tag:blogger.com,1999:blog-5576867428591433372024-03-05T20:46:38.017+04:00ხელოვნების მახეRodehttp://www.blogger.com/profile/16781598990761238314noreply@blogger.comBlogger697125tag:blogger.com,1999:blog-557686742859143337.post-15424490933925226332024-02-26T14:00:00.000+04:002024-02-26T14:00:09.158+04:00დორიან გარბო

"გარბოს ერთი გასაოცარი იდეა ჰქონდა. მითხრა, რომ დორიან გრეის როლის შესრულება სურდა და სცენარის დაწერა მთხოვა. "წადი, ჯერ ირვინგს [ტალბერგი] უთხარი ამ იდეის შესახებ, რომ ფანჯრიდან შენ გადაგაგდოს და არა მე!", ვუთხარი გარბოს. თუმცა ის მართალი იყო, იმ დროისთვის გარბო ბრწყინვალედ შეასრულებდა ამ როლს" - მერსედეს დე აკოსტა წიგნიდან "Here Lies the Heart".
Rodehttp://www.blogger.com/profile/16781598990761238314noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-557686742859143337.post-60864989516466297572024-02-12T14:11:00.000+04:002024-02-12T14:11:49.960+04:00სოფია ლორენის დედა - გარბოს მსგავსი იტალიელი
1932 წელს იტალიაში კონკურში ჩაატარეს: "გარბოს მსგავსი იტალიელი". გამარჯვებული უფასო სამსახიობო გაკვეთილებს და კინო-სინჯს მიიღებდა. კონკურსის გამარჯვებული კი სოფია ლორენის დედა, რომილდა ვილანი გახდა. მშობლებმა ჰოლივუდში გამგზავრების უფლება არ მისცეს და არც სამსახიობო კარიერის არჩევანი მოუწონეს. ვილანიმ თავის ოცნებებს ხორცი მოგვიანებით ქალიშვილში შეასხა.

ამ ფაქტის შესახებ ლორენი 1979 წელს გამოცემულ ავტობიოგრაფიულ წიგნში "Sophia: Living and Loving: Her Own Story" ჰყვება. 1980 წელს წიგნის მიხედვით სატელევიზიო ფილმიც გადაიღეს, სადაც ლორენი საკუთარ დედას განასახიერებს.

გარბოს შესახებ ბოლო თვეებში დაწერილი ეს გასაოცარი ამბები ყველა ფბ გვერდიდან, GRETA GARBO APPRECIATION SOCIETY გავიგე.

რომილდა ვილანი

გარბოს მსგავსი რომილდა ვილანი

სოფია და რომილდა

სოფია გარბოს მსგავსი რომილდას როლში

სოფია და რომილდა

რომილდა და პატარა სოფია

Rodehttp://www.blogger.com/profile/16781598990761238314noreply@blogger.com1tag:blogger.com,1999:blog-557686742859143337.post-20842199132602186152024-01-29T19:24:00.001+04:002024-01-29T19:24:15.759+04:00ეშმაკის აბანო
"უაღრესად ემოციური პროექტი რომელზეც კი აქამომდე მიმუშავია - რეჟისორებმა ვერონიკა ფრანცმა და სევერინ ფიალამ თავიანთი ისტორიულ-მხატვრული ფილმისთვის, "ეშმაკის აბანო" მთავარი გმირის სათამაშოდ და მუსიკის დასაწერად ამირჩიეს. ფილმის მსოფლიო პრემიერა წელს ბერლინალეზე შედგება.

მე-18 საუკუნეში ხალხურად იტყოდნენ ხოლმე, რომ მელანქოლიური ადამიანი "ეშმაკის აბანოში" იყო გაჭედილი. ეს ტერმინი ისეთ ფენომენს მიემართება, რომელიც დღესაც სოციალური ტაბუ და მთავარი პრობლემაა: დეპრესიას.

თანამედროვე ისტორიაში ძნელად მოიძებნება ისეთი საშინელი ფენომენი, რომელიც ამგვარად შეუმჩნეველი იყო. მთელ ევროპაში, გერმანიაში, შვედეთში, ავსტრიაში, საფრანგეთსა თუ ინგლისში და საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, ქალები (უმეტესად) სიცოცხლის დასრულებას თითქმის რიტუალური მკვლელობების ჩადენით ცდილობდნენ. ამ გზით ისინი იმედოვნებდნენ, რომ თვითმკვლელი ქალებისა თუ კაცების მარადიულ წყევლას თავს დააღწევდნენ. სიკვდილით დასჯამდე მათ შეეძლოთ დანაშაული ეღიარებინათ და ამგვარად სიკვდილის შემდეგ ცოდვებისგან განწმენდილი ზეცაში წასულიყვნენ.

მხოლოდ გერმანულენოვან სამყაროში 400-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული.

იმ დროისთვის, მკაცრი კათოლიკური და პროტესტანტული რელიგია თვითმკვლელობას ყველაზე საშინელ ცოდვად თვლიდა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ მისი მონანიება ვეღარ მოხდებოდა. იმ პერიოდში დეპრესიული ავადმყოფობა და სიკვდილის სურვილი, რომელიც ამ დანაშაულებს წარმოშობდა, საუბრებში ეშმაკის აბანოდ მოიხსენიებოდა".

ანია პლაშგის პოსტი.

Rodehttp://www.blogger.com/profile/16781598990761238314noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-557686742859143337.post-56582564435610451712024-01-22T14:02:00.001+04:002024-01-27T16:12:59.205+04:00გარბოს ერთსიტყვიანი ინტერვიუ
ნიუ იორკი, 1931 წლის ზამთარი.

გარბო ცენტრალურ პარკთან ახლოს გასეირნებას ცდილობს, მაგრამ ფოტოგრაფები უკვე ჩასაფრებულან. ყურადღება აწუხებს. მანამდე მას ხალხიც აედევნა, ჟურნალისტებიც გამოჩნდნენ. გარბო ტაქსის გაჩერებას ცდილობს, ჟურნალისტები კი შეკითხვებს აყრიან. გარბო მხოლოდ ერთ სიტყვას წარმოთქვამს, "ჯანდაბა!", ეს სიტყვა კი ცნობილი გახდება, როგორც "ერთსიტყვიანი ინტერვიუ გრეტა გარბოსთან".

Rodehttp://www.blogger.com/profile/16781598990761238314noreply@blogger.com4tag:blogger.com,1999:blog-557686742859143337.post-46860658368404988912024-01-15T18:21:00.002+04:002024-01-19T13:50:34.294+04:00გემბანზე მოქანავე გარბო

მარინა ჩიკონია იტალიელი კინოპროდიუსერი და ფოტოგრაფი იყო. 60-იან წლებში ის ჰოლივუდის თუ მსოფლიო კინოს არაერთ ცნობილ ადამიანთან მეგობრობდა. ჩიკონია მათ ფოტოებსაც უღებდა, თუმცა ისინი პირადული ხასიათის იყო ე.წ. სნეპშოთის (Snapshot) სტილში. საჯაროდ ეს ფოტოები 2009 წელს გამოქვეყნდა. მათ შორის ვხვდებით გრეტა გარბოსაც, რომელიც სენ-ტროპეს მახლობლად ონასისის (ბერძენი ბიზნეს მაგნატი) იახტაზე ისვენებდა.

ფოტოზე ლეგენდარული მსახიობი საკმაოდ უჩვეულო პოზაშია დაფიქსირებული. ასეთი ბედნიერი და ლაღი გარბოს ხილვა ნამდვილად იშვიათობაა.

"საინტერესო იყო უჯრების დათვალიერება და ამ ფოტოების ხელახლა აღმოჩენა. ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი გარბოს ფოტოა, რომელიც "კრისტინას" გემბანზე დაკიდებულა. ის იყო ერთ-ერთი ყველაზე ბუნებრივი, უპრეტენზიო ადამიანი, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ. საკუთარ თავზე ან თავის კარიერაზე არასოდეს ლაპარაკობდა. როცა ნიუ-იორკში ჩავდიოდი, ლანჩზე ყოველთვის ერთსა და იმავე კაფეში მივდიოდით, ეს იყო კაფე "Passy", ისტ-საიდზე. ერთ ან ორ ჭიქა არაყს გადაკრავდა ხოლმე. ორი ჭიქა სრულებით ყოფნიდა რომ კარგ ხასიათზე დამდგარიყო", იხსენებს ჩიკონია.
Rodehttp://www.blogger.com/profile/16781598990761238314noreply@blogger.com2tag:blogger.com,1999:blog-557686742859143337.post-45217688277597061252024-01-08T15:23:00.001+04:002024-01-08T15:23:55.570+04:00ჯერალდინ დვორაკი - გარბოს დუბლიორი

ჯერალდინ დვორაკი გრეტა გარბოს დროებითი შემცვლელი იყო. imdb-ს მიხედვით მან 26 კინოპროექტში მიიღო მონაწილეობა, თუმცა უმეტესი მათგანის ტიტრებში მისი სახელი მოხსენიებული არაა. ის დრაკულას საცოლეს ასახიერებდა 1931 წლის საკულტო ფილმში "დრაკულა".

imdb-ზე ვკითხულობთ: დვორაკი ეპიზოდური როლების მსახიობი იყო, რომელსაც ირვინგ ტალბერგი გრეტა გარბოს ჩამნაცვლებლად (თუკი მსახიობი ორსულად იქნებოდა ან რაიმე მიზეზით მიუწვდომელი) გრძელ კადრებში და კოსტიუმების მოსინჯვის დროს იყენებდა. როგორც ჩანს, დვორაკი, არა მხოლოდ ფლობდა გარბოს ზუსტ ფიზიკურ ზომებს (სიმაღლე, წონა, ფორმა), არამედ გარბოს მსგავსად სიარული და ლაპარაკიც (შვედური აქცენტით საუბრის მანერა) შეეძლო.

Rodehttp://www.blogger.com/profile/16781598990761238314noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-557686742859143337.post-82808203311769877722023-12-06T13:38:00.001+04:002023-12-06T15:00:49.622+04:00პასაჟი: კინოკადრებით სავსე ბაბილონის გოდოლი

კადრი "ვერტიგოდან"

"ისევ და ისევ, ეს კინოკადრები სიზმრებში ჩაგვყვებიან და გამოგვიხმობენ; ჩვენ მათ მივეახლებით და გავიცნობთ ყოველგვარი ტექსტით დაწესებული ტრაექტორიის გარეშე. [...] მხატვრების მიერ ხმარებული ტერმინი რომ ავიღოთ: ეს იმიჯები "ფიქსატივებია", ცალკე აღებულებს, იზოლირებულებს მათ უკვე აღარავითარი ფუნქცია აქვთ. წესით, ისინი არ უნდა არსებობდნენ, თუმცა ისინი აქ არიან და თავიანთ "ექსპრესიულ მუხტს" ავრცელებენ. ისინი მეხსიერებაში რჩებიან, ტექსტს მიღმა. თავიანთი ცხოვრებით ცხოვრებას აგრძელებენ".

Raúl Ruiz

ჩემი აწ უკვე გარდაცვლილი ბებო და პაპა სუფი ზეპირი მთხრობელები იყვნენ სოფელ კალიტაკუჩიში, რომელიც ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატში, ასამში მდებარეობს. მათ სოფლის მაცხოვრებლების ოცნებებიდან, მოგონებებიდან და ცხოვრებისეული გამოცდილებებიდან თავიანთ არეულ-დარეულ და არაპირდაპირ ზღაპრებში ფრაგმენტები შეიტანეს. მტკიცედ სჯეროდათ, რომ ფრაგმენტებს, რომელსაც თხრობისას ქმნიან, დამოუკიდებელი არსებობა აქვთ და შეუძლიათ თავისუფლად შეერწყან სხვა ისტორიების ფრაგმენტებს, ამგვარად კი ისტორიების უსასრულო ნაკადი წარმოქმნან. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ჩემი დამოკიდებულება ფილმების ყურებასთან და კინოს გადაღებასთან, თითქმის იგივეა.

ამ თვალსაზრისით, რაულ რუისის სიტყვები ჩემში მკაფიოდ გამიჟღერდა, რადგან ისინი ჩემს ასოციაციას კინოსთან, როგორც სინეფილთან და რეჟისორთან, ისე ჩემი რეგიონის ისტორიასა და კოლექტიურ მეხსიერებასთან ადასტურებენ. ჩვენ იმიჯების უზარმაზარი სიმრავლის ეპოქაში ვცხოვრობთ, რომელიც ჩვენს კინოსთან ურთიერთობაზე მოქმედებს. არა მხოლოდ ფილმები არწყულებს, აცოცხლებს ჩვენი კინემატოგრაფიული მეხსიერების პეიზაჟებს, არამედ ჩვენი მუდმივი შეხვედრები ფილმურ ობიექტებთან - მაგალითად, ფილმებიდან სქრინშოთებს, რომელთაც სინეფილები სოციალურ მედიაში ავრცელებენ. კინოკადრები ჩვენს გონებაში მუდმივად ილექება, სადაც ისინი ჩვენი ცხოვრების მოგონებებს ერწყმიან და უსასრულოდ წარმოქმნიან ახალ შინაარსებს. ჩვენს მეხსიერებაში არა იმდენად ფილმების ყურების ქმედება, არამედ ამ ფილმების გარკვეული იმიჯები რჩებიან, რომლებიც შემდგომ კინოს ოცნებების სფეროს ამსგავსებს. ჩვენს მოგონებებში, ეს კადრები "ფეხმძიმდებიან" და უსასრულო შესაძლებლობებს იძენენ. მაგალითად, ხშირად ვიხსენებ გალერეაში მჯდომ კარლოტა ვალდესს, რომელიც ლორას დახვეწილ პორტრეტს შეჰყურებს, ხოლო ნანა კლეინფრანკენჰაიმი კინოდარბაზში შეყვარებულ ანტუან დოინელს ხელს ებღაუჭება, ვგლოვობ ანიეს ვარდას "მაწანწალას" ბოლო სცენაზე. მოულოდნელი შეხვედრებისა და ასოციაციების უხვ ნაკადში, სინეფილები გარდაუვალად აღმოაჩენენ საკუთარ პორტრეტებს. მართლაც, როგორც მხურვალე სინეფილმა ფრენკ ბოვემ თავის შესანიშნავ ფილმში "არც იფიქრო, რომ ვიყვირებ" (2019) აჩვენა, რომ ფილმი, რომელიც სხვა ფილმების კადრებითაა შექმნილი, ასევე შეიძლება იყოს ძალიან ინტიმური, ღრმად პირადული დოკუმენტი.

სიზმარში, რომელსაც ხშირად ვხედავდი, ბაბილონის გოდოლის (მოდი "ლუმიერების კოშკი" ან "სინათლის კოშკი" დავარქვათ მას) მსგავსი სტრუქტურის შიგნით უმიზნოდ დავეხეტებოდი, მისი კედლები, სხეულის უჯრედების მსგავსად, ყველა იმ ფილმის კადრებით იყო მოფენილი, რომელიც გადაუღიათ ან რომელსაც გადაიღებენ. სტრუქტურაში ნელ-ნელა გზას ვიკვლევდი და პროცესში საკუთარ კინოკადრებს გამოვიხმობდი. კოშკის უზარმაზარ ეკრანზე, რომელზეც წარსულის, აწმყოსა და მომავლის კადრებისგან შემდგარ კინოს ვუყურებდი, რატომღაც საკუთარი ცხოვრების სცენებს ვხედავდი, თითქოს ეს შინ გადაღებული ფილმი ყოფილიყოს. გარდა იმისა, რომ სიზმარი სიცოცხლის დადასტურებას ცდილობს, ის კინოს ტრაგედიაზეც გვაფიქრებს - ფაქტი, იყოს იმაზე უფრო ცხადი ვიდრე სინამდვილეა. სინეფილები საუკეთესო შემთხვევაში მაწანწალები ვართ, უარეს შემთხვევაში - დევნილები, ერთადერთი ადგილი რომელსაც "სახლი" შეგვიძლია ვუწოდოთ, არის რეალობა, რომელსაც კინო გვთავაზობს. სახლი, სადაც კინოს ისტორიის მსგავსად, დრო წრიული და სინქრონულია - თითქოს მატარებელი სულ ახლახან შემოვიდა La Ciotat-ს სადგურზე, ხოლო გოდარი "მშვიდობით ენას" პირველ კადრებს აწყობს. კინო ჩემს მეხსიერებაში რჩება, საკუთარი ცხოვრებით აგრძელებს ცხოვრებას.

ავტორი: Mehdi Jahan

წყარო
Rodehttp://www.blogger.com/profile/16781598990761238314noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-557686742859143337.post-52014573258302930172023-11-24T19:54:00.001+04:002023-11-24T19:54:34.027+04:00რას ვნახავ თბილისის 24-ე კინოფესტივალზე?

კინოფესტივალის წინ, გაზარმაცებულს და უმოტივაციოს, არაფრის სურვილი არ მქონია. მერე ერთი სინეფილის სტატია წავიკითხე, თუ როგორ შევნატრით და მივილტვით ეკრანზე გამოსახული ერთადერთი რეალობისკენ, რომელიც ძალიან გვინდა რომ ცხადი იყოს. ეს სიტყვები როგორც კი წავიკითხე, საიტზე შევედი და ჩემთვის სასურველი ფილმები მოვძებნე.

ბევრი ნაცნობი გვარი დამხვდა, წლიდან წლამდე აგერ უკვე მერამდენედ სულმოუთქმელად რომ ველი ხოლმე.

კაურისმაკის და ჰამაგუჩის ფილმებს ვეღარ მივუსწარი, ბილეთები გაყიდული დამხვდა. სამაგიეროდ სხვებთან ერთად შევაფასებ ისეთი რეჟისორების ახალ ნამუშევრებს, როგორიცაა ნური ბილგე ქეილანი ("ხმელი ბალახის შესახებ"), ლავ დიასი ("როცა ტალღები დაცხრება"), ელენე ნავერიანი ("შაშვი შაშვი მაყვალი"), შუჯუნ ვეი ("მხოლოდ მდინარე მოედინება")... ოთხივე სათაური როგორი პოეტურია? უკვე დიდ ამბავს მიყვებიან.

იმ სტატიას აუცილებლად ვთარგმნი - კინოს როგორც ბაბილონის გოდოლს, სადაც კედლები ყველა დროის კინოკადრებს მოუცავს, მანამდე კი, კიდევ ერთხელ დავივიწყებ ყოველდღიურობას და ილუზიების სამყაროში გადავეშვები.

Rodehttp://www.blogger.com/profile/16781598990761238314noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-557686742859143337.post-12752194264255953412023-10-04T14:33:00.000+04:002023-10-04T14:33:17.481+04:00წყნეთი-კუს ტბა-მთაწმინდის ყვავილები
წყნეთი-კუს ტბა-მთაწმინდის ქედების ყვავილები (სამოყვარულო დაკვირვების შედეგები)

ბოლო ორი-სამი წელი აქტიურად შევუდექი კუს ტბის მიმდებარე ფლორის გაცნობასა და შესწავლას. თავიდან (განსაკუთრებით პანდემიის დასაწყისში) ეს მხოლოდ ჰაიკინგი და გონების გათავისუფლება იყო, შემდგომ კი ნელ-ნელა გარემოზე დაკვირვება დავიწყე და უამრავი საოცარი მცენარე აღმოვაჩინე.

ყველაფერი შემოდგომის ერთ წვიმიან დღეს დაიწყო, როდესაც გახუნებულ მინდორზე სოსანისფერ ზაფრანას (Crocus speciosus) გადავაწყდი… დღემდე ის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ყვავილია. სახეობის დასადგენად ბევრი ვიწვალე, თუმცა საბოლოოდ ამ პატარა ბოლქვიან მცენარეში გავერკვიე. დაჟინებულმა კვლევა-ძიებამ სხვა მცენარეების სახელების სწავლის სურვილიც აღმიძრა.

ამ ალბომში თავმოყრილია ჩემს მიერ ნანახი ყველა ყვავილოვანი მცენარე. რა თქმა უნდა „ყველა“ პირობითია, ალბათ, კიდევ ბევრი საინტერესო სახეობა გამომრჩა, მაგრამ ვფიქრობ, ძირითადი ყვავილები მოვიხელთე და მომავალში ალბომის შევსებას წინ არაფერი უდგას.

ზოგიერთი ყვავილი მხოლოდ რამდენიმე დღე ყვავის, ამიტომ უნდა გაგიმართლოს ამინდში, საკუთარ დროში, და ბოლოს, როგორმე გადააწყდე და გადაუღო ფოტო. როგორც შეამჩნევდით, მხოლოდ სახეობის დაფიქსირება და უბრალოდ ფოტოს გადაღება არ ყოფილა ჩემი მიზანი. მინდოდა კამერის საშუალებით ესა თუ ის ყვავილი მისი ყველაზე სახიერი კუთხიდან, გაფურჩქნის ზენიტში, მისი სიბრძნის გამოვლინების (მორის მეტერლინკის სიტყვებით) მომენტში გადამეღო და ყველაზე დიდი წვალება აქ შემხვდა. თუკი ფოტო ამ ჩანაფიქრს არ გადმოსცემდა, ალბომში არ შემქონდა. ვიმედოვნებდი, რომ მომავალ წლებში უკეთესის გადაღებას მოვახერხებდი და ზოგჯერ ასეც ხდებოდა, ზოგიერთი ყვავილის მოხელთებას კი ახლაც ვცდილობ.

დაკვირვების ტერიტორია ვერტიკალური ჭრილით მოიცავს: კუს ტბის ტერიტორიას და განსაკუთრებით მის ზედა ქედს. ზემოთ, ბულბულების ჭალას და მეორე ქედსაც „დაკარგული ქოხიდან“ ჩიტების ტბამდე. ჰორიზონტალური განივით, წყნეთის ბილიკიდან, მილის წყაროთი შუაში და მთაწმინდის ბოლოს, ეზოს ფესტივალამდე. ამიტომაც შევურჩიე ალბომს სახელი „წყნეთი-კუს ტბა-მთაწმინდის ყვავილები“.

ალბომში თითოეულ სახეობას ქვეშ მიწერილი აქვს სახეობის ლათინური მონაცემები: სახელწოდება (შეძლებისდაგვარად ქართულიც), გვარი და ოჯახი. სახეობები ძირითადად სეზონის მიხედვითაა დალაგებული, ადრეული გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე ან ოჯახებად. ასევე თითოეულ ფოტოზე ჩანს გადაღების თარიღი, რაც ყვავილობის დაახლოებით პერიოდს გვიჩვენებს.

ალბომი განახლების პროცესში იქნება და გაპარული შეცდომები გამოსწორდება.

მადლობა საქართველოს ველური ბუნების წევრებს მოთმინებისთვის და დახმარებისთვის.

მომავალში შესაძლოა ამ ყველაფერმა გზამკვლევის სახე მიიღოს.
Rodehttp://www.blogger.com/profile/16781598990761238314noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-557686742859143337.post-35384659083508090322023-09-13T13:51:00.000+04:002023-09-13T13:51:30.670+04:00ჯენა როულენდსის თმითმეტყველება

იშვიათად მინახავს ან მახსენდება ეკრანზე თმას ამგვარი მძლავრი გასულიერება, მღელვარება და ჯადოსნობა გამოეწვიოს. ეს ჯენა როულენდსის თმაა და მათი ქროლვა-მოძრაობა ჯონ კასავეტისის კინოფირებშია გადმოცემული.

როულენდსის პერსონაჟები და მათი ყოველთვის ერთნაირი ვარცხნილობა, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი და არაფრით გამორჩეული ქერა თმა, უამრავი ელფერითა და ენერგიით ელვარებს: ხან ჰაერში აფრიალებული, ხან თავდახრისას, იატაკისკენ დაქანებული, ხან სახეში ხელის გარტყმისას - გადაფრენილი. ზოგჯერ დაძაბულობისგან, როდესაც ჰაერი ელექტრობით იმუხტება, ეს როულენდსის თმა ასხივებს ნერვული კრიზისის დაწყებას.

ფილმის ყურებისას რაღაც ანომალური და გამოუთქმელი იბადება. ან შეიძლება ჩემი კინომანიის მორიგი, ერთი რიგითი ეპიზოდია... რა თქმა უნდა, ეს ეფექტი მარტო თმის დამსახურება არაა და ის კასავეტისი-როულენდსის კინოსამყაროს და მათი სამუშაოს ნაწილს წარმოადგენს.

თმითმეტყველება ზოგადად ბევრ ქალ მსახიობს აქვს, განსაკუთრებით შავ-თეთრ ჰოლივუდში, მაგრამ ჯენა როულენდსის თმა მაინც ყველაზე განსაკუთრებული და გამორჩეულია.
Rodehttp://www.blogger.com/profile/16781598990761238314noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-557686742859143337.post-42040344785247361202023-06-05T17:55:00.000+04:002023-06-05T17:55:04.856+04:00კანგვონის პროვინციის ძალა

ციტატები ჰონ სან-სუს ფილმზე "კანგვონის პროვინციის ძალა" (1998)

სინოფსისი:

ახალგაზრდა ქალი ორ დაქალთან ერთად კორეის ტურისტულ პროვინციაში დასასვენებლად მიდის. ბედის ირონიით, მისი ყოფილი შეყვარებულიც, სწორედ იმ პროვინციაში აპირებს გამგზავრებას. შეხვედრა გარდაუვალია.

მთავარი გმირი დაქალებთან ერთად ტურისტულ პროვინციაში მიემგზავრება, მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ თითქოს, თავის ორ ოქროს თევზს უნდა მოუაროს. თევზები თასშია მოთავსებული, რომელსაც მზის პირდაპირი სხივებისგან თავდასაცავად ქაღალდი აქვს შემოკრული. ფილმის ბოლო კადრში არეულ კუთხეში მიდგმულ თასს ვხედავთ, რომელშიც მხოლოდ ერთი თევზია დარჩენილა. რა ვუყოთ ამ დეტალს? რამდენიმე გამოსავალი მაქვს: შემიძლია მას სიუჟეტის მიმართებასთან უმნიშვნელო, არარელევანტური ვუწოდო და დავივიწყო. ასევე შემიძლია პირიქით მოვიქცე და ყველა შესაძლო ფასად მისი სემიოტიზირება ვეცადო, ვიპოვო მინიშნება შეუმჩნეველი ენიგმისთვის, Raoul Ruiz-ის 'ფარული ფილმის' ან პირსის გატაცების (abduction) იდეის შესაბამისად. შემიძლია უფრო მარტივადაც მივუდგე და რაღაც სხვა გაგებით, მეტაფორის მნიშვნელობით ვაჩვენო, მასში რაღაც მელანქოლიის დისკრეტული პოეტიზაციის მსგავსი რამე წავიკითხო. მაგრამ ასევე შემიძლია - და ჩემი ჰიპოთეზით, ეს ვარიანტი ყველაზე ჰონიური პოზიციაა - უარი ვთქვა ყველა ამ ინტერპრეტაციაზე და უბრალოდ მისი გამოვლენით დავკმაყოფილდე, მისი არსებობის დანახვით, იმის აღიარებით, რომ ეს არაფერს ნიშნავს, ყოველ შემთხვევაში, არაფერს კონკრეტულს. თევზები იქ იყვნენ, მე დავინახე ისინი, მათ ჰქონდათ ბედი, რომელიც მე არ მეხება და ვერც ვერასოდეს გავიგებ, თუ როგორ ან რანაირად ეხებოდნენ გმირებს. ეს დეტალი, როგორც ფიგურალურად ისე შინაარსობრივად, მაყენებს იმასთან, რის დანახვასაც, როგორც ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში ისევე ფილმში, უარვყოფ: რეალობას - რომელსაც მკაფიოდ არავითარი აზრი აქვს, ჩემს გარეთ არსებობს, მხოლოდ შემთხვევითობის ან გარდატეხის წყალობით მეხება და ამიტომაც არ შედის ჩემი რეალობის სცენარებში.

Jacques Aumont

ჰონის 'ზღაპრული კინო' ხშირად ორად გაყოფილია, სადაც ერთი ნახევარი მეორეს ირეკლავს ან უპირისპირდება. სწორედ ასე ხდება მის ადრეულ შედევრში "კანგვონის პროვინციის ძალა" (1998), რომელიც წარმოგიდგენთ ერთ ამბავს შვებულებაში მყოფი ახალგაზრდა ქალის შესახებ; შემდეგ ვხედავთ მეორე ამბავს, სადაც პროფესორი იმავე ადგილას მოგზაურობს; და შემდეგ, ბედის რაღაცა დამთხვევით, ორივე ამბავი ერთიანდება და ურთიერთდაკავშირებული ხდება. მეორე ამბავი უბრუნდება ადგილებს, ობიექტებსა და ინციდენტებს პირველიდან, რათა მათ სხვა შუქზე მოჰყვეს, შეავსოს ხარვეზები ჩვენს პირველად ცნობაში ან ახალი საიდუმლოებები გახსნას.

James Quandt

ციტატების წყაროები შეგიძლიათ ორიგინალ პოსტში მოიძიოთ.
Rodehttp://www.blogger.com/profile/16781598990761238314noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-557686742859143337.post-67977791975773885912023-05-05T13:37:00.000+04:002023-05-05T13:37:56.215+04:00ქალი, რომელიც წავიდა

ციტატები ლავ დიასის "ქალი, რომელიც წავიდა" (2016) შესახებ.

სინოფსისი:

ოცდაათწლიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ, ქალი ყოფილ საყვარელზე შურისძიებას გეგმავს.

დიასი სამყაროს დასასრულის აუხსნელად ტრანსცენდენტურ მოგზაურობას წარმოადგენს, რომელიც ღრმად გაჟღენთილა მელანქოლიით და ღიაა თითქმის ყველა შესაძლო ინტერპრეტაციისთვის. რაც უფრო შორს მიდის ჰორაცია თავის მოგზაურობაში, მით მეტად იშლება სამყარო მის ირგვლივ და სანამ კაცობრიობა დაცემას განაგრძობს, მისი უბედურება ერთდროულად წმინდა სინათლისა და სიცარიელის სახეს იღებს. ის მოჩვენებაა, რომელიც მოჩვენებებს ეძებს, ზუსტად იმავეს სთავაზობს დიასი თავის მაყურებელს, რაც ჩვენ საკუთარი თავის დანახვის აქტში ყოველთვის გვაკლდება. ფილმში იმედი არ ჩანს, მხოლოდ იმიჯი იმისა, რაც გაქრება.

Lorenzo Esposito

დიასის ქუჩის სცენები მსოფლიო კინოს ნორმებსა თუ კომპოზიციის აწყობაში ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემია, სადაც თავის დამოკიდებულებას დიაგონალურ ტრაექტორიაში Z და X ღერძების გასწვრივ ათავსებს, გამოიმუშავებს იმპულსს მაშინაც კი, როდესაც კამერა ათ წუთზე მეტ ხანს უძრავია.

Scout Tafoya

დიასმა ფილმის შთაგონება ლევ ტოლსტოის მოთხრობისგან "ღმერთი სიმართლეს ხედავს, მაგრამ ელოდება" მიიღო და არამხოლოდ მიუსადაგა ის ფილიპინურ რეალობას, არამედ სამ საათსა და ორმოცდაექვს წუთამდე გააგრძელა. [...] მტკივნეული მარტოსულობა მწირ თხრობაში ნელ-ნელა მატულობს, ნელი კამერა, კუროსავას შავ-თეთრი კამერის მსგავსად ყველაფერს აღბეჭდავს და ფილმს ხანდახან ამაღელვებელ, ღირებულ გამოცდილებად აქცევს.

FILIPE FREITAS

პირველი ციტატის წყარო; მეორე ციტატის წყარო; მესამე ციტატის წყარო.
Rodehttp://www.blogger.com/profile/16781598990761238314noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-557686742859143337.post-60232751813631179362023-04-18T14:53:00.002+04:002023-04-18T14:53:37.105+04:00გაუმარჯოს სიყვარულს

ციტატები ცაი მინ-ლიანის "გაუმარჯოს სიყვარულს" (1994) შესახებ.

სინოფსისი:

ტაიპეიში მცხოვრები სამი მარტოხელა ახალგაზრდა შემთხვევით იზიარებს ბინას, რომელსაც სექსისთვის იყენებენ.

თავდაპირველად ჩაფიქრებული როგორც "კომედია" ერიკ რომერის რომანტიკულ იზოლაციაზე "მწვანე სხივი" (1986 წ.) სარკასტულად დარქმეული "გაუმარჯოს სიყვარულს" ნამდვილად ინარჩუნეს მისი ინსპირაციის ჩონჩხს - ქალის ცარიელი ცხოვრება, შემთხვევითობების უსასრულო წყება, ადამიანური კავშირის მოზღვავებული ემოციური ნაკადი უკანასკნელი წუთის გაელვებისას - თუნდაც არანაირი კავშირი ჰქონდეს რომერთან, "მწვანე სხივის" პირველ ათ წუთში უფრო ბევრი საუბარია, ვიდრე "გაუმარჯოს სიყვარულს"-ის მთელ ქრონომეტრაჟში. რაც შეეხება მუსიკალურ მინიშნებებს, ის საერთოდ არაა. ცაის ტაიპეიში, მანქანის სიგნალიზაციის ელექტრო ხმები და ქუჩის გადაკვეთის სიგნალები მობილური ტელეფონებისა და სახლის ზარების გამუდმებულ ჭახჭახს უწევს კონკურენციას, რათა უმნიშვნელო გახადოს ლირიკული და მელოდიური გადახვევები. როდესაც ფონზე მუსიკის ჩურჩული საბოლოოდ გაისმის - ფილმის დაწყებიდან ერთი საათის შემდეგ, კოლუმბარიუმის გაყიდვების ოთახში - ის ჰგავს ისეთ ხმას, თითქოს მკვდარი გაცოცხლებულა და ჩურჩული, ჩქაფუნი დაუწყია, ცაის გმირები კი აჩქარებით უკან იხევენ. წინაპართა ხმები ყველა შესაძლო საშუალებით უნდა არიდებულ იქნას, ისევე როგორც თანამედროვე ტაივანის უსახური რისხვა, რომელიც სასაფლაოებით გავსებულა, ხოლო მრავალსართულიანი შენობების ბინები დაცარიელებულა, ანგრევს რა ქალაქის სხვადასხვა წარსულს - სოციალურს, არქიტექტურულს, სულიერს - და "გაუმარჯოს სიყვარულის" მეგობრებს და შეყვარებულებს უმისამართო მოძრაობის განუწყვეტელი მდგომარეობისკენ უბიძგებს.

მიუხედავად ამისა, ცაის ნაწარმოებში მგზნებარე გადაწყვეტილებაა, რომ ეს გმირები - რატომღაც, ოდესღაც - ერთმანეთის მკლავებში აღმოჩნდებიან. მაგრამ მაშინაც თუკი დაკმაყოფილება სამუდამოდ გადაიდო, ლოდინი ერთგვარი ტანტრული ხალისითაა გაჟღენთილი: თუმცა ფილმის დამთრგუნველი, ანტონისეული ურბანული გარემო, არქიტექტურული გულისრევა, პილიგრიმის ბილიკზე დატოვებული კვალის მსგავსად, გმირების შეკავშირების გზების გამონახვას ემსახურება, თუ როგორ ცდილობენ, ხრიკებითა და ფანდებით, გადაეყარონ ან ასცდნენ ერთმანეთს, თითქმის ტატისეული ქორეოგრაფიული გრაციოზულობით. დამყარებული კავშირები ყოველთვის მყიფეა, ემოციურად ფარული და გაუქმებას ექვემდებარება, და ეს ასეა, სანამ ფილმის ბოლოსკენ - როდესაც Hsiao-kang საბოლოოდ გამბედაობას მოიკრებს მოიპაროს მცირე სიამოვნება მისი სატრფოსგან, განმარტებით მძინარე Ah-jong-ისგან - ცაი მხოლოდ მის ხელს აჩვენებს.

Chuck Stephens

"გაუმარჯოს სიყვარულს" დღემდე საუკეთესოდ მიმაჩნია - ყველაზე სკრუპულოზური, ყველაზე მოწესრიგებული, ყველაზე მეტად გააზრებული და ნაგრძნობი. პატერნების გამოყენება, იქნება ეს ფილმების საერთო თანმიმდევრობაში თუ ცალკეულ ეპიზოდებში, თავისთავად მომხიბლავია, მაგრამ ის არასოდეს გადაიქცევა უბრალო ფორმალიზმად. სიმეტრია ყოველთვის გრძნობის სამსახურშია. [...] თანამედროვე კინოს დაუვიწყარ მომენტებს შორის ერთ-ერთი ეს (რა თქმა უნდა!) კოცნაა - ერთადერთი კოცნა მთელ ფილმში, შესაბამისად, ძალზედ მტკიცედ პრივილეგირებული. ის თითქმის ფილმის კულმინაციური მომენტია, ტოტალური სიყვარულის (თუნდაც უპასუხო) გამოხატულება. თითქმის, მაგრამ არა მთლად. ცაი ლინთან გვტოვებს (ვფიქრობ, სამართლიანად), და ეს იყო ალბათ, ყველაზე გაბედული დასასრული, რაც კი ოდესმე შემხვედრია მხატვრულ ფილმში.

Robin Wood

ფილმის დასასრულს, რომელიც ახლა უკვე ლეგენდად იქცა, ცაი პროტაგონისტი ქალის ორწუთიან მოძრავ კადრს დგამს, რომელიც მაღალი ქუსლებით პარკში მისეირნობს, ამ კადრს კი დაახლოებით ექვსწუთიანი კადრი მოჰყვება სტატიკური ახლო ხედით, სადაც ქალი ტირის. Hou Hsaio-hsien-ის მუდმივი სცენარისტის, Chu T’ien-wen-ის ესე ნათლად ასახავს იმ მღელვარებას რასაც ფილმის ტაივანში გამოსვლას თან ახლდა. Chu-ესე სახელწოდებით "საეტაპო" ფილმის ნახვის შემდგომ რეჟისორებისა და კრიტიკოსების ჯგუფის დისკუსიაზე მოგვითხრობს. ერთ-ერთმა რეჟისორმა არაერთხელ იკითხა, ფინალი უხეში ჭრის შედეგი თუ იყო და რატომ არ ჰქონდა დამატებული ეპიზოდს მუსიკა.

Song Hwee Lim

Shelly Kraicer: შესაძლებელია თუ არა "ტაივანური არტჰაუსის სტილზე" საუბარი? ახლა Hou Hsiao-hsien-ი მახსენდება, რომელმაც ერთგვარი მოდელი დაამკვიდრა: ხანგრძლივი გადაღება, უძრავი კამერა, საშუალო და გრძელი კადრები, გადაღება ლოკაციაზე. თქვენი ფილმები ამგვარი სტილითაა გადაღებული თუ პირიქით, ეწინააღმდეგება მას?

Tsai Ming-liang: ბევრს არ ვფიქრობ საკუთარი ფილმების სტილზე ან ჩემს სტილსა და ეგრეთ წოდებული ტაივანური არტჰაუსის სტილს შორის დამოკიდებულებაზე. ჩემი ფილმები ჩემივე თეატრის სამუშაოებითაა ინსპირირებული. კინორეჟისორობამდე, როდესაც თეატრში ვმუშაობდი, მეტად რეალისტურ რეკვიზიტებს ვიყენებდი და სამსახიობო თამაშსაც ძალზედ რეალისტურს ვარჩევდი, ამასთანავე არასოდეს ვცვლიდი სცენას - ის ძალიან ჰგავდა ფილმის გადასაღებ მოედანს. ამასთან, სასცენო ნამუშევრების თემა ყოველთვის ფილმის მსგავსი იყო. მაგალითად, ჩემს პირველ სპექტაკლს "Instant Noodle" ერქვა. ის ბიჭზეა, რომელსაც ისე უყვარს კინო, რომ მთელს თავის ფულს კინოფესტივალის ბილეთების ყიდვაში ხარჯავს. მას საჭმლისთვის ფული აღარ რჩება და ყოველთვის სწრაფი მომზადების ლაფშას ჭამს. ღამეებს კინოზე ოცნებით ატარებს. 8 მილიმეტრიანი კამერით ყველა ის კლასიკური ფილმი გადავიღეთ, რომელიც მომწონდა და შემდეგ მწერების ბადეების ფონზე გავუშვით ეს კადრები ამ ბავშვის სიზმრების სიმბოლურ გამოსახატად. ასე რომ ჩემი პირველი თეატრალური ნამუშევარი ძალიან კინემატოგრაფიული იყო.

მეორე მხრივ, ფილმების გადაღება რომ დავიწყე, თეატრით ვიყავი ინსპირირებული. ეს სივრცისა და დროის კონცეფციას და უძრავ კამერას ეხება. იგივე ლოკაციების შემთხვევაშიც. ხშირად პატარა ოთახში ვიღებ ხოლმე და როგორც იცი, ბევრი ადგილი არ მაქვს კამერის მოძრაობისთვის. ამასთანავე, თუკი გმირი ღია სივრცეში მოძრაობს, რა თქმა უნდა კამერაც მას გაჰყვება. ასე რომ უძრავია თუ მოძრავი კამერა, ის მხოლოდ გმირიდან გამომდინარეა ასე. ამ თვალსაზრისით, ერთგვარ თავისუფლებას ვგრძნობ. განზრახ არ ამირჩევია ეს უწყვეტი გრძელი კადრების სტილი. ესაა ჩემი ესთეტიკის სათავე და არა წინასწარ ჩამოყალიბებული წარმოდგენა ფილმის სტილის შესახებ.

ციტატების წყაროები შეგიძლიათ ორიგინალ პოსტში მოიძიოთ.
Rodehttp://www.blogger.com/profile/16781598990761238314noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-557686742859143337.post-86206767549975500422023-03-30T13:39:00.000+04:002023-03-30T13:39:31.791+04:00ბრწყინვალების სასაფლაო

ციტატები აპიჩატპონგ ვერასეტაკულის "ბრწყინვალების სასაფლაოს" (2015) შესახებ.

სინოფსისი:

ჩრდილოეთ ტაილანდის ერთ-ერთ პატარა ქალაქში ჯარისკაცებს ძილის უცნაური დაავადება შეეყრებათ. მათ დროებით ყოფილი სკოლის შენობაში მოათავსებენ.

სამი წლის წინ ახალ ამბებში ჩრდილოეთში მდებარე საავადმყოფოს შესახებ გამოაცხადეს, სადაც გაურკვეველი დაავადების გავრცელების შემდეგ საავადმყოფოში 40 ჯარისკაცი კარანტინში მოათავსეს. ჯარისკაცების ეს იმიჯი კჰონ კაენში ჩემს საავადმყოფოსა და სკოლასთან გავაერთიანე. ამ სამი წლის განმავლობაში პოლიტიკური ვითარება ტაილანდში ჩიხში შევიდა (ფაქტობრივად, დღემდე ასეა). ძილით მოხიბლული ვიყავი და ჩემი სიზმრები ჩავწერე. ვფიქრობ, ესაა ქუჩაში საშინელი სიტუაციისგან და რეალობისგან თავის დაღწევის საშუალება.

Apichatpong Weerasethakul

აპიჩატპონგის ფილმების მიყოლებით ყურებისას გააცნობიერებ, რომ მისი ნამუშევრები განუწყვეტლივ ერთსა და იმავე თემას დასტრიალებს, უბრალოდ ყოველ ჯერზე განსხვავებული კუთხიდან. მისი ნამუშევრების მთავარი ადგილი/თემა ისანის რეგიონია (ტაილანდის ჩრდილოეთით), ჯარისკაცები, საავადმყოფოები (ან ექიმები და პაციენტები), ტყეები, ზებუნებრივი თემები, როგორიცაა მოჩვენებები და რეინკარნაცია და ა.შ. მათ შორის სამედიცინო პრაქტიკას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. (...) იმ ნამუშევრებშიც კი, სადაც მოქმედება საავადმყოფოში არ ხდება, მისი საექიმო მზერა, ასე ვთქვათ, საგრძნობია.

Masato Fukushima

ადრე უფრო მეტად მაინტერესებდა ფილმის სტრუქტურა და ის, თუ როგორ მიიღება ემოციურობა ფილმის ფიზიკურობიდან. ძალიან ექსპერიმენტული აზროვნებით ვიყავი შთაგონებული - როგორიცაა კლასიკური ამერიკული ექსპერიმენტული ფილმი. მაგრამ რაც უფრო ვიზრდები, მსურს უფრო მეტად ახლოს ვიყო ჩემს გმირებთან და ჩემს მათთან ერთიანობასთან. (...) აბსტრაქტულ იდეებს კვლავ გამოვსახავ, მაგრამ მათი წარმოდგენის მანერა განსხვავებულია. კვლავ ბევრნაირ კინოს ვციტირებ. ამ ფილმშიც ვციტირებ, მაგრამ ეს უფრო ჩემივე თავის ციტირებაა.

Apichatpong Weerasethakul

აპიჩატპონგის განსაკუთრებული მეთოდი უკვე ნაცნობია: ის ახლანდელ რეალობას პირადი და კოლექტიური მოგონებების პრიზმიდან უყურებს, უარს ამბობს ერთმანეთისგან განასხვაოს ყოველდღიური, ოცნების მდგომარეობები და ბნელი ფანტაზიები, ეს უკანასკნელი კი მასთან ყველაზე მეტად გამოჩნდება ხოლმე.

Tony Rayns

თავიდან ძირითადად ფორმა მაინტერესებდა და ამბავი საერთოდ არა. თანდათანობით მსოფლიო ამბების სილამაზე შევიგრძენი და ტაილანდისაც. გარკვეულ მომენტამდე, ვფიქრობ, ამბის სხვაგვარად მოყოლის მცდელობა, ალბათ, უფრო რთულია, ვიდრე წმინდად ფორმაზე ექსპერიმენტირება.

Apichatpong Weerasethakul

ციტატების წყაროები შეგიძლიათ ორიგინალ პოსტში მოიძიოთ.
Rodehttp://www.blogger.com/profile/16781598990761238314noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-557686742859143337.post-43264668477478175552023-03-23T18:18:00.001+04:002023-03-24T14:11:18.592+04:00ვიდეოდრომი

ციტატები დევიდ კრონენბერგის "ვიდეოდრომის" (1983 წ.) შესახებ.

სინოფსისი:

მაქს რენი თავისი საკაბელო ტელევიზიისთვის ახალ გადაცემებს ეძებს. ის პირატულ, არაოფიციალურ გადაცემას, ჰიპერძალადობრივი წამების შოუს, სახელწოდებით Videodrome წააწყდება. რენი პროგრამის წარმოშობის გამორკვევას ცდილობს, პარალელურად კი ბნელი სამყაროს მემარჯვენე შეთქმულებების, სადომაზოხისტური სექს-თამაშებისა და ფიზიკური ტრანსფორმაციების ჰალუცინაციურ მოგზაურობაში ეფლობა.

ჩემი უდიდესი ამბიცია, სატელევიზიო პროგრამად გადაქცევაა.

J. G. Ballard

ეს მხოლოდ წამება და მკვლელობაა. არც სიუჟეტი აქვს, არც პერსონაჟები ჰყავს. ძალიან, ძალიან რეალისტურია. ვფიქრობ, სწორედ ესაა მომავალი.

Max Renn in Videodrome

ერთადერთი რეჟისორი რომელმაც ეს ნაცრისფერი სივრცე ხელოვნებასა და პორნო-ეგზიბიციონიზმს შორის წარმატებით გამოიკვლია - შეიძლება ითქვას, რომ ბრწყინვალედაც კი, - ეს ისევ და ისევ, ყოველგვარი გადაცდომის გარეშე, კანადელი რეჟისორი, დევიდ კრონენბერგია.

Stephen King

ადრეულ 20-იან წლებში ვიყავი, როდესაც დევიდ კრონენბერგის ფანი გავხდი, მას შემდეგ რაც გარეუბნის კინოთეატრში "ცოფიანი" ვნახე. მან მოღვაწეობა როგორც ჰორორის ჟანრის რეჟისორმა დაიწყო, მაგრამ ჩემთვის ის არასოდეს აღქმულა ჟანრულად, არამედ თავიდანვე სამეცნიერო ფანტასტიკის ავტორი იყო და ის ყოველ მომდევნო ახალ ფილმთან ერთად იზრდებოდა. "ვიდეოდრომი" მისი ერთ-ერთი შედევრთაგანია, ჩემთვის - ყველაზე მნიშვნელოვანი. როდესაც ფილმი ვნახე, აღმოვაჩინე, რომ ის ყველაზე მჭიდრო კავშირში იყო თანამედროვე საზოგადოების ფარულ გაწყობებთან რაც კი ოდესმე მინახავს, ნამდვილად ნოვატორული ნამუშევარი იყო. იმ მომენტისთვის, ფილმს ფრანგი დისტრიბუტორი არ ჰყავდა, მე ყველაფერი გავაკეთე - იმ დროს ჟურნალ " Cahiers du Cinéma"-ისთვის ვწერდი - რომ ჩვენს კინოთეატრებში გაეშვათ. მას შემდეგ ეს ფილმი სამუდამოდ ჩემში დარჩა, მისი გაბედული, აბსტრაქტული, პოეტური ხედვა დღემდე მომყვება.

Olivier Assayas

ჩვენ ჩვენი ცენტრალური ნერვული სისტემა გლობალურ გარსად ვაქციეთ [...] სწრაფად ვუახლოვდებით ადამიანების ცნობიერების გაფართოების ფინალურ ფაზას - ცნობიერების ტექნოლოგიურ სიმულაციას.

Marshall McLuhan

აგრეთვე, მკაფიო გროტესკულობის შეპირისპირებითა და ტორონტოს ეროვნულ წამყვან მედიასა და ფინანსურ სექტორზე მითითებით, "ვიდეოდრომი" მაკლუჰანის მტკიცებას უსვამს ხაზს, რომ ახალი მედია "რეალურ სამყაროს სამეცნიერო ფანტასტიკად" აქცევს. ფილმი ახალ მედიას აღწერს - რომელიც, მისი ეკრანებზე გამოსვლისას 1983 წელს, ვიდეოკასეტებსა და კომპიუტერებს გულისხმობდა - როგორც გლობალიზაციის ტექნოლოგიებს, რაც მრავალეროვნული კორპორაციების იმპერიალისტურ მისწრაფებებს ემსახურება. უფრო მეტიც, ეს ტექნოლოგიები გროტესკულად და შემზარავადაა წარმოჩენილი: თავისთავადაც ამაზრზენი და ასევე მათი ზემოქმედებით მომხმარებლების მიმართ. როგორც უილიამ ბერდი ამბობს, "ტექნოლოგიის "ორგანიზაცია" - რომელიც კასეტებითა და სატელევიზიო მოწყობილობებით "სუნთქავს" - სხეულის ინტიმურ და პირად სფეროში ტექნოლოგიის გადასატანად მოქმედებს". "ვიდეოდრომი" შემზარავად ასახავს მაკლუჰანის ორ მთავარ იდეას მათი ამაზრზენი ჰიბრიდიზაციის გამოსახვით: მედიუმი გზავნილია, რაც ცხადი ხდება ობლივიონის მიერ მტკიცებისას, რომ "ტელევიზია რეალობას არაფრით ჩამოუვარდება"; და, უფრო მეტიც, ახალი მედიის შიგთავსი, მხოლოდ მოძველებული კი არაა, როგორც მაკლუჰანი ხშირად ამტკიცებდა - შიგთავსი უფრო სიცოცხლისუნარიანია, სხვებისთვისაც, ისევე თავისი თავისთვისაც, და როგორც ამას სხვადასხვა პერსონაჟის პერიოდული დარწმუნებით ვიგებთ, ის "ახალი ხორცის" მაუწყებელია.

Mark A. McCutcheon

საბოლოო ჯამში, პორნოგრაფია რეალურად სექსის ყურება კი არაა, არამედ, სიკვდილის.

Susan Sontag

"ეროტიზმი", როგორც ერთხელ ლუის ბუნუელმა ინტერვიუს დროს თქვა, "ეშმაკური სიამოვნებაა, რომელიც სიკვდილთან და გახრწნილ ხორცთანაა დაკავშირებული". არცერთი კინორეჟისორი გადმოსცემს ამ აზრს ისე გულწრფელად და შემზარავად, როგორც დევიდ კრონენბერგი, რომლის ფილმებიც (სასაცილოდ შემაძრწუნებლები) პენეტრაციასთან გათანაბრებულ ინფიცირებას ასახავს. დიდმა პოლონელმა მწერალმა, ვიტოლდ გომბროვიჩმა, წინასწარ განჭვრიტა რამდენიმე წლით ადრე ჟან-პოლ სარტრის "თავისთავად/თავისთვის ყოფნა" დიქოტომია, "ადამიანთაშორისი" განსაზღვრა როგორც იდენტობის მუდმივი კვლავწარმოება: მარტივი კონტაქტით, შენ მე მქმნი და მე შენ გქმნი, შეხვედრამდე კი განსხვავებული ადამიანები ვიყავით. [...]

"ვიდეოდრომი", რომელიც 1983 წლისთვის ნამდვილად წინასწარმეტყველური იყო (და სულაც ნაკლებად ჰგავდა გამოგონილს), ტექნოლოგიურად ჰიპერგანვითარებულ სამყაროს გვიჩვენებს, რომელშიც ადამიანებს თავიანთი ელექტრონული მედია ერთმანეთში გადააქვთ, ერწყმიან. ავტოიმუნური კატასტროფის მსგავსად, ზღვარი ჩვენს სხეულებსა და მათ გარეთ არსებულს შორის გაურჩეველი, განუსხვავებელი ხდება. როგორც ეს ფილიპ დიკის ფსიქოდელიური ერის რომანში "The Three Stigmata of Palmer Eldritch" ხდება, სადაც ადამიანები Chew-Z-ის მიღებით კაიფიდან ვერასოდეს გამოდიან, ნებისმიერი ადამიანი, რომელი ვიდეოდრომის სიგნალს ააშკარავებს, სხვისი ნებით გაკონტროლებულ დაუსრულებელ ჰალუცინაციაში იწოვება. მასში ყველა ხვდება: შეუძლია სუბიექტის აღქმა ისე მკვეთრად დაამახინჯოს, რომ სხეული თავად შეიცვლის ფორმას; ხორცი ბურთულებად დნება, მანქანის ნაწილებად აღმოცენდება ან სულაც სათავსოებად იშლება. თქვენ მუცელში კასეტის მოთავსებით ადამიანის ტვინის ვიდეოზე მიერთებაც შეგიძლიათ. ის შეიძლება სხვის მოკვლაზეც კი იყოს დაპროგრამებული...

Gary Indiana

ციტატების წყაროები შეგიძლიათ ორიგინალ პოსტში მოიძიოთ.
Rodehttp://www.blogger.com/profile/16781598990761238314noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-557686742859143337.post-46632924951165950422023-01-21T15:30:00.001+04:002023-01-21T15:30:42.121+04:00ჩან-დონ ლის ათი რჩევა დამწყებ კინორეჟისორებს

1. მოუყევი საკუთარი ამბავი

ფილმის გადაღებისას მაყურებლისთვის მოსაწონ ამბებს ვეძებთ. ასე რომ, უმიზნოდ ხეტიალს ვიწყებთ, თითქოს გადაუჭრელი განტოლების წინაშე ვმდგარიყოთ. არ ეძებოთ მაყურებლის მოსაწონი ფილმები; უნდა იპოვო ამბავი, რომელიც შენ გინდა რომ გადაიღო. დაუსვი კითხვა თავს: როგორი ამბის მოყოლა მინდა? რატომ მინდა ფილმის გადაღება? რა ამბავი უნდა მოვყვე? თუ კარგა ხანია ფიქრობ ფილმის გადაღებას, დიდია ალბათობა რომ პასუხები უკვე შენში ღრმადაა დამალული.

2. სიუჟეტი კი არ უნდა გამოიგონო, არამედ, უბრალოდ, დაინახო

კინორეჟისორები მთხრობელები არიან. ისინი მაყურებელს თავიანთ ამბავს უზიარებენ. მთხრობელები შემოქმედები არიან, მაგრამ ისე არ გააკეთო, რომ ამბავი არაფრისგან გამოიგონო. მაგიდასთან დამჯდარი, ნუ ეცდები ყალბი ამბის გამოგონებას, რომელიც უბრალოდ ადრე მოისმინე. ამბები მაგიდასთან არ იქმნებიან. ამბები ქუჩაში, გამვლელებიდან იბადებიან; ისინი ახალი ამბების გაზეთებშია; ისინი ამ დილას, საუზმობისას, დედის მიერ მოყოლილ ამბებშია. თუკი მთხრობელობა გსურს, ადამიანებს უნდა დააკვირდე და მათი ამბები მოისმინო. უთვალავი ამბავი ლივლივებს ჩვენს ირგვლივ, რომლებიც არაჩვეულებრივ ფილმად დაბადებას ელოდებიან. ჩვენ უბრალოდ მგრძნობიარე ანტენის მსგავსი მოწყობილობის ქონა გვჭირდება, რომელიც მათ დაიჭერს.

3. დაიწყე რაიმე პატარით

ამბის შექმნა პატარა დეტალით იწყება, რომელიც ცოცხალი და დასამახსოვრებელია. დიდი ამბის მოფიქრების ნაცვლად, აჯობებს პატარა ამბებზე ვფოკუსირდეთ, რომელიც ირგვლივ გვარტყია, რაც გვატყვევებს და ჩვენს გონებაშია. ისეთმა მწერლებმა, როგორებიც სტივენ კინგი და ჰარუკი მურაკამია, მოთხრობებით დაიწყეს. მოთხრობა შესაძლოა დიდ რომანად განივრცოს, მაგრამ დამოუკიდებლად ის უკვე დასრულებულიცა და აზრიანიც შესაძლოა იყოს. ფაქტი, რომ ასეთ პატარა, მარტივ ამბავს შეუძლია მაყურებელში დიდი რეზონანსის გამოწვევა - სწორედ ამას შეგვიძლია ვუწოდოთ "ფილმური". ასეთი პატარა ამბების მაგალითებია "ველოსიპედის გამტაცებელი" (1948), "სად არის მეგობრის სახლი?" (1987), "სიყვარული" (2012).

4. ახლავე დაიწყე სცენარის წერა

ფილმის გადაღება თუ გინდა, მაგიდას მიუჯექი და სცენარის წერა ახლავე დაიწყე. კინოპროდუქცია სცენარის წერით იწყება. მნიშვნელობა არ აქვს თუ რამდენად დიადი და შესანიშნავი იდეები გაქვს - სცენარის გარეშე ისინი მხოლოდ ოცნებად დარჩებიან. რა მოხდება თუკი დაწერისას აღმოაჩენ რომ ამბავი არ გაქვს? თუკი ამბავი გაგირბის? ამ შემთხვევაში, ის უბრალოდ უნდა იპოვო. ეს შენი საწყისი წერტილია. სცენარის დაწერა არაფრით გადადო.

5. გაუგე შენს მსახიობებს

ბევრი რეჟისორია, ჩემი ჩათვლით, რომლებიც ვერ იაზრებენ, რომ როდესაც მსახიობებს კამერის წინ მიმართულებას აძლევენ, ამით თამაშში კი არ ეხმარებიან მათ, არამედ ხელს უშლიან. ყველაზე მნიშვნელოვანი რამ რაც ფილმის რეჟისორმა შეიძლება გააკეთოს ეს სწორედ მისი მსახიობების გაგებაა. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებ მათი საუკეთესო გარდასახვის ნახვას. ამის გასაკეთებლად, თავად სცადე მსახიობობა. თეატრის სცენაზე პატარა როლის შესრულებაც კარგი იქნებოდა. ასევე შეგიძლია შენი კოლეგის მოკლემეტრაჟიან ან დაბალბიუჯეტიან დამოუკიდებელ ფილმში მიიღო მონაწილეობა. მსახიობობა დაგეხმარება უკეთ გაუგო შენი კამერის წინ მდგომი მსახიობის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, და ასევე შეგეძლება აღმოაჩინო მეთოდები, მათი საუკეთესო შესრულების გამოსავლენად. მოკლედ, ყველანაირად უნდა შეეცადო, ყველა გზა მონახო, რომ გაიგო, რას ნიშნავს, იყო მსახიობი.

6. აღბეჭდე შემთხვევითობები კამერაზე

ფილმის გადაღება ღმერთის თამაშს ჰგავს. ყველაფერს საფუძვლიანად ამზადებ და გეგმავ, ქმნი სიტუაციას და გმირებს მასში მოძრაობისკენ უბიძგებ. ისე აწყობ, რომ ყველაფერი მიზეზ-შედეგობრივ კავშირშია. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ მზადებებსა და დაგეგმარებებს უნდა გავცდეთ და შემთხვევითობები აღვბეჭდოთ. რეალობა რომელიც კამერას წინააღმდეგობას უწევს და რასაც ვერ ვაკონტროლებთ - სწორედ ამ მომენტში აღმოვაჩენთ ცხოვრების სინამდვილეს. გმირების ქმედებები და გარემოებები სწორედ მასში არსებობენ, გაურკვევლობის ჩრდილქვეშ, განუსაზღვრელ ადგილას. თუკი ასეთია ცხოვრება, კამერამ ეს უნდა დააფიქსიროს. მაყურებელმა უნდა იგრძნოს ამ შემთხვევითი ინციდენტების არსებობა, რომ ყველაფერი ხელოვნურად დადგმული და მანიპულირებული არაა - სწორედ ამას ვუწოდებთ კინემატოგრაფს და სწორედ ეს იქნება მაყურებლისთვის დამაჯერებელი და თანაგრძნობას გამოიწვევს. ეს დამოკიდებულების პრობლემაა.

7. შეებრძოლეთ ადამიანების წინასწარგანსაზღვრულობებს

ადამიანი კინოს პირობითობას შეჩვეულია. ეს შეიძლება იყოს ჟანრის, სიუჟეტის ან გმირების წინასწარგანსაზღვრებები. ინვესტორები და პროდიუსერები ზოგჯერ სპეციალურად უწყობენ ხელს ამგვარ პირობითობებს. თუკი რეჟისორი მათ გაყვება, ინდივიდუალობას და უნიკალურობას დაკარგავს. ჩვენ ამ პირობითობების წინააღმდეგ უნდა გავილაშქროთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მაყურებლის მოლოდინებსაც უნდა შევებრძოლოთ. მიუხედავად იმისა, რომ მაყურებელი გაოგნებულია და წინააღმდეგობას უწევს მისი მოლოდინების საწინააღმდეგოს ნანახს ეკრანზე, ამავდროულად, მაინც იმედგაცრუებულია, თუკი ფილმი აშკარასა და პროგნოზირებადს არ დაშორდება. ცხოვრებისეული სინამდვილეები სწორედ ამ წინასწარგანწყობების მიღმა არსებობენ. ის, რასაც მაყურებელი ნამდვილად თანაუგრძნობს, ამ ტიპის ცხოვრების ერთჯერადი და მოულოდნელი ბუნებაა.

8. არ დაკარგო თავდაჯერებულობა

რეჟისორს საკუთარი თავის უნდა სწამდეს. წარმოების პროცესში, რეჟისორი უამრავი მსხვილი თუ წვრილმანი არჩევანის წინაშე დგება - გადაწყვეტილების მიღება აუცილებელია. ხშირ შემთხვევაში, არ შეგიძლია გადახედო შენს თოთოეულ არჩევანს. ამგვარი დაუსრულებელი არჩევნების წინაშე, რეჟისორს თავდაჯერებულობა უქვეითდება, შფოთვა კი სულ უფრო მატულობს. წარმოების პროცესში უამრავი ადამიანი შეეხება ასევე შენს თავდაჯერებულობას. იქნება ეს პროდიუსერი თუ ინვესტორი, მსახიობები თუ გუნდის ის წევრები, რომელთაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, ან ასისტენტი რეჟისორი, რომელიც ცდილობს დააჩქაროს გადაღებების ყოველდღიური პროცესი. ყველაზე საშინელი სიტუაციაა, როდესაც რეჟისორი თავდაჯერებულობას გადაღების მოედანზე კარგავს. მხოლოდ საკუთარი თავის ხელში აყვანა გადაგარჩენს.

9. იყავი გულწრფელი

ზედაპირზე, რეჟისორების სამყარო პრიალა და ფერადი მოდის ჟურნალივით მოციმციმე და მბრწყინავია, მაგრამ მასში მყოფი ადამიანების შინაგანი ცხოვრება ადვილია გაღატაკდეს და ცარიელი გახდეს. ფილმის გადაღება თითქმის კაზინოს მაგიდასთან ჯდომას ჰგავს - ის ოცნებას ჰგავს დიდ წარმატებასა და იღბალზე. თუ წითელი ხალიჩის მოციმციმე კამერებისა და კაშკაშა განათებისთვის შესაფერის პოზას მივიღებთ, ადვილია ფასადის გაჩენა და საკუთარი თავის მოტყუება. ჩვენ არა მხოლოდ ვიჯერებთ ფასადის არსებობას, არამედ თავსაც ვიტყუებთ, რომ ის რეალურია. ამგვარად კარგავთ ხედვას, თუ ვინ ხართ და რატომ გინდოდათ თავიდან ფილმების გადაღება. ნებისმიერ სიტუაციაში საკუთარი თავის ერთგული იყავი და საკუთარ თავს პირდაპირ შეხედე ხოლმე - მხოლოდ ეს დაგიცავს.

10. ყოველთვის დატოვე კვალი

დაამახსოვრე შენი სახელი მაყურებელს. არ უნდა გინდოდეს ისეთი ფილმის გადაღება, რომელიც ხალხს მოეწონება - ისეთის, თითქოს სხვა წარმატებული ნამუშევრების ყველა ძლიერი მხარე შეაგროვე - ფილმს შენი კვალი უნდა ეტყობოდეს, ადამიანებმა უნდა იგრძნონ, რომ ის "შენია". ყოველთვის იფიქრე, როგორ დაატყო შენი ხელწერა ფილმს. ეს შეიძლება იყოს ინდივიდუალური სტილი, სამყაროს შენეული აღქმა ან შენი მგრძნობელობა. მაშინაც კი, თუ ეს უხერხული იქნება, თუ ის აიძულებს ხალხს თქვენი სახელი დაიმახსოვროს, ეს მოგცემთ ძალას განაგრძოთ ფილმების გადაღება.

წყარო.
Rodehttp://www.blogger.com/profile/16781598990761238314noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-557686742859143337.post-55239270280769602132022-11-26T15:40:00.000+04:002022-11-26T15:40:24.310+04:00რა ფილმების ყურებას ვაპირებ თბილისის 23-ე კინოფესტივალზე?

თბილისის 23-ე კინოფესტივალი 4-11 დეკემბერს გაიმართება

ნებისმიერი მსუნაგი კინომოყვარულის დაუწერელი წესია, რომ კინოფესტივალზე ყველაფერი ნახოს, რაც შეიძლება მეტი ფილმი, მაგრამ ამის განხორციელება შეუძლებელია: სეანსები ერთდროულად მიმდინარეობს ამირანის ოთხ დარბაზში და ზოგჯერ ამას სხვა კინოთეატრების ტერიტორიებიც ემატება.

იმ აზრს ეგუები, რომ ყველაფერს ვერ ნახავ, ამიტომ ფესტივალის საკონკურსო სექციაში წარდგენილი ეროვნული ფილმების ნახვას იღებ მიზნად. ბილეთების ყიდვის დღეს კი სულ რომ დადარაჯებულ-გადარაჯებული იყო უკვე ყველა ადგილი გაყიდულია: დაგასწრეს რეჟისორის ნათესავ-მეგობრებმა (ვინმეზე ხომ მაინც უნდა გაბრაზდე?!).

იგივე მოხდება ყველა ცნობილი რეჟისორის სეანსზე, თან თუკი ფილმები ორმოცდაათკაციან დარბაზებშია... კიდევ ერთი ფრუსტრაცია.

მაგრამ მაინც, ფესტივალური ალიაქოთიც ხომ ესაა, სადღაც მოხვდები, სადღაც ვერა. რაღაც იმედს გაგიცრუებს, რაღაცა მოულოდნელი აღმოჩენა გახდება. რაღაცას მოგიყვებიან, რაღაცასაც ფოიეში მომდევნო სეანს-მომლოდინე, შემთხვევით გაიგონებ... მთავარია ის შვიდი თუ რვა დღე კინოორომტრიალში ხარ და მნიშვნელოვანი სწორედ ესაა.

ყველაფრის გათვალისწინებით პატარა სიას შევადგენ აქ და ყველასათვის სანუკვარ კოსმოსში გავგზავნი, იქნებ იქ ვინმემ წაიკითხოს და ადგილები წინასწარ დამიჯავშნოს.

3 ფილმი რომელსაც უეჭველად უნდა დავესწრო, არ მაინტერესებს, ფეხზე ვდგევარ, თავზე წვიმა ჩამომდის:

ლაზღანდარობა (Horseplay) რეჟ.: მარკო ბერგერი Argentina, 2022, 102’ 9 დეკ. 21:00 A3

მარკო ბერგერი თანამედროვეობაში საუკეთესო ქვიარ რეჟისორია, ლაპარაკი არ უნდა ამას და საუკეთესოდ გადმოსცემს ქვიარ გრძნობებსა და შეხედულებებს.

მწერალი ქალის ფილმი (The Novelist’s Film) რეჟ.: ჰონ სანსუ South Korea, 2022, 92’ 6 დეკ. 14:00 A3; 11 დეკ. 14:00 A3

ანუ სამხრეთ კორეელი რეჟისორი რომლის სიყვარულიც მინ ჰი კიმია და ეს უკვე მათი მეხუთე თუ მეექვსე ერთბლივი ფილმია და თან ორივე ჩემი საყვარელია - ეს უკვე ძაან ბევრს ამბობს რატომაც უნდა ვნახო.

რიმინი (Rimini) რეჟ.: ულრიხ ზაიდლი Austria/France/Germany, 2022, 114’ 7 დეკ. 21:00 A1

როგორც იქნა, სამოთხის ტრილოგიის შემდეგ ზაიდლი ახალ ფილმს იღებს. იქვე მისი მეორე ფილმის პრემიერაც იგეგმება, რომელიც როგორც მივხვდი ამ ფილმის გაგრძელებასავითაა - Sparta (სპარტა) 2022, 101’ 8 დეკ. 21:00 A3.

3 ფილმი რომელიც ძალიან გამიხარდებოდა რომ მენახა და მცირე დისკომფორტსაც გადავიტანდი:

პასიფიქცია (Pacifiction) რეჟ.: ალბერტ სერა France/Spain/Germany/Portugal, 2022, 165’ 5 დეკ. 11:00 A1

სევდის სამკუთხედი (Triangle of Sadness) რეჟ.: რუბენ ოსტლუნდი Sweden/UK/USA/France, 2022, 146’ 11 დეკ. 21:00 A1

მშვიდობით, ლეონორა (Leonora Addio) რეჟ.: პაოლო ტავიანი Italy, 2021, 90’ 9 დეკ. 14:00 A1

3 ფილმი რომელიც მართლა მაინტერესებს და იქნებ ცოტა გავისარჯო და ხელი გავანძრიო:

ჩემი ოთახი (A Room of my Own) რეჟ.: სოსო ბლიაძე Georgia/Germany, 107’ 9 დეკ. 19:00 A1; 10 დეკ. 12:00 A1

დიდი შესვენება (The Long Break) რეჟ.: დავით ფირცხალავა Georgia, 2022, 110’ 6 დეკ. 21:00 A1; 9 დეკ. 12:00 A1

ახლოს (Close) რეჟ.: ლუკას დონტი Belgium/France/Netherlands, 2022, 105’ 10 დეკ. 14:00 A1

Rodehttp://www.blogger.com/profile/16781598990761238314noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-557686742859143337.post-54085700390095645392022-11-01T15:24:00.000+04:002022-11-01T15:24:12.509+04:00განა კიდეა რამე სათქმელი?

მე ცნობიერების სისრულე ვარ.
სამყარო კი ჯადოქრის ერთი ფანდია.
როგორ შემიძლია დავადასტურო
ან უარვყო რამე?

აშტავაკრა გიტა
Rodehttp://www.blogger.com/profile/16781598990761238314noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-557686742859143337.post-11524427316237358982022-08-12T14:31:00.001+04:002022-08-12T21:57:14.236+04:00ადამიანთა მოკვდინების ცოცხალი სურათები
...და მაინც, ფანქრით შესრულებულ უმშვენიერეს ნახატებს ვუმადლით ღვთაებრივ პიზანელლოს, რომელიც ყველაზე უკეთ ხედავს მატერიას მისი გრაფიკული, გამჭვირვალე-ესთეტიკური მხრიდან. არავის ესმოდა პიზანელლოსავით, როგორ აევლო გვერდი ყურადღების გამფანტავი ყველა დეტალისათვის და როგორ მოეხდინა სრული ფოკუსირება მშვენიერებაზე წაგრძელებული კისრების გრძელი, ფართო ხაზებით, რომლებიც - კეფის თავისუფალი მალების წყალობით - რეზინის თასმებივით შეიძლება გაიწელოს თითქმის ნახევარი იარდით. ეს კისრები ჰგავს წყლის შროშნებს, გრძელ, მოქნილ მცენარეულ ღეროებს უცნაურად მრგვალი, დაბერილი სახეებით, როგორც ბოლომდე გაშლილ-გადახსნილ დიდ კვირტებს.

ი. ბიორნებუ, "თავისუფლების მომენტი".

Antonio di Puccio Pisano, called Pisanello (ca. 1395−1455). Studies of Men Hanging, ca. 1435

Studies of hanged men and two standing figures ca. 1434-38

St George liberating the Princess of Trebizond (detail) ca. 1436-38

Rodehttp://www.blogger.com/profile/16781598990761238314noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-557686742859143337.post-70357877959633304782022-08-05T14:52:00.000+04:002022-08-05T14:52:30.790+04:00სარტოს ჩამოხრჩობილი სხეულები
...ნამდვილად ვერ ვიტყვი, ვინ დაგვიტოვა რაფინირებული ტანჯვებისა და სიკვდილის მოწინავე მეთოდების უმშვენიერესი ესკიზები.

ანდრეა დელ სარტოს - მავანი მეზღვაურის ვაჟიშვილს - ჩვენ ვუმადლით ჩამოხრჩობების უაღრესად ლამაზ, მახვილი მზერით მკაფიოდ მოხელთებულ, ალერსით, სიყვარულით, მასალის ოსტატური ფლობით შესრულებულ სერიას.

ი. ბიორნებუ, "თავისუფლების მომენტი".

Andrea del Sarto

Rodehttp://www.blogger.com/profile/16781598990761238314noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-557686742859143337.post-54757141561022775612022-08-04T13:17:00.000+04:002022-08-04T13:17:07.897+04:00მუხა-სახრჩობელა

Jacques Callot, "La pendaison", 1633

...ეს არის სურათი კაცისა, როგორც ლანდშაფტის: ბუნებაში, ხეებში და ცის ქვეშ. სურათს ჰქვია "ხე-სახრჩობელა" ან, უფრო უკეთ, "მუხა-სახრჩობელა". ეს სურათი გვაბრუნებს ტოსკანის ნაყოფიერ მიწაზე მომხდარ ისტორიულ შემთხვევასთან, რომელმაც მრავალი დამნაშავე წარმოშვა. სურათზე მოჩანს დიდი და მშვენიერი მუხა. ვეება ღერო და მსხვილი ტოტები დიდებული ვარჯით გვირგვინდება. მთელი ხე სავსეა ჩამოხრჩობილი ადამიანებით და, არ ვიცი, რას უფრო ჰგავს ეს ხალხი: ფოთლებში შეყუჟულ ჩიტებს თუ თვით ხეზე დასხმულ ნაყოფებს? ასეა თუ ისე, სურათი უცნაურია და იდუმალი: ეს საუკუნოვანი ხე-გოლიათი ყველა ტოტზე ჩამოკიდებული მკვდრებით რაღაცნაირად ჰგავს სიცოცხლის არქეტიპულ სახებას და სიცოცხლის ძალებს, რომლებსაც სულ უფრო მეტი და მეტი სიკვდილი მოაქვს. ხიბლის, ლირიკული მისტიციზმისა და გულმართალი რეალობის ეს ნარევი არასოდეს იქცევა მბრძანებლურ სიმბოლოდ.

ი. ბიორნებუ, "თავისუფლების მომენტი".
Rodehttp://www.blogger.com/profile/16781598990761238314noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-557686742859143337.post-82933334510975514442022-07-15T19:21:00.000+04:002022-07-15T19:21:14.856+04:002 მილიონი ნახვა

ბლოგის სტატისტიკაში შემოვიხედე და როგორც აღმოჩნდა პოსტების ნახვების საერთო რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა ზუსტად დღეს.

ნამდვილად სასიამოვნოა ხელოვნების თემატიკის ბლოგისთვის, ასე არ ფიქრობთ?

გავაცოცხლებ-თქო ცოტა აქაურობას და ახალი პოსტიც დავწერე.

ყველაზე ნახვადი პოსტი კვლავ 2012 წელს დაწერილი ბაროკოა (33,2K).

ეს ფოტო კუს ტბის ფერდობზე ჰაიკინგის დროს, 11 ივნისს გადავიღე.
Rodehttp://www.blogger.com/profile/16781598990761238314noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-557686742859143337.post-83584692509217074252022-04-19T14:19:00.003+04:002022-04-20T16:08:36.890+04:00რობერტ ეგერსი და "ვიკინგის" გადაღებები

კინომოყვარულებსა თუ კინოკრიტიკოსებში უკვე ჩნდება მოსაზრება, რომ რობერტ ეგერსის "ვიკინგი" ისტორიული თვალსაზრისით შესაძლოა ვიკინგებზე გადაღებული ყველაზე აკურატული და რეალობასთან მიახლოებული ფილმი აღმოჩნდეს.

რეჟისორმა და სცენარისტმა კინოსამყაროში 2015 წელს "ალქაჯით" შემოაბიჯა, ხოლო 2019 წელს "შუქურა" გადაიღო. გოტიკური ჟანრის ორივე კლაუსტროფობიული ფილმი ვიზიონარული ხედვით, ძლიერი ინდივიდუალიზმით ხასიათდებოდა, ამიტომაც, ჟანრის მოყვარულებსა და ინდი ფილმების დამფასებლებში პოპულარობა მალევე მოიპოვა. მესამე სრულმეტრაჟიანის ბიუჯეტი 90 მილიონია - ესეც მის მიმართ გაზრდილ ნდობაზე მეტყველებს. იქნება ის წარმატებული პროექტი თუ ქლოე ჟაოს (კიდევ ერთი ინდი რეჟისორი, რომელმაც ბლოკბასტერის გადაღება ითავა) "მარადიულებივით" ჩაფლავდება? ამას ცოტა ხანში გავიგებთ.

"ვიკინგის" პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში 28 აპრილს შედგება.

ფილმის პრე-ჩვენებიდან მაყურებლის რეაქცია არაერთგვაროვანია. მაგალითისთვის, ერთმა დაწერა: "ვიკინგების ისტორიაზე სამაგისტრო უნდა გქონდეს დაცული, რომ საერთოდ რამე გაიგო ამ ფილმში".

ეგერსმა სცენარზე ისლანდიელ პოეტთან და ნოველისტთან, Sjón-თან ერთად იმუშავა. სამსახიობო შემადგენლობაც საკმაოდ შთამბეჭდავია: ალექსანდრ სკარსგარდი, ანა ტეილორ-ჯოი, ითან ჰოუკი, ნიკოლ კიდმანი, კლას ბანგი, უილემ დეფო და ბოლო კინოროლიდან ჩვიდმეტი წლის შემდეგ - ისლანდიელი მუსიკოსი ბიორკი.

ბიუჯეტი თავიდან 75 მილიონი იყო, თუმცა კოვიდ-პანდემიამ ბევრი სირთულე შექმნა და ფინანსებიც გაიზარდა.

"ჩვენ თავიდან ჩაფიქრებული გვქონდა ძვირადღირებული, მაგრამ მხატვრული ფილმი ვიკინგების შესახებ, მაგრამ ახლა გახდა კომერციული, მაგრამ მხატვრული ფილმი... ახლა ყველა იმგვარადაა განწყობილი თითქოს "ახლა ეს რომ 'გლადიატორის' ან 'მამაცი გულის' მსგავსი ფილმი არ გამოვიდეს, დაგვენძრა". საქმეც ესაა: ეს ფილმი ასეთი არაა", ამბობ ეგერსი, "რა თქმა უნდა, ფილმს აქვს მსგავსი ასპექტები, მაგრამ მე ეს მხარე ნაკლებად მაინტერესებს".

ბავშვობაში კომიქსების კითხვა უყვარდა. ათი წლისას, მშობლების საერთო მეგობარმა მას ალბრეხტ დიურერის გრავიურები და გერმანელი გრავიურის დიდოსტატი, მარტინ შონგაუერი გააცნო.

"ეს იყო გარდამტეხი მომენტი... თითქმის პირდაპირი მნიშვნელობით, მაგრამ უფრო მეტად მეტაფორულად, გვერდზე გადავდე ჩემი კომიქსები და სნობად და დილეტანტად ვიქეცი. ჩემს თვალში ზღვის ურჩხულებმა, ავხორცმა და გიჟმა კაცებმა, დემონებმა მარველს ბრწყინვალება დაუკარგა".

"ვიკინგში" ეგერსის გუნდი: რედაქტორი, პროდიუსერი, პროდაქშენი თუ კოსტიუმების დიზაინერები, ყველა მისი ორი წინა ფილმისა და ორი მოკლემეტრაჟიანის წევრები არიან, თუმცა არც ერთ მათგანს ასეთი მასშტაბის პროექტზე არ უმუშავია.

გადაღებაც არასტანდარტულად მიმდინარეობდა. ეგერსი და ოპერატორი იარინ ბლაშკე გრძელ, უწყვეტ სცენებს, ხშირად მხოლოდ ერთი კუთხიდან იღებდნენ. ისინი ხელის კამერას და ფილმის გადაღების ბევრ სხვა ჰოლივუდურ ტექნიკას თავს არიდებდნენ. როგორც წესი, სხვა რეჟისორები დღეში ოც-ოცდახუთ სცენას იღებენ - ეგერსი და ბლაშკე მხოლოდ სამ ან ოთხ "ძალზედ დაგეგმილ" სცენას რამდენჯერმე.

პროდიუსერის, ლარს კნუდსენის თქმით, გადაღების ასეთი სტილი უნიკალურია, რაც 87 დღე გაგრძელდა.

ამლეტის (სკარსგარდის გმირი) ამბავი დანიელი მემატიანის, საქსონ გრამატიკოსის მე-13 საუკუნეში დაწერილ "დანიის ისტორიაშია" აღწერილი, რაც სავარაუდოდ (რაიმე საგა ან პოემა ნაპოვნი არაა) ძველ ისლანდიურ ფოლკლორს ეფუძნება. საინტერესოა, რომ უილიამ შექსპირის "ჰამლეტიც" სწორედ ამ ამბავს ეფუძნება (ვიკინგი უფლისწულის Amleth-ის სახელი ---> Hamlet-ი).

Sjón-მა სცენარი სწორედ დაკარგულ საგად წარმოიდგინა, სადაც ძირითადი მოქმედება 914 წელს, ისლანდიის პარლამენტის, ალთინგის (930 წ.) დაარსებამდე ხდება.

რობერტ ეგერსი თავს მე-20 საუკუნის მითების უდიდესი მკვლევრების, კარლ იუნგის, ჯოზეფ კემბელისა და მირჩა ელიადეს მიმდევრად მიიჩნევს. თავის ნამუშევრებს ზოგჯერ არქეტიპულ ამბებად აღწერს.

"მესმის აცტეკების, თუ რატომ ატარებდნენ ადამიანების მსხვერპლთშეწირვას - და ეს პირადად ჩემთვის სულაც არაა მოსაწონი - მაგრამ როდესაც ისეთი რელიგიური სისტემა გაქვს, სადაც ღმერთები მრავალმხრივები არიან და შენ, ამასთანავე, წყვდიადი და სიკვდილი უნდა გაითავისო, შესაძლოა უფრო მეტად ლოგიკურია, ვიდრე ის, თუ როგორ ვცხოვრობთ დღეს ჩვენ".

პოსტის მომზადებისას დავეყრდენი ამ სტატიას.
Rodehttp://www.blogger.com/profile/16781598990761238314noreply@blogger.com4tag:blogger.com,1999:blog-557686742859143337.post-40921451106052133992022-03-31T14:10:00.000+04:002022-03-31T14:10:22.035+04:00ქართული ონლაინ კინოჟურნალები

პირველი ქართული ონლაინჟურნალი რომელიც მთლიანად კინოს ეხებოდა, ჯენარიელო იყო.

ჟურნალს ასევე აქვს თავისი ბლოგი და ფეისბუქ გვერდი. ბლოგი ახლა არქივის ფუნქციას ასრულებს და მასზე რვავე გამოცემული ჟურნალია განთავსებული.

ჟურნალის პირველი ნომერი 2013 წელს გამოიცა, ჯერ-ჯერობით ბოლო - 2017 წელს. რვავე ნომრის გადმოწერა "ჟურნალის არქივის" კატეგორიიდანაა შესაძლებელი.

2020 წელს ბეჭდური ჟურნალი "კინ-O" გამოჩნდა. მალევე ჟურნალი ონლაინ ფორმატითაც გავრცელდა.

ჟურნალის პირველი და მეორე ნომრები ეროვნული კინოცენტრის ვებგვერდზეა განთავსებული.

2021 წელს კიდევ ერთი ელექტრონული კინოჟურნალი, "CinExpess" შეიქმნა. მანამდე CinExpess ვებგვერდის სახით დაარსდა. აქვს ფეისბუქ გვერდიც.

ჟურნალის პირველი ნომრის გადმოწერა აქედან შეგიძლიათ.
Rodehttp://www.blogger.com/profile/16781598990761238314noreply@blogger.com0tag:blogger.com,1999:blog-557686742859143337.post-65536331203386701542021-11-26T16:18:00.000+04:002021-11-26T16:18:11.823+04:00პირველი პანდემიური ფილმი კინოთეატრში

ფოტო: NYTCo

ბოლო ფილმი რომელიც კინოთეატრში პანდემიის დაწყებამდე ვნახე, "ჰარლი ქუინი" იყო საბურთალო სითი მოლის კავეაში - 2020 წლის 29 თებერვალს - სულ რაღაც რამდენიმე კვირაში ქვეყანა ჩაიკეტება და კარანტინი გამოცხადდება. ყველაზე უცნაური მარტი ჩემს ცხოვრებაში და ბევრი სხვა ადამიანის ცხოვრებაშიც.

პანდემიის დღიდან ჩემი ოჯახი და მე სრულად ვიცავდით და ვიცავთ წესებს ჩვენი და ჩვენს ირგვლივ მყოფი ადამიანების სიცოცხლისთვის. გარე აქტივობები მხოლონ ტყეში/ბუნებაში/დაჩაზე გასვლას მოიცავდა. დახურულ სივრცეებს არც გავკარებივართ, მოლებისა და მაღაზიების გარდა, ისიც, საჭიროების შემთხვევაში.

ამ პერიოდში ყველაზე მეტად კინოთეატრი მომენატრა, თუმცა მაინც ვიკავებდი თავს.

სექტემბერში ბათუმში წავედი დასასვენებლად. ვაგონში ხუთსაათიანი ყოფნა მზაფრავდა, მაგრამ მეც და ჩემებიც აცრილები ვიყავით და ეგ მამშვიდებდა.

რამდენიმედღიანი ჩასვლა ბათუმის კინოფესტივალს დავამთხვიე. თბილისის მართკუთხედ ბინაში გამოკეტილს, არცერთი მზის სხივის და ზღვის ჰაერის დაკარგვა მინდოდა. ერთადერთი ფილმი, რომელსაც დავესწარი, აპიჩატპონგ ვერასეტაკულის "მოგონებები" იყო. ასე აღმოჩნდა ის ჩემს პირველ პანდემიურ ფილმად. საკმაოდ უჩვეულო იყო ამდენი ხნის მერე პირველად ჩაბნელებულ კინოთეატრში ყოფნა.

24 ნოემბერს საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრში ქართული აღდგენილი ფილმი "არსენა ყაჩაღი" ვნახე. 5-12 დეკემბერს თბილისის კინოფესტივალი დაბრუნდება დარბაზებში და შესაბამისად, ვაპირებ სეანსებს დავესწრო.

პირველი გამოფენა: მერაბ გუგუნაშვილის "HEAVY ARMOUR", 12 ოქტომბერი. საინტერესოა, პირველი პანდემიური მუსიკალური კონცერტი რა ან ვინ იქნება?

1 დეკემბრიდან "მწვანე პასპორტი" ამოქმედდება ყველა დახურულ სივრცეში და მეტი სურვილი მექნება კინოთეატრებში თამამად შევიდე. ვნახოთ, რა, როგორ ჩაივლის და როგორ მოხდება შემოწმება და აღსრულება.
Rodehttp://www.blogger.com/profile/16781598990761238314noreply@blogger.com0