იმის განცდა მქონდა, რომ ამ რომანიდან რამდენიმე დამოუკიდებელი და სრულყოფილი რომანი გამოიძერწებოდა. იმდენი ხაზი და ნაკადი მიედინებოდა.

ვიქტორ ჰიუგო ზედმეტად იდეალისტური შეხედულებებისაა ადამიანებზე, მაგრამ მას სურდა, დაეჯერებინა მათი სიკეთის...
ჩვენც ხომ იმის გვჯერა, რაც გვსურს.

"ნურაფერს ჩამოვაცლით ადამიანის გონებას. მავნებელია რისამე მოსპობა. საჭიროა შეკეთება და გარდაქმნა. ზოგი ნიჭი ადამიანისა შეუცნობელისკენ არის მიმართული, ღვთისკენ; ფიქრი, ოცნება, ლოცვა შეუცნობელი ოკეანეა. რა არის სინდისი? სინდიდი კომპასი არის შეუცნობელისა. ფიქრი, ოცნება, ლოცვა - ეს არის დიდებული, საიდუმლოებრივი სხივფრქვევა სულისა..."

2 comments:

  1. "კაცი, რომელიც იცინის" ორ ტომად გამოდის? კიდევ კარგი, "საბრალონი" არ შეარჩიეს :))) ... ლექსები რუსულად მაინცდამაინც არ მომეწონა (სხვა ფრანგ პოეტებთან შედარებით), რომანები უფრო საინტერესო მგონია...

    ReplyDelete
    Replies
    1. კი ორტომად გამოვა.
      კიდევ კარგი! ;დ :))

      ხო, სტატია წავიკითხე და ფრანგები უფრო როგორც პოეტს აფასებენო და დავინტერესდი.
      სხვამაც დიდი არაფერიო...

      Delete

საკითხავი ის არის, ვინ არის აქ გამკითხავი, - მოუჭრა ალთა-ბალთამ, - მე ჩემი სიტყვის პატრონი ვარ, ჰოდა, როგორც მომეპრიანება, ისე დავტვირთავ!